ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი ინტერის მაისურით
ხავიერ ძანეტი - 828
ჯუზეპე ბერგომი - 758
ჯაჩინტო ფაკეტი - 634
სანდრო მაცოლა - 565
ჯუზეპე ბარეზი - 559
მარიო კორსო - 502
ვალტერ ძენგა - 473
ტარჩიზიო ბურგნიჩი - 467
ალესანდრო ალტობელი - 466
რიკარდო ფერი - 418
ყველაზე მეტი გოლი ინტერის მაისურით
ჯუზეპე მეაცა - 288
ალესანდრო ალტობელი - 209
რობერტო ბონინსენია - 171
ლუიჯი ჩევერინი - 158
სანდრო მაცოლა - 158
ბენიტო ლორენცი - 143
იშტვან ნიერსი - 133
კრისტიან ვიერი - 123
ერმანო აები - 106
მარიო კორსო - 94
საუკეთესო ბომბარდირი (სერიაА): ჯუზეპე მეაცა —— 197
საუკეთესო ბომბარდირი ერთ სეზონში: ლუიჯი ჩევენინი —- 37 (1913-14)
ყველაზე მეტი მატჩი სერია А-ში: ხავიერ ძანეტი —— 593
სერია A-ში მატჩები
ხავიერ ძანეტი - 593
ჯუზეპე ბერგომი - 519
ჯაჩინტო ფაკეტი - 476
სანდრო მაცოლა - 418
მარიო კორსო - 414
ჯუზეპე ბარეზი - 392
ჯუზეპე მეაცა - 365
ტარჩიზიო ბურგნიჩი - 359
ვალტერ ძენგა - 328
ალესანდრო ალტობელი - 317
იტალიის თასზე მატჩები
ჯუზეპე ბერგომი - 122
ჯუზეპე ბარეზი - 94
ჯაჩინტო ფაკეტი - 85
ალესანდრო ალტობელი - 80
სანდრო მაცოლა - 80
ჯამპიერო მარინი - 77
ხავიერ ძანეტი - 76
ვალტერ ძენგა - 74
გაბრიელე ორიალი - 70
გრაციანო ბინი - 66
რიკარდო ფერი - 66
ევროთასებზე მატჩები
ხავიერ ძანეტი - 159
ჯუზეპე ბერგომი - 117
ივან კორდობა - 94
ჯუზეპე ბარეზი - 73
ჯაჩინტო ფაკეტი - 73
ვალტერ ძენგა - 71
ალესანდრო ალტობელი - 69
სანდრო მაცოლა - 67
მარკო მატერაცი - 62
რიკარდო ფერი - 62
ტარჩიზიო ბურგნიჩი - 61
სერია A-ში გოლები
ჯუზეპე მეაცა - 247
ლუიჯი ჩევერინი - 158
ბენიტო ლორენცი - 138
იშტვან ნიერსი - 133
ალესანდრო ალტობელი - 128
სანდრო მაცოლა - 116
რობერტო ბონინსენია - 113
ერმანო აები - 106
კრისტიან ვიერი - 103
ატილიო დემარია - 76
იტალიის თასზე გოლები
ალესანდრო ალტობელი - 46
რობერტო ბონინსენია - 36
სანდრო მაცოლა - 24
ხულიო რიკარდო კრუზი - 13
ჯუზეპე მეაცა - 12
ედვინგ ფირმანი - 11
ჯაჩინტო ფაკეტი - 10
ალდო სერენა - 10
ობაფემი მარტინსი - 9
მარიო კორსო - 9
ევროთასებზე გოლები
ალესანდრო ალტობელი - 35
ჯუზეპე მეაცა - 29
ბობერტო ბონინსენია - 22
ადრიანო - 18
სანდრო მაცოლა - 18
ხულიო რიკარდო კრუზი - 13
ალვარო რეკობა - 13
ობაფემი მარტინსი - 12
ჟაირი - 12
ალდო სერენა - 12
*-მოქმედი ფეხბურთელების სტატისტიკური მონაცემები მოცემულია 2013 წლის 26 იანვრის მდგომარეობით.
