თემის ორიოდე პოსტი ვნახო და უნდა დავპოსტო სიტიზე

ლეგენდებზე, სიტის ყავს კაცო
და ჩვენ ხო არ ვეძებთ სიტის ლეგენდებს სიტისთვის, ამაზე არ იყო ლაპარაკი, ასე ხომ ყველას ყავს თავისი ლეგენდა
გვინდა ვნახოთ სიტის ფეხბურთელი მსოფლიო ლეგენდა თუ იყო
ყოლია, ეგრევე ბილი მერედიტი, ადრინდელი მეტიუზი

. ყოფილიყო ოქროს ბურთი მაშინ და მესი ახლა შეფიქრიანებული იქნებოდა

მეკარეები ყავდა სიტის ისეთი ბარე ორს არ დაესიზმრება, ტრაუტმანი და სვიფტი. ორივე უდიდესი მეკარე, უდიდესი ანუ რანგით, სიტყვაზე ვან დერ სარი/შმაიხელს 2X2-ზე შეებრძოლებიან

. ტრაუტმანი ვარსკვლავი იყო და გერმანელებში ალბათ მარტო მაიერი და კანი ჯობია, სვიფტის დროს კიდე ომები იყო, თორემ ზამორამ რომ დატოვა ისეთი სახელიც შეეძლო გაეკეთებინა, ანუ ქონდა ამის მონაცემები, 40-იანებში ყველას ჯობდა
მერე როი კლარკი, უელსელი. მესამე გიგზია ეს კაცი, ანუ გიგზი და კლიფ ჯონსის მერე. რითი ვერაა მსოფლიო დონის თუ არა ევროპულის მაინც.
კოლინ ბელი თქვეს, ლამპარდამდე არცისე ბევრი აკლდა როგორც ფეხბურთელს, ,,პრიბამბასების" გარეშე განვიხილოთ. (ანუ თავისი დროისთვის იგულისხმება, რაც ახლა ლამპარდი/ჯერარდია დაახლოებით, თითქმის ის იყო მაშინ). ინგლისელ ცენტრ-ნახევარცველებში თავისას ყოველთვის იტყვის

მერე მოვიხმოთ ჩ. ირლანდიელი პიტ დოერტი (არა ის არა, ფეხბურთელია

) ინგლისის ლეგენდა რეიჩ კარტერმა ისე დაჩრდილა როგორც რომარიომ ბებეტო, მაგრამ თავის დროში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო იყო, აი ხავი რო დაივიწყო ამ წლებში ისეთია რა
მაკმალენზე ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა რომ ,,უემბლი ვიზერდსის" კაპიტანი იყო, ცოტაა? მგონი საკმარისია.
აუ კიდე ვიღაც მინდოდა და თითქოს გამომრჩა, მე ფრენსის ლი ან სამერბი და ა.შ. არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში, სამერბიმ 100-ჯერ მეტი გააკეთა ვიდრე... მაგალითად ლოუ, ხო, ლოუ. ან დეინა, მსოფლიო დონის ფეხბურთელები. ორივეს ტრავმებმა შეუშალეს ხელი , მაგრამ არცერთი არ ჩაფლავებულა და ორივემ უმაღლესი ხარისხის თამაში აჩვენა სანამ იყო (დეინაზე თავს ვერ დავდებ, ასე მგონია. აი ლოუ კი ნამდვილად ლოუ იყო, ტრავმები რომ არ ქონოდა სიტისთვის ის იქნებოდა რაც ბარსასთვის რონალდო - 1 სუპერსეზონიანი ლეგენდა.)
ეს ორი კაციც რო გამოვთიშოთ, სიტის ყავს ფეხბურთის ისტორიაში შესაყვანი ხალხი. ვიღაც შეიძება ეცოტავოს, მაგრამ აბა მიდით ნოტინგემის ან აბერდინის ან რა ვიცი, თქვით მაგათ მსოფლიო ფეხბურთს ამათზე ბევრი დიდები თუ მისცეს? არამგონია არ დამითვია

აი მწვრთნელი არ ყავს, მაგრამ დანიშნავს მაურინიოს და ეყოლებათ

ვერანაირად ვერ ვასწრებ წავიკითხო პოსტები.
This post has been edited by vaimeguli on 28 Jan 2012, 01:01