ვალბუენაზე თავიდან დაიწყო ჭორები, მას შემდეგ, რაც მატიემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ატლეტიკოა ის გუნდი, რომელიც მას ნამდვილად მოსწონს
დიეგო კოშტამ, რეალს ისე უნდა ვებრძოლოთ, თითქოს ჩვენი ბოლო თამაში იყოსო, ფილიპე ლუისმაც ეგრე, უნდა ვიმუშავოთო. ხუანფრანმა წაგებას ჩვეული არ ვართ, მოგებისთვის ვიბრძოლებთო
სერესომ, რეალთან ყველა მატჩის წინ ტვინს გვინაყოფიერებენ თანაქალაქელები უაზრო ჭორებით (ადრე აგუერო-ფალკაო-ტორესზე, ახლა კურტუაზე) და არ შეიძლება ასეო
სიმეონემ, ერთი თავით მაღლა იდგა ოსასუნა ჩვენზეო
ჩოლოს უჩივიან, როტაცია საჭირო კი არის, მაგრამ არასწორად გაიგოო
პამპლონაში თამაში დიეგო (რიბასმაც) პირწმინდად ჩააგდოო
ერთადერთი კარგი ამბავი ისაა, რომ გოდინმა და ფილიპე ლუისმა ყვითლები არ მიიღეს და იქნებიან დერბიში
* * *
ჰო, მოკლედ ფინანსურ მდგომარეობაზე ბევრი ვეძიე და ყველაზე სრულყოფილი ანალიზი
აქააბოლომდე კარგად ვერც მე გავიგე, ფაქტია, რომ 2011-ში გუნდი ძაან ტრაკში იყო, უფრო სწორად, ყველაფერში მესამე გუნდი იყო - როგორც დანახარჯ-ვალებში, ისე - შემოსავლებში. ოღონდ ცხადია, ვალი ბევრად აღემატებოდა შემოსავლებს. 500 მილიონი ვალი ძალიან ბევრია, როცა აგერ ვალენსიას სულ 300 აქვს და მერამდენე წელია, დედა აღარ ყავს კლუბს
ერთი განმასხვავებელი ის არის, რომ ამ ვალის უმეტესობა ბანკების კი არა, ხაზინის ვალი იყო. კიდევ სადღაც წავიკითხე, რომ ფალკაოს გაყიდვის შემდეგ მიაღწიეს საგადასახადო შეთანხმებას ხაზინასთან და 100 ლიმონი გადაუხადეს. ამის შედეგად რამდენი პროცენტი ჩამოეწერათ, ეს უკვე აღარ ვიცი. ნუ at least, ვალი ნამდვილად შემცირდებოდა
თუმცა მომავალი ჯერჯერობით მაინც არაა სახარბიელო - გუნდს სავარაუდოდ მაინც მოუწევს ხოლმე წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა ყოველ წელს. მიუხედავად ამისა, თუ კლუბმა ახალი ფეხბურთელების განვითარება ასევე კარგად გააგრძელა + ვალის მხრივ სიტუაცია გამოასწორა + ისეთი ტრანსფერები გაჩარხა, როგორიც ვილია და დიეგო რიბასის შემთხვევაში, შეიძლება უფრო მეტად განვითარდეს კიდეც კოლჩონერო და იქითა სეზონშიც მინიმუმ 2/3 თანაბრად გაყვნენ ტოპ 2 გუნდს
ასევე კიდევ ერთი პრობლემა კლუბის პრეზიდენტის სერესოს და უმსხვილესი აქციონერის და კლუბის წინა მეპატრონის ვაჟის - ხილის ქიშპობაა, რის შედეგადაც ეს ორი ყოველთვის ერთმანეთის საწინააღმდეგო პოზიციებზე დგანან. იმედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე მაინც არ იდავებენ ხოლმე. ერთი სიტყვით, კლუბისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს: 1) ვალის შემცირება 2) ამავდროულად ხარჯვა - key ფეხბურთელების უმრავლესობის შენარჩუნება + ახალი ტრანსფერები ვერშენარჩუნებულების ჩასანაცვლებლად, რათა გუნდი უკან არ წავიდეს, დარჩეს ესპანეთის მესამე გუნდად და ტრანსლაცია-სპონსორებიდან და ბილეთებიდნ უფრო და უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს 3) შეინარჩუნოს სიმეონე
ამ ყველაფრის გაკეთება რამდენად რთული იქნება, დორტმუნდის მაგალითიდანაც ჩანს, რომელიც ჩვენთან შედარებით 10-ჯერ უკეთეს მდგომარეობაში იყო: საერთოდ არ ჰქონდათ ვალი, დაკარგეს სულ 2 წამყვანი მოთამაშე, შეინარჩუნეს კლოპიც და დანარჩენი ფეხბურთელების ბირთვიც + დაიმატეს შემცვლელები. თან მათ ყავთ მხოლოდ 1 უდიდესი გრანდი ჩემპიონატში და შედარებით იოლი უნდა ყოფილიყო რამდენიმე ფრონტზე ერთობლივად ბრძოლა. მაგრამ მაგათაც კი მაგრად უჭირთ და აქ რა მოხდება, ღმერთმა იცის.