ინტერის ფორმის ისტორია2011-12
სატიტულო სპონსორებიInno-Hit (1981–1982)
Misura (1982–1991)
FitGar (1991–1992)
Fiorucci (1992–1995)
Pirelli (1995–დღემდე)
შემმოსველნიPuma (1979–1982)
Mec Sport (1982–1986)
Le Coq Sportif (1986–1988)
Uhlsport (1988–1991)
Umbro (1991–1998)
Nike (1998–დღემდე)
ინტერის ლოგოს სახეცვლილებაინტერის ყველა მწრთვნელივირჯილიო ფოსატი-------------იტ-------------1909–1915
ნინო რესეგოტი------------------იტ-------------1919
ფრანჩესკო მაურო---------------იტ-------------1919–1920
ბობ სპოტიშვუდი---------------ინგ-------------1922–1924
პაოლო შიდლერი---------------იტ-------------1924–1926
არპად ვაიში---------------------უნგ-------------1926–1928
იოზეფ ვიოლა-------------------უნგ-------------1928–1929
არპად ვაიში---------------------უნგ-------------1929–1931
იშტვან ტოტი--------------------უნგ-------------1931–1932
არპად ვაიში---------------------უნგ-------------1932–1934
გუილა ფელდმანი--------------უნგ-------------1934–1936
ალბინო კარარო-----------------იტ-------------1936
არმანდო კასტელაცი------------იტ-------------1936–1938
ტონი კარნიელი-----------------ავს-------------1938–1940
ჯუზეპე პერუჩეტი--------------იტ-------------1940
იტალო ძამბერლეტი------------იტ-------------1941
ივო ფიორენტინი----------------იტ-------------1941–1942
ჯოვანი ფერარი------------------იტ-------------1942–1945
კარლო კარსანო------------------იტ-------------1945–1946
ნინო ნუტრიციო-----------------იტ-------------1946
ჯუზეპე მეაცა--------------------იტ-------------1947–1948
კარლო კარსანო-----------------იტ-------------1948
დეი ესთლი--------------------უელ-------------1948
ჯულიო კაპელი----------------იტ-------------1949–1950
ალდო ოლივიერი--------------იტ-------------1950–1952
ალფრედო ფონი----------------იტ-------------1952–1955
ალდო კამპატელი--------------იტ-------------1955
ჯუზეპე მეაცა------------------იტ-------------1955–1956
ანიბალე ფროზი---------------იტ-------------1956
ლუიჯი ფერერო---------------იტ-------------1957
ჯუზეპე მეაცა------------------იტ-------------1957
ჯესი კერვერი------------------ინგ-------------1957–1958
ჯუზეპე ბიგონიო--------------იტ-------------1958
ალდო კამპატელი-------------იტ-------------1959–1960
კამილო აკილი----------------იტ-------------1960
ჯულიო კაპელი---------------იტ-------------1960
ელენიო ერერა ---------------არგ-------------1960–1968
ალფრედო ფონი--------------იტ-------------1968–1969
ერიბერტო ერერა ------------პარ-------------1969–1971
ჯოვანი ინვერნიცი------------იტ-------------1971–1973
ენეა მასიერო-------------------იტ-------------1973
ელენიო ერერა----------------არგ-------------1973
ენეა მასიერო -----------------იტ-------------1974
ლუის სუარესი---------------ესპ-------------1974–1975
ჯუზეპე კიაპელა-------------იტ-------------1976–1977
ეუჯენიო ბერსელინი--------იტ-------------1977–1982
რინო მარკეზი----------------იტ-------------1982–1983
ლუიჯი რადიჩე--------------იტ-------------1983–1984
ილარიო კასტანიერი---------იტ-------------1984–1986
მარიო კორსო-----------------იტ-------------1986
ჯოვანი ტრაპატონი----------იტ-------------1986–1991
კორადო ორისო--------------იტ-------------1991
