კრიშტიანო რონალდო: "ბარსელონა" ფანტასტიური გუნდია. დაკომპლექტებული ფანტასტიური ფეხბურთელებით... ჰმმმ.. ჩემი აზრით, ეს "ოცნების გუნდია".
მიქაელ ლაუდრუპი: "რითია გამორჩეული დღევანდელი “ბარსელონა? იგი უმაღლესი დონის ფეხბურთს აჩვენებს, ხოლო კლუბის სტრუქტურა კარგადაა ორგანიზებული".
დეიგო მარადონა: "ბარსელონა" დღესდღეობით უდაოდ საუკეთესო კლუბია მსოფლიოში".
სანდრო როსელი: "ბარსელონაში" მთავარი მხოლოდ მოგება არაა, მნიშვნელოვანია თუ როგორ მიაღწევენ ამას".
რონალდინიო: "ახლა ვფიქრობ, რომ კატალონიურ კლუბში გავატარე ჩემი კარიერის საუკეთესო წლები. "ბარსელონა" მსოფლიოს უძლიერესი კლუბია და მე მთელი გულით მიყვარს ის".
არსენ ვენგერი: "მესი ჩემთვის იდეალური ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ ყველა ის თვისება აქვს, რაც მაღალი დონის ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს. ის უცხო პლანეტიდანაა მოსული. შეხედეთ მის ციფრებს და ქედი მოიხარეთ ლეოს წინაშე!"
ხულიო გრონდონა: "მესი საუკეთესო ათიანია არგენტინის ისტორიაში".
ვიქტორ ვალდესი: "მესიმ შეძლო და ვარსკვლავებით დახუნძლულ გუნდში ყველაზე მეტად გაიბრწყინა, ეს კი მის უნიკალურობას კიდევ ერთხელ ადასტურებს".
დელ ბოსკე: "ჩავი უნიკალური ადამიანია. იგი "ბარსაშიც" და ესპანეთის ნაკრებშიც გუნდის ტვინია".
ხოსეპ გვარდიოლა: ”მესი, ჩავი და ინიესტა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან. მე ვამაყობ თითოეული ჩემი ფეხბურთელით".
ბარსამანიიდან
პ.ს. ისე მაგრად ტეხავს რეალის საუკეთესო ფეხბურთელის ოცნების გუნდი, რომ ბარსელონაა
This post has been edited by Interimo on 10 May 2011, 14:23