09 November 2012 - Mein Stadion - Die Sky Bundesliga Vorschau 

TV-Date:..2012-11-09
Release-Date:..2012-11-10
Size:..907 MB
Video-Bitrate:..~2000 kbps (crf 23)
Audio-Bitrate:..128 kbps
Resolution:..1280x720
Language:
GermanModeration:
Ulli Potofski und Esther Sedlaczek Screens:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გადმოწერეთ ქართული და უცხოური სერვერებიდან
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
* * *
ბოატენგი-ბადშტუბერი არ იქნებიან და ყველაზე კარგი იქნებოდა, ჰოლანდიასთან ჰიოვედესი-ჰუმელსის დუეტი დაეყენებინა, ბრწყინვალე ფორმაშია შალკელი, მარა ხო ვიცი ჰუმელსს მერტესაკერს შეუწყვილებს.
ბუნდესლიგას რაც შეეხება, მაინცმა გუშინ საკმაოდ დამაჯერებლად მოუგო ნიურნბერგს და ამ წუთისთვის მეექვსე ადგილზეა; რა გუნდით, უმაგრეს შედეგებს დებს ტუხელი, აშკარად უფრო მაღალ დონეზეა გადასაყვანი, ცოდოა მაინცში, ვერდერმა თუ გაუშვა შააფი, მანდ მაინც მივიდეს
ერთი რაც არ მომწონს ტუხელში, ზედმეტად ხშირად მიმართავს როტაციებს, ზოგჯერ მთელ დაცვას ცვლის ხოლმე..
სხვა მხრივ, დროზე ჩამოვიდეს ქვემოთ მაინცი, ისევ არ შეძვრნენ ევროპაში, გაზ მეთანის სირცხვილს გაიმეორებენ
ნიურნბერგს კი გადასარჩენად ბევრი ოფლის ღვრა მოუწევს, შეტევაში მაგრად უჭირთ, ზამთარში უნდა გაძლიერდნენ
ფრაიბურგი-ჰამბურგის მატჩში ფრეს ველოდებოდი, თან უგოლოს, კიდევ კარგად გაუძლია ჰსვ-ს, კაცნაკლულმა ითამაშა მთელი ტაიმი, ფრაიბურგი ძალიან კარგი გუნდია, არც წელს გავარდებიან.... ისე მგონი ახალი, უფრო დიდი სტადიონის აშენებას აპირებენ
ჰამბურგს კი ზამთარში ნორმალური თავდამსხმელი ჭირდება, თუმცა არც მაგ შემთხვევაში ესაქმება რამე ევროპაში, ჯერ ადრეა, ვნახოთ ზაფხულში როგორ ივაჭრებენ
ფორტუნა-ჰოფენჰაიმი ფრე 1:1.. ფორტუნას გატანილი გოლი ვიზეს სინდისზეა, უაზროდ გამოვიდა ჯარიმის ჩაწოდებისას, ფეხი დაუცდა და კრუსმა ცარიელ კარში გაიტანა თავით, მერე ხოსელუმაც თავით გაათანაბრა, ბეკის ჩაწოდების შემდეგ, მარა ბოლოს ბურთი მგონი ლეველსს მოხვდა და უფრო ავტოგოლს გავდა, გიფერმაც ახლო კუთხეში გაუშვა
არამგონია რომელიმე გუნდი კმაყოფილი დარჩენილიყო ფრით, თუმცა ფორტუნამ ზედიზედ 4 წაგების მერე ძლივს ქულა მაინც აიღო, მაგათაც დიდი ჯაფა დაადგებათ გადასარჩენად
ბაიერნმა საბოლოო ჯამში ძალიან დამაჯერებლად მოუგო აინტრახტს, მარა მომეწონა ფეეს გუნდი, ძალიან კარგად ითამაშეს, მით უმეტეს პირველ ტაიმში, როდე და ტრაპი ბრწყინვალეები იყვნენ, განსაკუთრებით მეკარე, ეგ ბიჭი შალკეში მინდა, სხვა ყველა კარგ გუნდს ჰყავს მაღალი დონის მეკარე... ბაიერნიდან ალაბაა პირველ რიგში გამოსარჩევი, მერე რიბერი; აინტრახტმა შეინარჩუნა მესამე ადგილ, მარა ლევერკუზენს შეუძლია გადასწრება
შალკემ შემოუტრიალა თამაში ვერდერს, ჰანტმა ისევ გაიტანა, მაგარ ფორმაშია, გოლი გოლზე გააქვს, გუნდს ლიდერია და მგონი ნაკრებშI გამოძახებასაც იმსახურებს, კარგი გოლიც გაიტანა დღეს. შალკედან დრაქსლერმა მაგრად გამოაცოცხლა თამაში და გამარჯვების გოლიც გაიტანა, თან კარგად შეასრულა, ჯონსის პასის შემდეგ; მანამდე ფუხსის ჯარიმა აქცია ნოიშტადტერმა გოლად, ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, ძალიან მაღლა ახტა და შორეულ კუთხეში ტავით ჩასვა ბურთი; ბრწყინვალე ფორმაშია, უკვე გოლებიც გააქვს და საერთოდ, მთელ ბუნდესლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია რომანა, შალკეს წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია; ჰუნტემ ისევ ვერ გაიტანა, ფუხსმა კი მორიგი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში....
დორტმუნდმაც მარტივად, ძალების დაზოგვით მოუგო წყალწაღებულ აუგსბურგს, წელს კი არ აცდებათ ამათ გავარდნა
როისმა ულამაზესი გოლი გაიტანა, ჯარიმით, კუთხიდან, ძელ-გოლი, როგორც იქნა ლევამაც დაიწყო გოლების შეყრა, გიოცეს და როისის პასებით, მოკლედ მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო..
მიმაგრებული სურათი