კაცო, დანახვა არ გინდათ თუ ვერ ხედავთ???
მომენტები რეალსაც ჰქონდა და ბარსასაც. ფაქტია (ნუ, კარის ხაზიდან ბურთის გამოტანა არ ჰქონია ბარსას, მაგრამ რეალსაც იმ ერთის გარდა ეგეთი არ ჰქონია)
ხედირა ხედირაო და ვილამ 1:0-ზე მესის პასის მერე რო ვერ გაიტანა, ეგ ხედირას მომენტზე ნაკლები იყო?
დიმარიას ბრახაბრუხს არ ვთვლი მე საგოლე მომენტად
პუიოლის გასვლამდე რეალს თამაშიდან მომენტები(საგოლე) არ ჰქონია!!! ჰქონდა სტანდარტულებიდან, არაა ეგრე?
პუიოლის გასვლის მერე, როცა ბუსკეტსი გადავიდა დაცვაში და საყრდენი აღარ გვყავდა, რატომ გიკვირთ, რომ რეალმა უკეთ წარმართა კონტრშეტევები? მართალია 10 კაცით იყვნენ, მაგრამ როცა იოზილი,რონალდო, მარსელო და მსგავსი ტიპის სწრაფი ფეხბურთელები გყავს იქ 10 კაცით კონტრაზე თამაში არაა ძნელი, მითუმეტეს იციან ეგეთი თამაში, 10 კაცით ტამაშის ამოქაჩვა ეხერხება რეალს, ბოლო წლები ამის დასტურია.
მეორეც, ბარსას რატო უნდა შეეტია??? მაშნ როცა რეალი თავს იცავდა, კეტავდა ზონებს, მზად იყო ეთამაშა კონტრშეტევებზე (რაც მეორე ტაიმში ქნა კიდეც) ბარსა უნდა ამდგარიყო და ეთამაშა მთელი ძალებით, უფრო გაერისკათ და შანსი მიეცათ რეალისთვის კონტრებზე ეთამაშათ სახიფათოდ??? მითუმეტეს ფავორიტი ბერნაბეუზე მხოლოდ ერთი გუნდია, შესაბამისად..
კი ბატონო, ტეხავს და საწყენია იგებდე 1:0-ს და 10 კაცთან ფრე ითამაშო, მაგრამ გადაავლეთ ბარსას თამაშებს თვალი, არსენალტანაც ზუსტად იგივე ქნეს, იქაც 80 წუთისთვის აქნევინეს არსენალს ყველაფერი და როგორ დამთავრდა ვიცით. ზუსტად იგივე ხდებოდა გუშინაც.
ბარსას ფსიქოლოგიურად დაერხა? არამგონია.. როცა მოინდომეს შექმნეს მომენტები. ფაქტია, პირველ ტაიმში მესის 2 მომენტი ჰქონდა, რეალს 1. (საგოლე) თუ მეშლება შემისწორეთ.
არავინ უკარგავს რეალის კარგ ტამაშს, მაგრად იდგნენ დაცვაში, თუნცაღა რახან ყველაფერი შედარებითია, არ ვიცით ეს მაგრად დგომა რით იყოო განპირობებული. ანუ რა მინდა ვთქვა, მაგრად იდგნენ იმის ფონზე რომ ბარსა არ უტევდა, არ ამწვავებდა და ფრეზეც თანახმა იყო, არ რისკავდნენ. თუ მაგრად იდგა და მაგიტომ ვერ ამწვავებდა ბარსა თამაშს. ამას პასუხი 20-ში და ლიგის 1/2-ს თამაშებში გაეცემა პასუხი, როცა რეალიც და ბარსაც იძულებული იქნებიან დადონ შედეგი.
If I don’t argue with you it’s because I don’t take you seriously.
-----
If I wanted you to understand it, I would have explained it better
---
Never argue with an idiot. They will drag you down to their level and beat you with experience