#32146857 · 16 Jul 2012, 01:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კატალონიური “ბარსელონას” ფორვარდი დავიდ ვილია, მოედანზე დაბრუნების შესაძლებლობას მოუთმენლად ელის. მან უკვე გაიარა სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება, ყველაფერი რიგზე აქვს და დღე-დღეზე გუნდთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშს შეუდგება. “მოუთმენლად ველი ჩემი შვებულების დასრულებას. ექიმებთან ყველა ტესტი ჩავიტარე. ახლა, ისღა დამრჩენია, ტრავმა დავივიწყო და გუნდთან ერთად ვარჯიშს შევუდგე”, - თქვა ვილიამ. 30 წლის ფეხბურთელი “ბარსელონაში” “ვალენსიადან” 2010 წელს გადავიდა, მაგრამ გასული წლის მიწურულს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მძიმე ტრავმა მიიღო და მის გამო, პრიმერადივიზიონის მეორე ნახევართან ერთად, ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა.
როდის იწყებთ შეკრებას?
ყველაზე მაგარი სეზონი ექნება თავით ვაგებ პასუხს
--------------------
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი
|