ლუის სუარესი---------------ესპ-------------1992
ოსვალდო ბანიოლი----------იტ-------------1992–1994
ჯამპიერო მარინი-------------იტ-------------1994
ოტავიო ბიანკი----------------იტ-------------1994–1995
ლუის სუარესი----------------ესპ-------------1995
როი ჰოჯსონი-----------------ინგ-------------1995–1997
ლუჩანო კასტელინი----------იტ-------------1997
ლუიჯი სიმონი---------------იტ-------------1997–1998
მირჩა ლუჩესკუ--------------რუმ-------------1999
ლუჩანო კასტელინი----------იტ-------------1999
როი ჰოჯსონი-----------------ინგ-------------1999
მარჩელო ლიპი ---------------იტ-------------1999–2000
მარკო ტარდელი--------------იტ-------------2000–2001
ექტორ რაულ კუპერი -------არგ-------------2001–2003
კორადო ვერდელი------------იტ-------------2003
ალბერტო ძაკერონი-----------იტ-------------2003–2004
რობერტო მანჩინი-------------იტ-------------2004–2008
ჟოზე მაურინიო--------------პორტ------------2008–2010
რაფაელ ბენიტესი -----------ესპ---------------2010-2010
ლეონარდო -----------------ბრაზ----2010-2011
კლაუდიო რანიერი --------------იტ. ---- 2011-2012
ანდრეა სტრამაჩიონი --------------იტ. ---- 2012-დღემდე
ინტერის ცნობილი გულშემატკივრებიანდრეა ბოჩელი - იტალიელი საოპერო მომღერალი
ჯონი დორელი - იტალიელი მომღერალი
ადრიანო ჩელენტანო - იტალიელი მომღერალი და მსახიობი
მინა მაძინი - იტალიელი მომღერალი
ბრიჯიტ ნილსენი - ამერიკელი მსახიობი
ვალენტინო როსი - იტალიელი მოტო-მრბოლელი
ვასკო როსი - იტალიელი მომღერალი
გაბრიელ სალვატორესი - იტალიელი მსახიობი და რეჟისორი
ჯორჯო არმანი - იტალიელი დიზაინერი
ჟიზელ ბიუნდჰენი - ბრაზილიელი მოდელი
ალისა ჯეინ მილანო - ამერიკელი ყოფილი მომღერალი და ამჟამად მსახიობი
ელიზაბეტა კანალისი - იტალიელი მოდელი (კრისტიან ვიერის ყოფილი მეგობარი გოგონა)
პაოლა და ქიარა – იტალიელ მომღერალთა ჯგუფი
კეტი პერი - მომღერალი (პოპვარსკვლავი)
მონიკა ბელუჩი - იტალიელი მსახიობი და მოდელი
ადრიანა ლიმა - ბრაზილიელი მოდელი
გულშემატკივრების სურათები inter.fanebi.comგულშემატკივრების სურათები interfc.itინტერის” საშინაო არენა მილანის სან-სორის რაიონში მდებარე სტადიონია, რომელიც ჯუზეპე მეაცას სახელობისაა.
“ინტერსა” და “მილანს” ერთი სტადიონის გაყოფა უწევდათ და ახლაც ასე უწევთ. თუმცა, ერთი პერიოდი ნერიაძური ქალაქის განაპირას მდებარე მცირე ტევადობის არენაზე თამაშობდა, რომელიც საკმაოდ ძველი – ნაპოლეონის დროიდნელი იყო. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ ადგილას ახლა ოდნავ გაუმჯობესებული სტადიონისმაგვარი ნაგებობა დგას, სადაც სერია D-ს მატჩები იმართება. მანამდე კი, 1926 წელს, “მილანმა” უმსხვილესი ინვესტორის “პირელის” დახმარებით სან-სიროში (მილანის გარეუბანი) სტადიონი ააშენა, რომელსაც ასევე “სან სირო” ეწოდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ამ არენაზე პრეტენზიას უკვე “ინტერიც” აცხადებდა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, გამოიძებდა კონსესუსი და იმ დღიდან დაწყებული, “სან სირო” თანაბრად ეკუთვნით “მილანსა” და “ინტერს”. ასევე უნიკალურია ამ სტადიონის აკუსტიკა, რომელსაც ანალოგი მსოფლიოში არ გააჩნია. მილანის ეს არქიტექტურული შედევრი თითქოს დერბისთვისაა შექმნილი. “მადონინას” დროს, ტრიბუნებზე დაახლოებით 85 ათასი ადამიანი იკრიბება. ფერთა გამა კი მხოლოდ სამ ფერს – შავს, ლურჯსა და წითელს მოიცავს.
