სერიოზული თამაში იქნება ,,სანტიაგო ბერნაბეუზე''
რეალმა ყველაფერი უნდა გააკეთოს გამარჯვებისთვის - ა ბ ს ო ლ უ ტ უ რ ად ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი !
ნუ, რაც მოხდა, მოხდა.... ალოგიკური შედეგი იყო, ერთის მხრივ ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალი იყო, მეორეც მხრივ გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემების.
ეს ყველაფერი უნდა გადაილახოს, არნახული გულშემატკივრობა უნდა იყოს, ჯოჯოხეთი უნდა მოუწყოთ დორტმუნდელებს....
ცალსახად არც ფეხბურთელების ნომინალურ ღირებულებაშია საქმე და არც მალაგასთან შემთხვევით გასვლაზე, უბრალოდ მართლა სირცხვილი, ალოგიკური და სრული სისულელე იქნება ის, რომ რეალმა ბერნებეუზე ფრე ითამაშოს ან ისე, 2-1 მოიგოს პრესტიჟის გოლით და ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გამოვარდეს. ეს უაზრობა არ უნდა მოხდეს. შეიძლება დაიჩაგრო ბაიერნთან, ბარსელონასთან, მანჩესტერ იუნ., ჩელსისთან და რას იზამ, მაგრამ ,,მალაგას'' ძლივს გაცდენილი გუნდი უბრძოლველად როგორ უნდა გაატაროს რეალმა?!
სასწაული თამაშისთვის უნდა მოემზადოთ მადრიდისტები:
ან 3-0
ან 4-0
ან 4-1 და დამატებით დროში 5-1
ეს რეალს შეუძლია, სულ სხვანაირად უნდა გადაეწყოს გუნდი და დარწმუნებული ვარ ასე მოხდება!
არაფერი საოცარი არაა მეორეს მხრივ, რეალის ,,კუშები" ბევრ ტოტალიზატორში 4.25-4.5-მდე მერყეობს, ეს იმას ნიშნავს რომ დაკარგული არაფერი არაა.
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)