ოო, როგორ მიყვარს ეს თემა და არსენალი
ახლა, აი წამს, წმინდა და ამაღლებული პათოსით ვარ გაჯერებული და მთელი ჩემი გულისნადები უნდა გადმოვიტანო ამ თემაში.
ახლა 18 წლის ვარ, და ზუსტად არ მახსოვს რომელ წელს დავიწყე არსენალის გულშემატკივრობა, 8 წელზე მეტი როა ეს ვიცი, (ნედვედი ახალი გადასული იყო იუვეში ეს მახსოვს) ნუ ეს უეჭველი ვიცი, რადგან ანბითენ სეზონში, პატარა რომ ვიყავი ისე, გულისფანცქალით ვგულშემატკივრობდი არსენალს. ნუ ჩემი ფეხბურთით დაინტერესება ბიძაჩემის გავლენით მოხდა და მათ ოჯახში ყველა არსენალსა და ჰოლანდიას გულშემატკივრობდა, ცოტა არ იყოს სუბიექტური მიზეზით მომხდარა ჩემს მიერ ამ ორი გუნდის არჩევა, მაგრამ ახლა რომ ვუკვირდები, მიხარია რომ ასე მოხდა.
ყოველ სათამაშო დღეს ავდიოდი ხოლმე ბიძაჩემთან და ვუყურებდი ამ ბიჭების საოცრებებს, ფეხბურთელთა გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ.
და ნელ-ნელა ვყალიბდებდი ფეხბურთის მოყვარულ ადამიანად. (არ დაგიმალავთ და ამაში დიდ როლს მაშინდელი იუვეც თამაშობდა, ნედვედი, ბუფონი, დელ პიერო და ა.შ. მაგრამ ეს სხვა თემაა)
ისე, ახლა რომ ვუკვირდები, თურმე, ფეხბურთი მთლად ეგეთი გუნდის თამაშის ყურებით არ უნდა დამეწყო.
ეგრევე მაშინდელ არსენალს რომ შევხედე და სხვა კლუბების თამაშებს ისე ხშირად რომ არ ვუყურებდი, მეგონა რომ ასე კარგად, ყველა თამაშობდა, მაგრამ როდესაც უფრო გავიზარდე, როდესაც სხვა კლუბების ანტიფეხბურთი ვნახე, ამ, ჯერ კიდევ "სპორტში", (და არა ფულის საშოვნელ მანქანაში) ფულის აქტიურად დამკვიდრებას რომ ცდილობდნენ, მივხვდი, რომ არსენალი არ იყო ყველა, და კაცი როცა გარდაიცვლება, მერე აფასებენო, რომ ამბობენ, იგივე მოხდა აქაც, დაიშალა ის გუნდი და ახლა რომ მახსენდება თუ ვინ თამაშობდნენ ჩვენთან და ვისით მოხდა ჩანაცვლება, გული მეწვება.
ლემანი - ალმუნია
კემპბელი - სკილაჩი
ტურე - კოსიელნი
ვიეირა - დენილსონი
ნუ ბენდტნერსა და სხვა მსგავს წარმონაქმნებზე საუბარი არ მაქვს.
თუმცა კლასი ერთია, და გუნდისადმი სიყვარული მეორე, გუნდი, რომელიც 125 წელი შენდებოდა, გუნდი, რომელსაც აქვს ყველასაგან განსხვავებული ისტორია, გუნდი, რომლის თამაშიც ყოველთვის მისაბაძად ითვლებოდა, ვიღაცისთვის არ უნდა იყოს ზედმეტი ტვირთი, და ამ გუნდში ვიღაცას კაპიტნის სამკლაურით არ უნდა აჩერებდნენ, და ამ კლუბში სრულიად უცნობი ობიექტები არ უნდაგადმოდიოდნენ, და ამ გუნდში დარჩენა - არ დარჩენას, არც 10 000 უნდა წყვეტდეს და არც 20 000, მინახავს ფეხბურთელები, თავიანთ საყვარელ კლუბში გადასვლისთვის იქით ამატებდნენ ფულს.
ამ გუნდში უნდა თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც არსენალის გერბის დანახვისთანავე გული აუჩქარდებათ, რომლებიც ისტორიას დააფასებენ, რომლებიც ფანებს დააფასებენ, რომლებიც არა ფულისთვის, არამედ სიყვარულისთვის ითამაშებენ.
ვინ იყო თავიდან პირესი?
მისი ყიდვა ვენგერს დიდ კრიტიკად დაუჯდა, მაგრამ მოვიდა რობერტი, შეიგნო თუ სად მოვიდა, მთელი სული და გული დადო და ერთი პერიოდი ოქროს ბურთის პრეტენდენტიც იყო, მაგრამ თუ არ ვცდები შემდეგ სერიოზული ტრავმა მიიღო.
ვინ იყო თავიდან ანრი?
იუვედან გამოგდებული მარჯვენა გარემარბი, რომელიც არსენალმა მიიღო და რომელმაც არსენალი შეიყვარა.
მე კარგად მახსოვს, ანრიმ ერთი გოლი რომ შეაგდო და მერე არსენალის გერბს რომ დახედა, და ძალით "არ სიყვარულის" სახე მიიღო, და ხელით ცდილობდა გერბის მოშორებას, თითქოს შეხედეთ, ეს რა გუნდია, სულ არ მიყვარსო.
აი მაგ ჟესტში, ისეთი სიყვარული იდო, ვერცერთი "გერბზე კოცნა" რომ ვერ შეედრება.
ამიტომ მიყვარდა ის არსენალი და ამიტომ მიყვარდა ანრი.
ახლა კი, ბატონი სანდრო კარიძისა არ იყო, შევხედოთ, რანი ვიყავით, და რანი ვართ დღეს.
მაგრამ მომკალით თუ გინდათ და მაინც მჯერა, რომ ძია არსენი, დააყენებს ისეთ გუნდს, რომელიც ძველ არსენალს გაგვახსენებს.
ტიტული?
1988 წლის ევროპის ჩემპიონატის გარდა ჰოლანდიის ნაკრებს არაფერი მოუგია.
მაგრამ როგორ იხსენებენ ადამიანები?
ლამაზი ფეხბურთის ეტალონად !
განა ეს არ ჯობია ინტერისთვის კალჩიოპოლის მიერ ნაჩუქარ სკუდეტოს?
განა არ ჯობია 90 წუთი სიამოვნებისთვის ითამაშო, ვიდრე 90 წუთი ითამაშო ტანჯვით, იცავდე კარს და ერთი გავარდნილი გოლის იმედად იყო?
ყველა კლუბს ჰქონდა ჩავარდნები, ბარსელონასაც ჰქონდა საკმაოდ დიდხნიანი ჩავარდნა, ინტერს ხომ ჰქონდა და ჰქონდა, ლივერპულსაც ჰქონია და აქვს კიდეც, ახლა ჩვენ მოგვიწია ეს ჩავარდნა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ რამეზე მოასწავებს.
იმას რომ, ჩვენი დროც მოვიდა !!
Come on Gunners !! This post has been edited by Manuelo Costa on 8 Jul 2011, 11:16
"Маевский застрелился в поезде, и отчаяние его было так велико, что он умер раньше своего выстрела".