უკანასკნელად ამ სარბიელს რეკონსტრუქცია 1990 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ჩაუტარდა და მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა, სტადიონი დღესაც იდეალურ მდგომარეობაშია. გამომდინარე იქიდან, რომ ამ არენაზე ”ინტერის” გარდა ”მილანიც” ასპარეზობს, შავ-ლურჯების მიერ იგეგმება ახალი ულტრათანამედროვე სტადიონის მშენებლობა, რომელიც 2012-2013 წლებისთვის იქნება მზად. ამჟამად ”სან სირო” ოფიციალურად 85.700 მაყურებელს იტევს, თუმცა VIP-ლოჟების მომრავლების გამო, ამ რიცხვმა ოდნავ დაიკლო. აღსანიშნავია, რომ სტადიონი უეფა-ს კლასიფიკაციით არის ხუთ ვარსკვლავიანი.
Milan - stade San Siro (Stadio Giuseppe Meazza)2014 წლისათვის მასიმო მორატი თავისი გუნდისთვის ახალი სტადიონის აშენებას გეგმავს.
საქმეში სავარაუდოდ 300 მილიონი ევრო ჩაიდება.სტადიონის არქიტექტურული მხარე ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია.სავარაუდოდ იგი 60 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი და ინტერს 100 მილიონ ევროს შემატებს წელიწადში.
ახალი არენის სახელწოდებას ”ანჯელო მორატისა” და ”ჯიაჩინო ფაკეტის” შორის შეარჩევენ.
* * *
”მადონინა”მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივარი არაერთი საფეხბურთო დაპირისპირების მომსწრეა, მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია იმ მოვლენასთან, რასაც “მადონინა” ჰქვია. “მილანისა” და “ინტერის” შეხვედრა, სადაც და რა დონეზეც არ უნდა გაიმართოს მუდამ ყურადღების ცენტრშია.
მადონინა ამ დაპირისპირებას ეწოდა მილანის ერთ–ერთი ღირსშესანიშნაობის ქალწული მარიამის (Maria Madonina) ოქროსფერი ქანდაკების საპატივცემულოდ,რომელიც მილანის ტაძრის თავზე დგას.
ამ მატჩით ცხოვრობს ქალაქი მილანი და იტალიის დიდი ნაწილი. დაპირისპირებული ტიფოზები შემოდგომასა და გაზაფხულზე ერთმანეთს იმის მიხედვით ხვდებიან, თუ როგორ ითამაშეს ერთმანეთში ლომბარდიულმა გრანდებმა. თუ უპირატესობა “მილანს” აქვს, “ინტერის” ფანები ოდნავ მოკრძალებულად გამოიყურებიან, ხოლო თუ პირიქითაა, უკვე როსონერის ტიფოზები დადიან თავჩაღუნულნი.
ალბათ წარმოდგენილი გაქვთ, თუ როგორ ივსება ერთ დღეს, მზიან, წვიმიან თუ მოღრუბლულ ამინდში “სან სირო”. ამ დღეს მილანის ყველა რაიონიდან ხალხი ქალაქის გარეუბნისკენ სან–სიროსკენ. შედიან სტადიონზე და ამავდროულად სულ სხვა სამყაროში ხვდებიან. სამხრეთ სექტორში ტრადიციულად “Curva Sud”-ია განლაგებული. ეს დაჯგუფება “მილანს” გულშემატკივრობს, ხოლო ჩრდილოეთით “Curva Nord”-ი იწონებს თავს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი ყველაზე რადიკალური და დაუნდობელი ტიფოზთა ჯგუფია არამარტო იტალიაში, არამედ მთელს ევროპაში.
თავდან კი ყველაფერი ასე დაიწყო: 1899 წელს ინგლისელმა ალფრედ ედვარდსმა შექმნა კლუბი რომელსაც ”მილანის კრიკეტისა და ფეხბურთის” გუნდი უწოდა. 9 წლის განმავლობაში ეს ერთადერთი კლუბი იყო ქალაქში. მილანური დერბი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, ერთი ქალაქის გუნდის ორად გაყოფის შემდეგ გაჩნდა. ლომბარდიის დედაქალაქში ეს ყველაფერი 1908 წელს მოხდა. 9 მარტს “მილანის” შვეიცარიელმა მეწილეებმა წინადადებაზე გუნდში უფრო მეტი უცხოელი ფეხბურთელის მოეწვიათ, კლუბის მეპატრონეებისგან უარის მიიღეს და ამის გამო ახალი გუნდი შექმნეს, ამ ორი კლუბის დაპირისპირებაც სწორედ იმ დღიდან დაიწყო. გუნდს “ინტერნაციონალე” დაარქვეს. სიმბოლიკა და ფერებიც მალევე შეირჩა. ნერიაძურის მესვეურებმა შავ-ლურჯი ფერები მოიწონეს. ლურჯი ფერი როგორც ცნობილია, მშვიდობისა და მაშასადამე ინტერნაციონალიზმის ერთ-ერთი სიმბოლოა.
