ხო კარვალიო ატლეტიკო მინეიროშია.
ვნახე რამდენიმე თამაში და ვერც კი იფიქრებ რომ ამ კაცს ოდესმე ბრაზილიის ნაკრებში უთამაშია.
ვინც რუსეთში ან უკრაინაში წავიდა ყველას ესე დაემართა. ერთადერთი გამონაკლისი ელანოა, რომელსაც იქ რაღაც პროგრესი ქონდა და მერე ნაკრებს საკმაოდ გამოადგა.
წლევანდელ კოპას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა, მენეზესის ნაირ ტვინნაღრძობს თუ მოუვიდოდა თავში აზრად მისი წაყვანა, იმიტომ რომ წელს ყველაზე ცუდ ფორმაში იყო ბოლო წლების განმავლობაში.
იგივე ჟო და ვაგნერ ლავიც კი საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელები იყვნენ.
სხვათა შორის ვაგნერ ლავი იმავე ნაკრებში იყო სადაც კარვალიო და დუდუ, მაგრამ კოლუმბიაში ახალგაზრდული კოპას დროს მწვრთნელმა შეუსწრო ნომერში ვიღაც კოლუმბიელ გოგოსთან ერთად

და დაახვევინა ნაკრებიდან. იმის მერე გახდა ვაგნერ ლავი, მანამდე უბრალოდ ვაგნერი იყო

ხოდა ბოლოს რო თამაშობდა ფლამენგოში საკმაოდ კარგი გამონათებები ქონდა, წმინდა ბრაზილიური, რასაც ბუნებრივია ცეესკაში ვერ ან არ აკეთებდა.
კი იყო ჩემთვის ტრაგედია რომ რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელი ბრაზილიის ნაკრების თავდასხმელი იყო მაგრამ მაგის კარიერა რომ სწორად წარმართულიყო (3-4 წელი ბრაზილიაში, მერე სადღაც სევილიის დონის გუნდი და ბოლოს ევროპული გრანდი) ყველა მონაცემი ქონდა უმაღლესი დონის ფეხბურთელი დამდგარიყო.
ეხლა კრილია სოვეტოვს რომ ეთამაშები ბუნებრივია ვერ გაიზრდები.
თუკი რამე დახვეწილი სტილი ქონდა ნელ-ნელა დაავიწყეს და გააჯორცხენეს.
ამიტომ საკმაოდ ტექნიკური და დახვეწილი თავდასხმელიდან (რისი პერსპექტივაც ქონდა) გადაიქცა კარგ რაბატიაგად და დებილ რუსებს ეგ მოსწონდათ ძალიან ვაგნერი კარგად პრესავსო.
რაღა შორს მივდივართ ჩვენი ასათიანის მაგალითიც საკმარისია.
კი შეიძლება თვითონ ასათიანისთვის არ არიან მონსტრები, საკმაოდ კარგი ხელფასით და მეტნაკლებად სტაბილური კარიერით უზრუნველყვეს, მაგრამ როგორც ფეხბურთელი გააფუჭეს.
მისი შესაძლებლობების 20-30 % გამოიყენეს.
პრობლემა ის კი არ არის რუსები ოკუპანტები არიან და ცუდები.
უბრალოდ რუსებს არ ესმით ფეხბურთი, მასიურად. უყვართ ძალიან, მაგას ვერ ვუარყოფთ მაგრამ ძალიან არასწორი ხედვა აქვთ ჩამოყალიბებული.
გუსევიო და მელნიკოვი მაგრები არიანო არ თქვათ ეხლა

ეგრე შეიძლება ვიღაც ჩინელი ხუმ მუნი იყოს და მსოფლიოში ყველაზე მაგარი ფეხბურთის ექპერტი ან ჟურნალისტი დადგეს.
ვგულისხმობ მწვრთნელებს, გულშემატკივრებს და თვითონ ფეხბურთელებს.
ამიტომაც არის რომ საბჭოთა კავშირის დროს საერთაშორისო წარმატებას ვერცერთმა რუსულმა გუნდმა ვერ მიაღწია.
და სანამ ჰოლანდიელი არ გახდა ნაკრების მწვრთნელი ნაკრებიც განსაკუთრებით არ გამოირჩეოდა.
+ აბსოლიტურად განსხვავებული სათამაშო ფილოსოფია ბრაზილიურისგან.
კონკურენციის არარსებობა და გიჟურად ბევრი ფული 20-22 წლის ფეხბურთელისათვის.
რა შანსი გაქვს რომ გაიზარდო ?
რა თქმა უნდა არანაირი