“ნიუკასლ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ალან პარდიუმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მხარს მიუნხენის “ბაიერნს” დაუჭერს.
“ეს ჩვენთვის ნოკაუტის ტოლფასი იქნება. გვინდა, რომ “არსენალთან” და “ტოტენჰემ ჰოთსბურთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ, ამისთვის კი “ჩელსი” ფინალში უნდა დამარცხდეს. ჩვენთვის დიდი დარტყმა იქნება, თუ ჩემპიონატს მეოთხე ადგილზე დავასრულებთ, თუმცა ლიგის საგზურის გარეშე დავრჩებით”, – განაცხადა პარდიუმ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 2012/13 წლების სეზონში ინგლისიდან ოთხი კლუბი იასპარეზებს. თუ ლიგის წლევანდელ ფინალში “ჩელსი” მიუნხენის “ბაიერნს” დაამარცხებს, ლონდონელები ავტომატურად მოიპოვებენ ყველაზე პრესტიჟული ევროპული ტურნირის საგზურს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისის სამი საუკეთესო კლუბი და “ჩელსი” იასპარეზებენ
მართლა საცოდაობა იქნება მეოთხეზე გავიდნენ და ლიგაზე არ მოუწიოთ