სათამაშო მოედანზე მილანი და ინტერი პირველად 1908 წლის 18 ოქტომბერს შეხვდნენ. პირველი დერბი შვეიცარიის ქალაქ კიასოში გაიმართა. მილანური კლუბები ერთმანეთს ქალაქის თასსზე დაუპირისპირდნენ. მაშინ შავწითლებმა 2:1 მოუგეს ახლად შექმნილ გუნდს.
ერთი წლის შემდეგ კი მილანელები უკვე იტალიის ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამ შეხვედრაშიც როსონერიმ იმარჯვა – 3:2.
იტალიის ჩემპიონატი 1929 წელს დაიწყო და სერია ა-ში პირველი ”დერბი დელა მადონინა” იმავე წლის 10 ნოემბერს შედგა. მილანელმა ვისენტინიმ მე-6 წუთზე გახსნა ანგარიში, სამ წუთში ტანსინიმ გაათანაბრა, მე-60 წუთზე კი ინტერის ლეგენდამ ჯუზეპე მეაცამ ბოლო გოლი გაიტანა და ნერაძურიმ 2:1 მოიგო.
მას შემდეგ მილანისა და ინტერის დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტურნირზე შეხვდნებიან და ვინ როგორ ფორმაშია, სატურნირო ცხრილში რომელი ადგილი უკავიათ. თითოეული ფეხბურთელი პრინციპულ შეხვედრას ატარებს.
აქვე აღსანიშნავია, რომ1908 წლის მარტიდან მოყოლებული, “ინტერი” ყოველთვის არისტოკრატიული ფენის უსაყვარლეს გუნდად ითვლებოდა. ნერაძურის ძირითადად პოლიტიკოსები, პოეტები, მწერლები, მსახიობები თუ მომღერლები გულშემატკივრობდნენ. “მილანისთვის” კი მუშათა კლასს უძგერდა გული. როსონერი უბრალო ხალხის გუნდი იყო.
60-იან წლებში ახალი ეტაპი დაიწტო მადონინას ისტორიაში. იმ დროს ინტერის შემადგენლობაში მაცოლა ბრწყინავდა. მილანში კი ოქროს ბიჭუნად წოდებული ჯანი რივერა. ამ ორ ფეხბურთელს შორის დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა. იტალიის ნაკრების შემადგენლობაშიც კი მოედანზე ერთად არასდროს გამოჩენილან. ერთ თამაშს ერთი ატარებდა, მეორეს – მეორე, ან ერთმანეთს ცვლიდნენ. ამიტომაც მილანურმა დერბიმ დამატებითი ინტრიგა შეიძინა. იმ პერიოდში არაერთი შესანიშნავი მატჩი გაიმართა ამ ორი გუნდის მონაწილეობით.
1962-1963 წლების სეზონში მილანმა ჩემპიონთა თასი მოიგო, 1967 წელს იტალიის თასი, მომდევნო წელს სერია ა, შემდეგ თასების მფლობელათა თასი, 1969 წელს კი კვლავ ჩემპიონთა თასი.
ინტერმა ეს პერიოდი არანაკლებ შთამბეჭდავად ჩაატარა, 1962–63; 1964–65; 1965–66 წლებში გუნდმა სერია ა მოიგო, 1963-64 და 1964-65 წლებში ზედიზედ იზეიმა ჩამპიონთა თასზე გამარჯვება, ამავე წლებში შავლურჯებმა საკონტინენტთაშორისო თასიც აღმართეს.
ასე რომ სამოციან წლებში მილანური გრანდები მსოფლიოს საფეხბურთო მწვერვალებზე იყვნენ.
