2000 წლის შემდეგ მეექვსე დიდ ტურნირზე მეხუთე ნახევარფინალი, მათ შორის 4 ზედიზედ
სტაბილურობის ეტალონი შედეგია, მაგრამ ჩვენ სტაბილურობა კი არა ჩემპიონობა გვინდა
აწი ყველა გზა მოჭრილია, მხოლოდ თასის მოგება, დანარჩენი ყველა შედეგი, სრული კრახი იქნება
2 მატჩი უნდა ჩაატარონ უშეცდომოთ, მაქსმალური მობილიზაციით და იდეალურად, სხვანაირად შანსი არაა, ისეთი მეტოქეები გველოდება
ძალიან მიხარია, რომ მინიმალური გაფრთხილებებით მოვედით აქამდე
ღმერთმა არ ქნას და ვინმე თუ არ გაგვიგდეს, ბადშტუბერის გარდა არავის ემუქრება დისკვალიფიკაცია
ესეც უკვე დიდი ფუფუნებაა ჩვენთვის, რადგან გადამწყვეტ თამაშებში თითქმის ყოველთვის გვაკლდებოდა უმნიშვნელოვანესი მოთამაშე დისკვალიფიკაციის გამო
იმედია ჩვენი მომავალი მეტოქეები ინგლისი და შემდეგ პორტუგალია იქნებიან
ეს მნიშვნელოვნად გაგვიადვილებდა სიტუაციას
თუმცა ვინც არ უნდა შეგვხვდეს, ვალდებულია ეს ნაკრები ყველას მოუგოს
------------
გუშინდელი მატჩის მერე ბოლომდე მაინც არ ვარ კმაყოფილი
დაცვა მაინც ვერაა კლდე რა და ეს უფრო მწვრთნელის ბრალი მგონია
ვერ ჩამოაყალიბა სრულყოფილი დაცვის სისტემა...
თითქმის ყველა მატჩში ვუშვებთ გოლს და ეს მაშფოთებს
ბერძნების ორი-სამი კონტრშეტევისას აირია გუნდი
თუნდაც იგივე 2:1 რომ გავხადეთ და შემდეგ შეტევაში, გეკასს ზედ საჯარიმოს ხაზთან ძალიან მარტივად დაარტყმევინეს
გეკასმა ცუდად დაარტყა, მაგრამ ინისეტა, სილვა, პირლო და კასანო გაიტანდნენ....
იმედია უფრო რთულ მეტოქესთან მაქსიმალური კონცენტრაციით ითამაშებენ და შეცდომებიც მინიმუმამდე დავა
არც საგოლე მომენტებისადმი ასეთი ზერელე დამოკიდებულება მომწონს... დარჩენილ მატჩებში თითქმის 100%-იანი რეალიზაცია დაგვჭირდება, რადგან ამდენი შანსი არ მოგვეცემა