მიყვარს ასეთი თემები

ფეხბურთელზე რომ საუბრობენ და მის ადგილზე ისტორიაში, ამისთვის არის ფეხბურთის განყოფილება და არა ფანკლუბებში სისულელეების გამო გამო მარა ეს ხო სხვა თემაა

ხოდა გააჩნია როგორ შეხედავ, თუ ფეხბურთი გაინტერესებს ასე ვთქვათ

ლეგენდაა მა რა არის, რაშუაშია აქ პელე და გარინჩას ლეგენდობა ძანეტისთან, პოზიციების მიხედვით არის ფეხბურთი და არა გოლებზე
მიუხედავად იმისა რომ ნაკრებში საერთოდ ტიტული არ მოუგია (პან ამერიკული თამაშები კარიერის დასაწყისზე არ ჩავთვალოთ

) და ხშირად აკრიტიკებენ დიდი ტურნირების მერე არგენტინაში (როგორც მესის სიტყვამ მოიტანა და) მაინც უყვართ და ,,სახალხო" მოთამაშეა მაინც, განსაკუთრებით იქ სადაც კვალი დატოვა, პატარამაც მოასწრო და დატოვა კვალი არგენტინაში როცა თამაშობდა (ძალიან ცოტა ხანი და ლოკალურზე ლოკალურ დონეზე)
ხოდა იმას ვამბობდი ლეგენდაა იმიტომ რომ ფეხბურთის ისტორიაში ცოტაა (თავი დავანებოთ ახლა სხვადასხვა პოზიციებზე თამაშს და მის ინდივიდუალურ თვისებებს რაც სხვას არ აქვს) ასეთი ფლანგის მცველი მარჯვნივ
განა რომელი მარჯვენა მცველები (ან ,,ლატერალები") შეგვიძლია დავაყენოთ ძანეტიზე ცოტათი წინ ან ცოტათი უკან?
კარლოს ალბერტო, ჯალმა სანტოსი და კაფუ
ტურამი, ფოგთსი თუ მანუელ ამოროსი
არ არიან ესენი ლეგენდები უმრავლესობისთვის, მაგრამ ვისაც აინტერესებს ფეხბურთი ისეთივე ლეგენდები არიან როგორც პელე თუ მარადონა (ეგენი თავის პოზიციებზე აკეთებდნენ იმას რასაც ძანეტი თავისაზე აკეთებს)
ლეგენდები არიან ასევე (მარჯვენა მცველები) კალცი თუ გერეტსი, ყველგან სადაც ლაპარაკია ფეხბურთზე სერიოზულ დონეზე

ასე ვთქვათ, კი მიხვდებით რასაც ვგულისხმობ, ესენი არიან მცველები რომელზეც იზრდებიან თაობები ა.შ. და უკეთესები არ არსებობენ როგორც იტყვიან
ლეგენდები არიან დანი მა(კ)გრეინი (სელტიკი), პაულ იანესი (გერმანია), ჟორჟინიო, ლეანდრო ფერეირა, გარი ნევილი, სხვებს ვისაც მარჯვენა მცველად სახელი გაუკეთებია აღარ დავწერ (ტურამიც საკმარისია), არის მთელი წყება უდიდესი მარჯვენა მცველებისა რომლებზეც წინ დგას ძანეტი (მაგალითად ელიტარული მარჯვენა მცველები, ბურგნიხი, ტასოტი, ძამბროტა, სიურბირი, არმფილდი და კიდევ ათეული, გამომრჩა ვიღაც და არ აქვს აზრი
მაგრამ ათეული, მახიმუმ 30 კაცი გამოვიდეს უმაღლესი ხარისხის მარჯვენა მცველი და ფეხბურთს მილიონიბით ადამინიანი თამაშობს თუ თამაშობდა
ხოდა თუ მალდინი და ფაკეტი ლეგენდები არიან (თავის პოზიციაზე)
ბარეზი და მური ლეგენდები არიან
იაშინი და ზამორა ლეგენდები არიან
ეგრე არიან ლეგენდები მარჯვენა მცვლეებიც, კერძოდ ძანეტი
არც ინტერის ფანი ვარ არც არგენტინის ცნობისთვინ, უბრალოდ ბევრია ,,ძანეტი ათრიეს" (მახსოვს გასულ დეკადაში ეს ნათქვამი რომელიც ახლაც მაკვირვებს და დამამახსოვრდა საუკუნოდ

)
უბრალოდ ეს წესია უმრავლესობის მარტო თავისი გუნდის ფეხბურთელია ლეგენდა
პუიოლი სიტყვაზე ბაიერნის თუ იგივე ინტერის ფანისთვის ქაჯია
ლიზარაზუ ბარსელონას ფანისთვის იგივე
ჰეპგუდი მანჩესტერელისთვის (ნუ ცოტა ცუდი შედარებაა მკვტრები იქნებიან უკვე ეგენი

) სეგარა რეალელისთვის 0-ია, კოლერი სად შეედრება იტალიელ მცველებს, ჩუმპიტასი მაქსიმუმ ლუგანოს დონის იყო და ა.შ. ჩვეული ამბავია ეგი ყოვლიფერი, მაგრამ ფეხბურთისთვის ეს ხალხი დიდების დარბაზის ხალხია, ვინაიდან მარტო პელე არ ან ბეკენბაუერი არ იგებენ თამაშს, მხარს უდიდესი ფეხბურთელები უმშვენებენ ყოველ პოზიციაზედ :|
ასე რომ ძანეტის მარჯვენა მცველებში (ისევ, დავანებოთ მის ლიდერულ თვისებებს, სხვადასხვა პოზიციებზე თამაშს, სტაბილურობას და ა.შ.) ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს, მაქსიმუმ 5 კაცი დააყენო უფრო წინ და ისიც შეიძლება სადაო გახდეს
ხოდა ეს თუ არაა ლეგენდა აბა ვინაა, მარტო ჯალმა სანტოსია?
თუ არც ეგ არაა