დერბი დელა მადონინამ განსაკუთრებული ინტერესი 90- იან წლებში შეიძინა. მაშინ მილანში ჰოლანდიური ტრიო , ფრანკ რაიკაარდი, მარკო ვან ბასტენი და რუუდ გულიტი, შესანიშნავ სეზონს ატარებდა, ინტერში კი გერმანელები – ლოთარ მათეუსი, ანდრეას ბრემე და იურგენ კლინსმანი ბრწყინავდნენ. მიუხედავად ამისა, ინტერი მხოლოდ ერთი სკუდეტოს დაეუფლა 1989 წელს, მილანმა კი 1988 წლიდან 1994 წლმადე ყველა ტიტული მოიგო, თან არაერთხელ.
1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდია და გერმანია სან სიროზე შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ბევრი ამ მატჩს მილანურ დერბადაც მოიხსენიებდა, რადგან ზემოთხსენებული ფეხბურთელების დაპირისპირება საყოველთაო ინტერესს იწვევდა. მაშინ გერმანიამ 2:1 მოიგო ინტერელების გოლების წყალობით.
როსონერი ტიტულების მოგებას განაგრძობდა, ინტერმა კი 1989 წლის შემდეგ პირველი სკუდეტო 2006 წელს მიიღო, მას შედეგ, რაც ცნობილი სკანდალის შემდეგ იუვენტუსი სერია ბ-ში დააქვეითს, ეს ჯილდო ჩამოართვეს და ნერაძურის გადასცეს.
ყველაზე ცნობილი დერბი ევროთასების სტატუსით გაიმართა. 2005 წლის 12 აპრილს მილანი და ინტერი ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში სან სიროზე შეხვდნენ. პირველი მატჩი მილანს ჰქონდა მოგებული 2:0, საპასუხო შეხვედრაშიც ანგარიში მილანელმა ანდრეი შევჩენკომ გახსნა, მეორე ტაიმში ესტებან კამბიასომ გაათანაბრა. თუმცა გერმანელმა მსაჯმა მარკუს მერკმა გატანილი გოლი არ ჩათვალა და უხეში თამაშისთვის არგენტინელი გააფრთხილა კიდეც, რამაც ინტერის გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია და მინდორზე ათასგვარი ნივთის სროლა დაიწყეს. ანთებული მაშხალები კი მილანის მეკარე დიდას მოხვდა თავში. მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და აბიატიმ შეცვალა.
ნახევარი საათის შემდეგ ფეხბურთელები კვლად დადგნენ ერთმანეთის პირისპირ თამაშის გასაგრძელებად. მაგრამ მატჩი მაინც ვერ დასრულდა, ინტერის გულშემატკივრებმა კვლავ დაიწყრს ნივთების სროლა, მერკმა კი თამაში საბოლოოდ შეწყვიტა. დიდამ პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო, თუმცა არც ერთი მატჩის გამოტოვრება არ დასჭირვებია.
საქმე უეფას სადისციპლინო კომისიას გადაეცა. მათ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღეს, უეფას ისტორიაში ინტერი ყველაზე დიდი რაოდენოიბის თანხით – 200 ათასი ევროთი დააჯარიმეს. გარდა ამისა, ნერაძურის 0:3 წაგება ჩაეთვალე და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 4 საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარება დაევალა. ორი მატჩის ჯამში მილანმა 5:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.
დერბი დელა მადნონინა 2010-2011 წლების სეზონის ჩათვლით 274-ჯერ ჩატარდა. აქედან ოფიციალური იყო 203, დანარჩენი კი ამხანაგური. მხოლოდ იტალიის ჩემპიონატს თუ ავიღებთ, ინტერი 14 მატჩიან უპირატესობას ფლობს.
რაც შეეხება იტალიის თასს და ჩემპიონთა ლიგას, აქ მილანი ლიდერობს. ქვეყნის თასის გათამაშებაში მილანმა 23 შეხვედრიდან 9 მოიგო, 7 კი წააგო. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაში კი როსონერიმ ორი შეხვედრა დაასრულა სასურველი ანგარიშით, ორი დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა.
მილანური დერბის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება 2000-2001 წლების სეზონში დაფიქსირდა. მაშინ მილანმა 6:0 გაანადგურა თანაქალაქური კლუბი. იმ ისტორიულ მატჩში ანდრეი შევჩენკომ და სერჟინიომ ორ-ორი გოლი გაიტანეს, თითო ბურთის გატანა ფედერიკო ჯიუნტიმ და ჯანი კომანდინიმ შეძლეს. ყველაზე შედეგიანი დერბი კი 1949-1950 წლების სეზონში გაიმართა. 1949 წლის 6 ნოემბერს ინტერმა 6:5 მოიგო.
