JubaGrმე ექსტერნად ჩავაბარე და გავექეცი ბოზ შაშკინს
ხვალ ლიგა
ყველაზე მეტად ეგ ტურნირი მიყვარს
"რეალის" ფეხბურთელებსაც შეუძლიათ თქვან, რომ ახლა მწვრთნელი არ ჰყავთ""რეალის" ყოფილი პრეზიდენტი რამონ კალდერონი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ "სევილიასთან" მარცხის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ თავისი კლუბი გააკრიტიკა.
"მოურინიოს კომენტარები გუნდს არანაირ დახმარებას არ უწევენ. ფეხბურთელებსაც შეუძლიათ თქვან, რომ მათ მწვრთნელი არ ჰყავთ. შეიძლებოდა ამ წაგებას ისე შეხვედროდნენ, როგორც შემთხვევითობას. ვფიქრობ, ახლა ფეხბურთელები მოურინიოს სიტყვებით აღტაცებულნი არ არიან. დარწმუნებული ვარ, მოთამაშეები გუნდის ერთგულნი არიან და მოედანზე 100%–ით იხარჯებიან" – განაცხადა კალდერონმა.
ამავდროულად ხედირა ამბობს
ხედირა: "მწვრთნელი მართალი იყო, როცა გვაკრიტიკებდა"
სამი ხედირა "მანჩესტერ სიტისთან" გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.
"მწვრთნელი მართალი იყო, როცა გვაკრიტიკებდა. "სევილიას" წინააღმდეგ ნამდვილად ცუდად ვთამაშობდით. ახლა ძალიან ცუდი სიტუაციაა და მწვრთნელს სრული უფლება აქვს ჩვენზე ის ილაპარაკოს, რასაც ფიქრობს".
"რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, რადგან გასულ წელს მის მოგებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ლა ლიგა მოვიგეთ და ტიტულის დაცვა გვსურს. ეს ჩვენი დიდი მიზანია".
"იაია ტურე ძალიან კარგი ფეხბურთელია. მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე, მაგრამ ვფიქრობ, ერთ ფეხბურთელზე არ უნდა გადავიტანოთ ყურადღება. "სიტი" ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც დიდებული ფეხბურთელები ჰყავს".