მართლა რა შავები ჩაიცვით ბლიად
კაი წავიდნენ ის დედა###ები წავიდნენ მარა თაობა შეიცვალა და სხვა სასტავია ეს ვაფშე
ვან პერსიზე ვინც ტირიხართ ტრაკში გაიკეთოს ის 30 გოლი

### ბლიად სუფთა ###
- როგორ მოხვდით "არსენალში"? - 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი რომ ტარდებოდა, თბილისში "არსენალის" სკაუტი ყოფილა ჩამოსული და თვალი მაშინ დამადგა. იგივე ხდებოდა სლოვენიაში, ფინალურ ეტაპზე. მე ეს ამბავი არ ვიცოდი.
- რატომ? - კარგია, რომ არ ვიცოდი. შესაძლოა, ემოქმედა. როცა "ლოკომოტივი" ავსტრიაში ემზადებოდა, მაშინ გავიგე. ანუ, ეს უკვე ზაფხულში. ფინალური ეტაპი უკვე ჩავლილი იყო.
- "არსენალამდე" თქვენ და დათო ჯიქია გერმანიის "ფრაიბურგში" იყავით გასინჯვაზე. თუ "არსენალში" მიდიოდით, "ფრაიბურგში" რისთვის წახვედით? - არ მინდოდა, რომ მხოლოდ ერთი ვარიანტი მქონოდა. თანაც, მოვემზადე "ფრაიბურგში".
- "არსენალში" გატარებულ პერიოდზე მოგვიყევით. - 2 კვირით ვიყავი. სულ სარეზერვო გუნდში ვივარჯიშე. იქ იყვნენ ბენდტნერი, სკილაჩი, ველინგტონი და სხვები, რომლებსაც მთავარ გუნდში ხშირად უთამაშიათ. სიტუაცია იდეალური იყო, ბევრი რამ შევიძინე. თავიდან ცოტა გამიჭირდა, საწყისი 8 დღის განმავლობაში ჩემსავით პატარა იქ არავინ ვარჯიშობდა.
- როგორც პოტენციურ ახალწვეულს, უცხოდ ხომ არ გიყურებდნენ ან დაჩაგვრის მომენტი ხომ არ ყოფილა? - არა. ბევრისგან მსმენია, რომ ახალ ფეხბურთელს ვარჯიშზე პასს არ აძლევენ და ეუხეშებიან კიდეც, მაგრამ მსგავსი არაფერი მიგრძვნია. ისედაც დავახლოვდი ფეხბურთელებთან. ყველა თბილად მექცეოდა.
სკილაჩიზე ცალკე ვიტყვი - კარგი ადამიანი და დიდი პროფესიონალია. ვარჯიშებზე ეტყობოდა.- როგორც ვიცით, არსენ ვენგერიც დაესწრო თქვენს ვარჯიშს. - დიახ, ასეა. ერთ დღეს იყო მოსული, დაახლოებით ნახევარ საათს გვიყურა. ეს პრემიერლიგის გახსნამდე ერთი დღით ადრე. "არსენალი"-"სანდერლენდის" თამაშს დავესწარით "ემირეითზე". სპეციალურად დაგვპატიჟეს. ისე, ვენგერის გარეშე, "არსენალში" არაფერი ხდება, ყველა ასაკობრივი და ასევე, სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებზე აქვს ინფორმაციები.
- როგორი პასუხით გამოგიშვეს "არსენალიდან"? - სასწაულებიც რომ ჩამედინა, იქ ჯერ ვერ დავრჩებოდი, რადგან ინგლისში ასე იოლად არ ხდება დატოვება. ჯერ ერთი, 18 წლისა იანვარში ვხდები და მერე შემეძლება წასვლა. ჩვენს ვარჯიშებზე "არსენალის" სხავდასხვა გუნდის მწვრთნელები დადიოდნენ და ყველას შეფასებას აძლევდნენ. დადებითად დამახასიათეს და გადაწყდა, რომ სექტემბერში თბილისში ჩამოვლენ დასაკვირვებლად. თბილისის "ლოკომოტივის" თამაშს დაესწრებიან. მოკლედ, კარგი პასუხი გამოგვატანეს.
- თქვენსავით ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო გასინჯვაზე? - "არსენალის" სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში ბევრნი ჩადიან გასინჯვაზე და სწორედ ამაზე ვიტყვი: "არსენალს" არავისი ერიდება - თუ არ მოეწონათ, პირდაპირ ეუბნებიან. ჩემი შემთხვევა გასაგებია: ჯერ ერთი, დარჩენა ასე უცებ ვერ მოხერხდებოდა და თანაც, ეტყობა, 10 დღე ვარჯიში საკმარისი არ გამოდგა გადაწყვეტილების მისაღებად. ეს პროცესი გაგრძელდება.
This post has been edited by levaa on 31 Aug 2012, 02:19