დავიდ ვილია
ალფრედო რელანიომ სერხიო რამოსზე ისაუბრა. ის მრავალ თემას შეეხო, მაგრამ მისი საუბრის მთავარი აზრი ის იყო, რომ ესპანეთში ახალნდელ მსაჯობა მაღალ დონეზე ვერაა ან თუნდაც სერხიო რამოსის წინააღმდეგაა განწყობილი.
ახლა სერხიო რამოსს უკვე 16 გაძევება აქვს აქტივში "რეალის" მაისურით, 12 ჩემპიონატში და ორ-ორი ჩემპიონთა ლიგასა და კოპა დელ რეიზე. ახლა ის წითელი ბარათებით "რეალში" რეკორდსმენია, მან დაამყარა წინა რეკორდი, რომელიც ფერნანდო იეროს ეკუთვნოდა (13 წითელი ბარათი).
ხდება თუ არა ეს პრობლემა? არის თუ არა ის მართლაც უხეში, ხისტი და ფიცხი ფეხბურთელი? ვფიქრობ, თუ გულწრფელები ვიქნებით, პასუხი არა იქნება. ხანდახან ეს უბრალოდ შემთხევევითობაა, ან უარესი, ეს პრესტიჟის საქმეა. ფაქტია, "რეალის" წონა და გავლენა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში სათანადო დონეზე ვერაა.
შედარებები ხშირად იდიოტურია, მაგრამ არა ყოველთვის უშედეგო. გრეგორიო ბენიტო, "რეალის" მართლაც უაგრესიულესი ცენტრ-ბექი, რომელიც ამ კლუბის ღირსებას 1968-82 წლებში იცავდა ლა ლიგაში მხოლოდ 3-ჯერ იქნა გაძევებული, მიუხედავად იმისა, რომ მას მადრიდში 5 სეზონით მეტი ჰქონდა გატარებული, ვიდრე რამოსს ჯერჯერობით.
ყველას, ვისაც ამ ორი ერის გახსენება შეუძლია, უყურებდა ფეხბურთს ორივე ეპოქაში, შეამჩნევს, რომ სტატისტიკაში რაღაც ექსტრაორდინალურია. ეს კონტრასტი კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება, როცა გვახსენდება, რომ სერხიო რამოსს ეროვნულ ნაკრებში 99 მატჩი აქვს ჩატარებული გაძევების გარეშე.
მართალია, რომ ორჯერ ის ჩემპიონთა ლიგაზე გააგდეს, მაგრამ ერთ-ერთი ინტერნაციონალური წითელი ბარათი იყო, როცა მოურინიოს დავალებით მან და ჩაბი ალონსომ მიზანმიმართულად მიიღეს წითელი ბარათები, რათა პლეიოფში თამაში გარანტირებული ჰქონოდათ. მეორე გაძევება "ოლიმპიაკოსთან" იყო, როცა რამოსმა სულელურად გაიძევა თავი მაშინ, როცა მატჩი პრაქტიკულად დასრულებული იყო.
თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ სტატისტიკაში მეტისმეტად მაღალი რიცხვებია დასკვნების გამოსატანად. სერხიო რამოსი გაცილებით მეტჯერ იქნა გაძევებული "რეალში", ვიდრე ესპანეთში. და აღსანიშნავია ისიც, რომ რამოსი ნაკრების შემადგენლობაში უფრო ხშირად თამაშობს, ვიდრე "რეალთან" ერთად ევროსარბიელზე. ძალიან თვალშისაცემია, რომ რამოსი სამჯერ იტურალდემ გააძევა, ორ-ორჯერ კი - პარადესმა, ტეიშეირამ და მალიენკომ. ეს "რეალის" ყველაზე უარეს ფანებსაც კი ეჭვებს უჩენს.
ცხადია, რომ სერხიო რამოსი უფრო ფრთხილად უნდა იყოს, მაგრამ არსებობს მრავალი ფაქტი, რომელიც ჩემთვის უსამართლო და მიუღებელია.
გაზეთ AS-ს მთავარი რედაქტორი - ალფრედო რელანიო