http://madridista.ge/news/15315-bbbbbbyebb...bbbbbbbbbb.html"სიტუაცია გასახდელში: პორტუგალიელები + მოურინიო და დანარჩენები"
Punto Pelota–ს კორესპონდენტმა, ალფრედო დურომ ჟოზე მოურინიოს გუნდში შექმნილ სიტუაციზე ისაუბრა დაგანაცხადა, რომ ჟოზეს პორტუგალიელი ფეხბურთელები სხვებისგან იზოლირებული ჰყავს.
"კლუბის გასახელში ფეხბურთელებს შორის შესამჩევი განსხვავებაა. კლუბში არსებობს პორტუგალიელთა კლანი, რომელსაც ჟოზე მოურინიო აფარებს ხელს და არსებობენ დანარჩენები, რომლებიც ნაკლები უფლებებით სარგებლობენ, ისე როგორც ეს სერხიოს შემთხვევაში ვიხილეთ".
"ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის ნდობა არ არსებობს. სიტუაცია სავარაუდოდ სეზონის ბოლოს გადაწყდება და მაშინ ყველაფრის შედეგსაც დავინახავთ".
"თუ მოურინიო მადრიდში მოღვაწეობას გააგრძელებს, მაშინ სერხიო რამოსი წავა. ის კარგი რეპუტაციით სარგებლობს "პსჟ"–ში, რუსეთსა და ინგლისში. მასში 50 მილიონს გადაიხდიან".
ინფორმაციის წყარო: talkSPORT
რა სასტავია ეს პუნტო პელოტა?