დერბის რეკორდსმენია მილანის ყოფილი კაპიტანი პაოლო მალდინი, რომელმაც ინტერის წინააღმდეგ 50 შეხვედრა ჩაატარა! ბოლო დაპირისპირების დროს ნერაძურის გულშემატკივრებმა საოცარი გაცილება მოუწყვეს მეტოქე გუნდის უძლიერეს მცველს. თამაშის დასრულების შემდეგ ამოაბრუნეს ბაენერები რომელზეც ეწერა ”25 სეზონი შენ ჩვენი მოწინააღმდეგე იყავი, მაგრამ ცხოვრებაში სამართლიანი დარჩი, მადლობა პაოლო” ტრიბუნეზე მყოფმა ტიფოზებმა ტაშით გააცილეს მალდინი. შავ-ლურჯების ამ ჟესტმა მაშინ ყველა აღაფრთოვანა.
მადონინას შედეგები:
კლუბი გოლი მოგება ფრე წაგება F A +/-
სერია ა
ინტერი 174 66 52 59 260:241 +20
მილანი 174 61 52 66 241:260 -20
კოპა იტალია
მილანი 23 9 7 7 32 22 +10
ინტერი 23 7 7 9 22 32 -10
ჩემპიონთა ლიგა
მილანი 4 2 2 0 4 1 +3
ინტერი 4 0 2 2 1 4 -3
სულ
ინტერი 274 96 72 107 443:433 +10
მილანი 274 107 72 96 433:443 -10
*-მოცემულია 2012 წლის დასაწყისში არსებული მონაცემებით
ვიდეომასალა მილანურ დერბიზეაქვე გთავაზობთ ჩვენი მეგობრის აჩიკოს, იგივე
amadeo-ს მილანური ვოიაჟის ამსახველ ტექსტურ, ფოტო და ვიდეომასალას. ალბათ გახსოვთ, იგი დაესწრო მადონინას, რომელშიც "ინტერმა" 2:0 გაიმარჯვა
ქართველი ინტერისტას თვალით ნანახი ”ღვთიური დერბი”ქართველი ინტერისტები - Inter Club Georgia ყველას მოეხსენება საქართველოში ფეხბურთი ძალიან პოპულარული სპორტის სახეობაა,ჩვენ ამ სპორტში დიდი ტრადიციები გვაქვს. ქართული ფეხბურთის პარალელურად უცხოურ ფეხბურთთანაც გვაქვს განსაკუთრებული კავშირები,ვგულშემატკივრობთ უცხოურ ნაკრებებსა თუ საფეხბურთო კლუბებს.
ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის გულშემატკივართა საკმაოდ დიდი ნაწილი იტალიურ ფეხბურთს ქომაგობს,ყველას ძალიან უყვარს ოთხ–გზის მსოფლიო ჩემპიონი “Squadra Azzurra”. საკლუბო დონეზე კი შესაბამისად ამ ქვეყნის კლუბებს ქომაგობენ.
მათი ძირითადი ნაწილი სამ იტალიურ გრანდზე: “იუვენტუსზე”,”მილანზე” და “ინტერნაციონალეზე” იყოფა, შედარებით მცირე რაოდენობა “რომას”,”ლაციოს”, ფიორენტინას თუ “ნაპოლის” მიმდევარია.
ინტერნაციონალეს “შავ–ლურჯთა” ქართული ლეგიონი რაოდენობრივად მართალია ჩამორჩება ”შავ–თეთრებსა” და ”შავ–წითლებს”,მაგრამ ლომბარდიული გრანდის ბოლოდროინდელმა წარმატებებმა არაერთ ჩვენებურს აამღერა – “Pazza Inter Amala”
ნამდვილი ქომაგისთვის,ვისი გულშემატკივარიც არ უნდა იყოს,მისი რჩეული გუნდი აუცილებლად ცხოვრების რაღაც ნაწილად უნდა იქცეს, გუნდის წარმატება და სიხარული მისი წარმატება და სიხარული უნდა იყოს.
