ფეხბურთს კი არ ეხება, მაგრამ მაინც დავწერ აქ... : )

ამ უქმეებზე აიღო სტარტი ფორმულა 1-ის 2012 წლის სეზონის პირველმა ეტაპმა, რომელსაც ავსტრალიამ უმასპინძლა
და დღეს გამართულ რბოლაში, წინა 2 სეზონის ტრიუმფატორმა გერმანელმა
სებასტიან ფეტელმა მეორე ადგილი დაიკავა, ჩემპიონი კი ჯენსონ ბატონი გახდა
ზოგადად ფეტელისთვის ნებისმიერი მეორე ადგილი უკვე წარუმატებლობაა, თუმცა რბოლისწინა და რბოლისდროინდელი სიტუაციის გათვალისწინებით ეს მეორე ადგილი შესანიშნავი შედეგია, რადგან მის გუნდს, რედ-ბულს გარკვეული ტენქიკური პრობლემები გააჩნია და მოსამზადებელ პერიოდში შესაფერის შედეგებს ვერ აჩვენებდა, თანაც გუშინ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფეტელმა მხოლოდ მე-6 ადგილი დაიკავა და სწორედ ამ პოზიციიდან აიღო დღეს სტარტი. ასე რომ ეს მეორე ადგილი მართლაც წარმატებაა
სამწუხაროდ სხვა გერმანელებმა ვერ გაგვახარეს.. არადა კარგი სასტარტო პოზიცია ჰქონდა
მიხაელ შუმახერს, რომელმაც რბოლა მეოთხე ადგილიდან დაიწყო, თუმცა რბოლას ნაადრევად გამოეთიშა და უქულოდ დარჩა.. იგივე ბედი ეწია
ნიკო ჰულკენბერგსაც (ფორს ინდია), ხოლო კიდევ ორმა გერმანელმა
ნიკო როსბერგმა (მერსედესი) და
ტიმო გლოკმა (მარუსია) შესაბამისად მე-12 და მე-14 ადგილები დაიკავეს
დარწმუნებული ვარ, რედ-ბული მალე დაძლევს პრობლემებს და ფეტელიც ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი იქნება, მთავარ ბრძოლას კი ალბათ მაკლარენის პილოტებთან უნდა ველოდოთ
სპოილერში შეგიძლიათ იხილოთ რბოლის შედეგები და ასევე რბოლის სრული ჩანაწერი HD ხარისხით
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ავსტრალიის დიდი პრიზი
მელბურნი, ალბერტ პარკი (58 წრე, 307.574 კმ)
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:34:09.565
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) +2.139
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +4.075
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) +4.547
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) +21.565
6. კამუი კობაიაში (იაპონია, საუბერი) +36.766
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) +38.014
8. სერხიო პერესი (მექსიკა, საუბერი) +39.458
9. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) +39.556
10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) +39.737
11. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) +39.848
12. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) +57.642
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) +1 წრე
14. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) +1 წრე
15. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია) +2 წრე
16. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) +4 წრე
უსწრაფესი წრე: ჯენსონ ბატონი, 1:29.187
გამოეთიშნენ
ფელიპე მასა (ბტაზილია, ფერარი) 47-ე წრე
ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 42
ვიტალი პეტროვი (რუსეთი,კატერჰემი) 37
მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 11
რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 2
ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1
პილოტების კლასიფიკაცია
1. ჯენსონ ბატონი - 25 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 18; 3. ლუის ჰამილტონი - 15; 4. მარკ უებერი - 12; 5. ფერნანდო ალონსო - 10; 6. კამუი კობაიაში - 8; 7. კიმი რაიკონენი - 6; 8. სერხიო პერესი - 4; 9. დანიელ რიკიარდო - 2; 10. პოლ დი რესტა - 1
კონსტრუქტორთა პირველობა
1. მაკლარენ-მერსედესი - 40 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 30; 3. საუბერ-ფერარი - 12; 4. ფერარი - 10; 5. ლოტუს-რენო - 6; 6. ტორო როსო-ფერარი - 2; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 1
http://autopanoramaf1.blogspot.com/--------------------------
Video.........: h264 1500kbps
Framerate.....: 50 fps
Resolution....: 1024x576
Aspect Ratio..: 16.9
Audio.........: AAC 128kbps
Format........: TS
Size..........: 2GB
Language......: English
RACE
http://www.mediafire.com/?022sl45qk5wx5s8http://www.mediafire.com/?3nscmwe7eyeqq3lhttp://www.mediafire.com/?428f48229z2flm7http://www.mediafire.com/?4sv9r5gu4rwhflchttp://www.mediafire.com/?7liyzg318kcnvzbhttp://www.mediafire.com/?b5n5k5o8zu3kogdhttp://www.mediafire.com/?eyz18qa1cmg8cfehttp://www.mediafire.com/?f4ld1v8twzv39ddhttp://www.mediafire.com/?utd61rga4acpkriPost Race Celebrations
http://www.mediafire.com/?cbisi5s44genlr4
მიმაგრებული სურათი