მოტა კარგია, და დიდი ძალაა, მაგრამ ტრეკვარტისტობა ცოტა მეტი ხომ არაა?
მარკიზიო არ ჩანდაო ვინც ამბობთ, უყურეთ მატჩს განმეორებით და დააკვირდით ყველაზე ხშირად ვის გამოაქვს ბურთი დაცვიდან, ან ვინ ჭრის. მოედანს ნახევარს ვერ გადასცილდა ტოტოს და კასანოს გადამკიდე ბატებივით რომ კარგავდნენ ბურთს

.
თუ მაინც და მაინც ტრეკვარტისტობა უნდოდა მოტას მაგივრად მონტოლივო ეთამაშებინა, ან მარკიზიო ან დეროსი აეწია მანდ და მოტა ჩამოეწია, შექმნაში ამ სამს გაცილებით დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ ვიდრე მოტას. ჩაშლაში ბაზარი არაა, მაგრამ ქილერ პასები ამათ უფრო აქვთ...
ან თუ ტემპზე გინდა დაიჭირო ჯაკეც შეიძლება მანდ დააყენო, ან საერთოდ ჯოვინკო...
ნუ პრანდელი რომ მაგარს ექსპერიმენტობს და ნემსებით დაგებულ სკამზე გვსვავს უკვე მესამე თამაშია ეგ არახალია...

სადო-მაზოხისტია ეგ ჩემისა

დიამანტი არა შაშაკოლა, რა უნდა მაგას ნაკრებში? ან ოგბონას?
საუკეთესო მცველი ამ სამი თამაშით არის ბონუჩი! არავინ თქვას არაო. ბარძალის ინტელექტუალურობა და თამშის კითხვა თუ დაზღვევა ძალიან კარგად გამოჩნდა ამ თამაშში. იმიტომაც ჩანდა რომ თითქოს აბატეს ფლანგიდან არაფერი მომხდარა. ან ეს აზღვევდა ან მარკიზა. და ბალძარეტის კიდევ აშკარად არ ჰქონდა მსგავსი მხარდაჭერა. ბაზარი არაა ისე აბატე უფრო საიმედო რომაა დაცვაში ვიდრე მაჯო, მაგაზე არც ვდაობ.
ბედის დედა ვატირე თორემ იქნებოდა ბარძალი-ბონუჩი-კიელინი დაცვაში და ვინძლო საერთოდ 9 ქულით დაგვემთავრებინა ჯგუფი, ამდენი ექსპერიმენტებიც არ იქნებოდა საჭირო.