ფრანკფურტის აინტრახტს აქვს ძალიან კარგი სტადიონი
ფრანკფურტის აინტრახტიკომერცბანკ არენა (Commerzbank-Arena) სტადიონის ლოგო –

აშენების თარიღი –
1925 წელიგახსნა –
21 მაისი 1925ტევადობა –
51 500 მაყურებელი მინდვრის ზომები –
105 x 68მისამართი –
მიორფელდერ ლანდშტრ. 362, 60528 ფრანკფურტი, გერმანიავებ-გვერდი –
http://www.commerzbank-arena.de/ფრანკფურტის აინტრახტის მშობლიური სტადიონი 1925 წელს აშენდა და თავიდან „ვალდშტადიონი“ ეწოდებოდა, ბევრი გულშემატკივარი დღესაც ამ სახელით მოიხსენიებს არენას. თავიდან იგი 35 000 მაყურებელს იტევდა, თუმცა 1937 წელს პირველი გრანდიოზული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ტევადობაც 55 000–მდე გაიზრდა; შემდგომი რეკონსტრუქცია სტადიონს 1953–1955 წლებში ჩაუტარდა, რაც დაკავშირებული იყო ბუნდესლიგის დაარსებასთან; შემდეგი დიდი გარდაქმნა კი მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატს უკავშირდება, რომლისთვისაც მოხდა ვალდშტადიონის განახლება და საბოლოოდ მას აღნიშნული მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩის მასპინძლობის პატივი ერგო.
ამის შემდეგ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტადიონს მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია, თუმცა მას შემდეგ, რაც გერმანიამ მეორედ მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის მსაპინძლობის უფლება, დაიწყო აწ უკვე კომერცბანკ არენის გრანდიოზული რეკონსტრუქცია, რომელიც 150 მილიონი ევრო დაჯდა და საბოლოო ჯამში მოძველებული არენა ულტრათანამედროვე, ბრწყინვალე არქიტექტურულ ნიმუშად იქცა; სტადიონი თითქმის მთლიანად შეიცვალა, გახდა სუფთად საფეხბურთო, ულტრაკომფორტული ნაგებობა.
გრანდიოზული რეკონსტრუცია 2 წელიწადს გაგრძელდა და სტადიონის ტევადობა 51 500 მაყურებლით განისაზღვრა, საიდანაც 42 234 დასაჯდომი ადგილია, ხოლო 8 266 დასადგომი; საერთაშორისო მატჩებისთვის არენის ტევადობა 48 000 მაყურებელია;
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კომერცბანკ არენამ 5 მატჩს უმასპინძლა და მათ შორის იყო მეოთხედფინალური მატჩი საფრანგეთსა და ბრაზილიას შორის; გარდა ამ ორი მსოფლიო ჩემპიონატისა, ფრანკფურტის სტადიონს უდიდესი ღონისძიებების მასპინძლობის უზარმაზარი გამოცდილება გააჩნია, მათ შორის 1988 წლის ევროპის ჩემპიონატი და 2011 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი; აღსანიშნავია, რომ სტადიონი მულტიფუნქციურია, იგი მასპინძლობს მრავალი სახის სპორტულ შეხვედრებს , კერძოდ ჰოკეის, ამერიკული ფეხბურთის, კრივის, ჩოგბურთის და ფრენბურთის მატჩებსაც კი; ასევე მუსიკალურ კონცერტებს; ამ არენას ძალიან ბევრი დიდი მომღერლის კონცერტისთვის უმასპინძლია.
სტადიონი განსაკუთრებით გამოირჩევა ულტრათანამედროვე აღჭურვილობით; მათ შორის არენის ცენტრში დაკიდებული ოთხეკრანიანი უზარმაზარი მონიტორით; მის ღირსებას ასევე წარმოადგენს უნიკალური სახურავი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მთლიანად ხურავს სტადიონს.


აქ შეგიძლიათ იხილოთ სტადიონის სხვა ფოტოები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «