მოკლედ დღეს პირველზეა თამაში ალმერიასთან, რომელსაც გასავარდნ ზონამდე 2 ქულაღა აშორებს, ანუ საკმაოდ მოტივირებულები იქნებიან ისინიც
ვილიას და ფილიპე ლუისის გარდა არ იქნება კოკე, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს, მაგრამ რეალის ჯავრი მაინც უნდა ამოვიყაროთ ამათზე

არადა ალმერიასთან სტუმრობის საშინელი სტატისტიკა გვაქვს - ბოლო ოთხი გასვლა არ მოგვიგია, 2010-ში აქეთ მოგვიგეს 1:0
წელს ლიგის ტოპებთან საშინელი შედეგები აქვთ სახლში - რეალთან 0:5, ბილბაოსთან 1:6, ვილარეალთან 0:2
პირველ წრეში 4:2 მოვუგეთ კალდერონზე, ალბათ ახლაც მეტობა წამოვა. თუმცა რამდენიმე საიტი ალმერიასკენ იხრება და 1:1-ს ვარაუდობს. goal.com-მა 2:2-იო. მოკლედ რთული თამაში იქნება
ალმერიას მწვრთნელმა, ფრანსისკომ, ლიგის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებითო. მადლობა კომპლიმენტისთვის :დ
ხაზი გაუსვა, ბოლომდე დამსახურებული აქვთ ის ადგილი, რომელიც ამჟამად უკავიათ, 22 ტურის მერე პრიმერაში ლიდერობა შემთხვევით არ მოდისო. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ვის ეთამაშებიან და ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიანო. არც იმას ველი, რომ რეალთან წაგების მერე სუსტად ითამაშებენ, ალბათ უფრო პირიქითო.
ჩვენ კონტრშეტევებზე უფრო ვიმუშავეთ ამ მატჩისთვის მოსამზადებლად, მაგრამ არ ნიშნავს, რომ უამბიციოდ ვითამაშებთ, აუცილებლად შევუტევთ, ბურთის კონტროლს ვეცდებითო
საბოლოო ჯამში ვაფასებთ მეტოქეს, მაგრამ არ გვეშინია, რადგან ბოლო საშინაო 9 ქულიდან 7 ავართვით და ტრადიციის გაგრძელება გვინდაო.
ჩოლომ ჯერ რეალთან მარცხზე ილაპარაკა, წაგებაც ნორმალურია და ისიც, რომ კრიტიკა დაგვატყდა თავს, ეგ გვიჩვენებს რომ გავიზარდეთო. ჩვენმა ოპონენტმა კარგად ითამაშა, ვულოცავთ და ახლა ხვალინდელი თამაშისთვის ვემზადებითო. მირჩევნია მაინც პოზიტიურ მხარე დავინახო, ასეთი რთული მატჩი თამაშის გაუმჯობესებაში გვეხმარებაო. საკუთარ გუნდს ისე ვუყურებ, როგორც დანარჩენი გუნდები - ანუ ლიგის ლიდერებს, ამიტომ ალმერიასთვის მოგება აუცილებელია, იმის მიუხედავად, რომ ეს ურთულესი იქნებაო.
დიეგო კოშტას ყვითელს არ გავასაჩივრებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ნამდვილი ყვითელი იყოო (ძალიან კარგი).
პრეზიდენტის სიტყვებზეც ჰკითხეს (ჟილ მარინმა განაცხადა მანამდე, კოშტამდე ბურთი ვერ მიდიოდა, მარტო იყო დარჩენილი და წაგების მთავარი მიზეზიც ეს გახდაო) და მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ასე დაინტერესებულია ჩვენი თამაშითო
საბოლოო ჯამში, გუნდი კარგადაა, ერთიანი და ძლიერი და იმედია, ხვალ კარგი თამაში გვექნებაო
უნდა მოვიგოთ
This post has been edited by Darker Side on 8 Feb 2014, 13:13