მადრიდის "რეალს" სჭირდა ძალიან მაღალი რანგის თავდამსხმელი.
'ბარსელონამ' მოიგო მომენტების გამოყენებით, მეტით კი არაფრით... ძალიან ზუსტი თავდასხმა ყავთ.
არადა, 'რეალმა' ვერაფერი ისეთი ვერ შეიძინა ამ სეზონში. ერთი კოენტრაუ, ნამდვილად კარგი ფეხბურთელი, მაგრამ არაფერი საოცარი. 'ბარსელონამ' კიდევ ცალკე ფაბრეგასი და ცალკე ალექსის სანჩესი შეიძინა.
თვითონ თამაში დრამატული იყო და წითლებითაც დამთავრდა, როგორც მოსალოდნელი იყო....
კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო გუნდში.
თუმცა 'ბარსელონას' ამ "დიადი" გამარჯვებით, რეალურად მისი ჰეგემონიის დასასრულის დასაწყისი დავინახე.
თუ 'რეალი' ქულებს უაზროდ არ დაკარგავს აუტსაიდერ გუნდებთან, წელს პრიმერა მადრიდელების იქნება. სულ უფრო და უფრო ახლოვდება 'ბარსელონას' წაგება ძირითად დროში და სადღაც გაწყდება ბარსელონას ძალაც...
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)