აჰა წავიდა ისევ სამხრეთ ამერიკელების ჩამორჩენილობის შესახებ პოსტები (რასაც ველოდი კიდეც) და იმის მტკიცება რომ ევროპასთან ახლოსაც ვერ მოვლენ.
არ მოგწყინდათ ეს შაბლონური აზროვნება და მითების სამყაროში ცხოვრება

, ცოტა ფართოთ რო გაახილოთ თვალები და რეალობას შეხედოთ ძნელია.
ფუ ეს პაპუასები და ველურები რა იციან ამათ ტაქტიკა მარტო ბურთი აკენწლინე და ეზოს ფეხბურთს თამაშობენ
თანამდერდოვე ფეხბურთის სახე განსაზღვრეს შემდეგმა გუნდებმა, თავისი ტაქტიკით და ნოვაციური თამაშით ესენია
შოტლანდიის ნაკრები 19 საუკუნის ბოლოს
20-იანი წლების არსენალი
ურუგვაის ნაკრები (24,24 30 წლების ფორმაცია).
ისევ ურუგვაი მარაკანასოს მებრძოლი სულის გამოვლენა. სამაგალითო თამაში ყველა ანდერდოგისთვის.
50-იანი წლების დასაწყისის რივერ-პლეიტი.
50-წლების ბოლოს რეალი.
60-იანების ინტერი
ბრაზილიის დიდი გუნდი 58,62 70 წლები.
70 წლებიას აიაქსი
70 წლების ბაირნი
70 წლების ჰოლანდიის ნაკრები
სანტანას ვერცხლის თაობა 82 წელი
არგენტინა 86, მაგალითი ერთი კაცის გარშემო გუნდის აწყობისა
მილანი 90-იანი წლების ბოლოს
ისევ აიქსი 90-იანი წლების შუაში
იუვე 90-იანი წლების ბოლოს
ბოლო წლებზე არაფერს ვიტყვი წლები უნდა გავიდეს რომ შეაფასო
მაგრამ ზემოდ ჩამოთვლილ გუნდების თამაშზე და ტაქტიკურ ნოვაციებზეა აგებული ის სპორტი რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ და არც ასობით პოსტის დაწერა გვაზარება მასზე.
აქედან დააკვირდით ნახევარი სწორედ სამხრეთ ამერიკიდან მოდის
ენა თუ კლავიატურა როგორ უნდა მოგუბრუნდეს ამის მერე მათ ტაქტიკური გაუნსწავლელობა და სოფლური ფეხბურთის თამაში დასწამო

იქნებ გერმანელებმა დანერგეს პირველად კლასიკური 4-2-4 სისტემა რომლითაც წლების განმავლობაში თამაშობდნენ და ყველა თამანედროვე სისტემა მისი სახესხვაობაა

თუ ლამი რომ ერთვება შეტევებში აქტიურად ეგ არის გერმანული ნოვაცია ?
თუ ადგილებს რო ცვლიან მოედანზე გერმანელი თავდასხმელები ეგ იდეა შვაბურ მიწაზე იშვა

ააა გამახსენდა ლიბეროს ინსიტიტი დანერგეს რომელმაც არ გაამართლა და დღეს თითქმის არავინ იყენებს.
პ.ს. გერმანულ ფეხბურთს მართლა ძალიან დიდ პატივს ვცემ და მსიამოვნებს კიდეც მათი თამაშის ყურება, მაგრამ ვფიქრობ რომ არც გერმანიის ნაკრებია იმდენად შორს სხვა ნაკრებებისგან და არც ბუნდესლიგაა NBA-ს დონის, რომ მისმა გულშემატკივრებმა აგდებით ილაპარაკონ სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთზე და დიდ პატივად მიიჩნიონ კოპა ამერიკისათვის თუკი მათი ღირსეული თვალნი ინებებენ ამ ტურნირს მზერა 2 წუთით მაინც ესროლონ.
ყველას არ ეხება რა თქმა უნდა.