ჩემთან ასფალტის სტადიონი ზემოთ სტაიანკად არის ქცეული
ერთი კარები იყო და ისიც წაუღია ვიღაცას და სკვერია გაკეთებული მაგ მხარეს
მეორე კარი კიდე ისედაც მიხატული იყო კედელზე
მეორე სტადიონი ქვიშის სადაც ზაფხულში ეკლები ამოდიოდა მარა მაინც ვთამაშობდით
ეხლა ხელოვნურია თან დიდი და კაციშვილი არ თამაშობს
ძაღლებს ასეირნებენ ხოლმე საღამოობით
არადა ღადაობა ჩემ თაობას ეკლებშიც უთამაშია მანდ
დიდი ბალახი რო ამოდიოდა ჩვენვე გაგვითიბია
არც ღობე ჰქონდა გადავარდებოდა ბურთი ეგრევე გორდებოდა სადღააც :დ
ეხლა დიდი ხელოვნური
3 მეტრიანი სეტკა
კარებზე ბადეები
მარა რად გინდა
ჩვენ ჯარიდან ვიპარავდით რაღაც ჩალის ბადეებს რო კარებზე მიგვეკრო და ბურთი ლამაზად გასულიყო