სწორედ ასეთი ფილოსოფიით თავის რჩეულ კლუბზე შეყვარებული ხალხითაა დაკომპლექტებული მილანის ინტერის მოყვარულთა კლუბი, სახელწოდებით “Inter Club Georgia”. მისი წევრები აქტიურად ქომაგობენ საყვარელ გუნდს, ერთად იკრიბებიან მნიშვნელოვანი მატჩების საყურებლად, ზოგიერთი მათგანი გუნდის თამაშებზე სიარულსაც ახერხებს.
ერთერთი ჩვენი მეგობარი აჩიკო, 2009-10 წლის სეზონის ინტერისა და მილანის დაპირისპირებას დაესწრო, მან არ დაიზარა და საკმაოდ დეტალურად გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები. (იხ ბმული)
სტატიის ბმული– ქართველი ინტერისტას თვალით ნანახი ”ღვთიური დერბი”
ქართულ ინტერნეტ სივრცეში არაერთი საფეხბურთო საიტი თუ ფორუმია,ყველგანაა სხვადასხვა კლუბებზე სტატიები,თემები თუ კომენტარები.ამ მხრივ ”შავ–ლურჯთა” ერთ–ერთი მსხვილი დაჯგუფება და მათი სჯაბაასისა და განსჯის ადგილი”თბილისის ფორუმზეა” თემაში FC. Internazionale.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ მათი გვერდ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”
http://www.facebook.com/inter.geმათი ერთ–ერთი შეკრება ლონდონის ჩელსისა და მილანის ინტერის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩის დროს, 2010 წლის 16 მარტს შედგა.
ბედნიერი ინტერისტები მატჩის შემდეგ:
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი. 20 აპრილი 2010
ინტერი 3-1 ბარსელონა
თბილისი, “ივენთ ჰოლი”. “Inter Club Georgia”-ს მომდევნო შეკრება და დიდი სიხარული
ბარსელონას დამარცხების შემდეგ ფინალში გასული ინტერნაციონალეს მეტოქე მიუნხენის ბაიერნი იყო.
2010 წლის 22 მაისს ფინალური მატჩისათვის ქართველმა ინტერისტებმა ისევ ერთად შეკრება გადაწყვიტეს,შეკრების ადგილი ისევ თბილისის “ივენთ-ჰოლია”,ადგილი,რომელიც კარგად აქვთ დაცდილი შავ-ლურჯებს.ამჯერად ინტერისტები უფრო დიდი ძალებით იკრიბებიან და სრულ მობილიზებას აპირებენ,იტალიის მთელი ქართული ფანობა ერთად ირაზმება ბაიერნის წინააღმდეგ და შედეგად მატჩის დაწყებამდე ფილარმონიის წინ შეკრებილ ნერაძურელთა შემადგენლობას მრავლად უერთდებიან სხვადასხვა იტალიური გუნდების გულშემატკივრები.
მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრები მირზაანში შეიკრიბნენ თავიანთი გუნდის საქომაგოდ,ასე,რომ ივენთჰოლში ინტერსიტთა სიმრავლე აღინიშნებოდა.მხოლოდ რამოდენიმე მაგიდაზე იყვნენ გერმანული ფეხბურთის მიმდევრები.
თუმცა იყვნენ ბარსელონას ქომაგები,რომლებსაც მაინცდამაინც არ ამოყვაოდათ თვალში ინტერისტთა ტრიუმფი.
ტრიუმფი ვახსენე? დიახაც რომ ტრიუმფი,ინტერმა ხომ სეზონი სრული ტრიუმფით დაასრულა,მოიგო ყველაფერი,რისი მოგებაც შეიძლებოდა და დაიბრუნა თავისი კუთვნილი ადგილი ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე. მსოფლიოს ისევ აუფრიალა შავ-ლურჯი ფერები.
ფინალის შედეგი ყველას კარგად მოგეხსენებათ,მილიტოს დუბლის,ინტერის ყველა ფეხბურთელის თავდადებისა და მთავარი მწრთვნელის გენიალური ტაქტიკის წყალობით გერმანელებს მხოლოდ შორიდან მოუხდათ ინტერის ლეგენდარული კაპიტნის, ხავიერ ძანეტის თავზე აღმართული ჩემპიონთა ლიგის თასისთვის თვალის დევნება. თასისათვის,რომელიც ჩვენმა გუნდმა დამსახურებულად აღმართა ნიშნად იმისა,რომ
Inter Campioni D’Europa!!!