გილოცავთ ბიჭებო,
ფანტასტიური სტარტია.
გულს უხარია ასეთი თამაში და ასეთი რომა, შედეგიც ხომ საოცარია და თან თამაშიც ევროპაში ამ მომენტში ერთერთი ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი.
მთელმა გუნდმა ერთნაირად კარგად ითამაშა გუშინ.
წინ 3 უმნიშვნელოვანესი მატჩია, პირველ რიგში იმითი რომ 3 ძლიერი გუნდია, მეორე იმითი რომ გასვლაზე იქნება სავარაუდოდ სამივე და მესამეც იმითი რომ ამ 3 მატჩის შემდეგ გამოჩნდება რეალური ძალა ამ გუნდის, რადგან ჯერ ძლიერი კონკურენტი არ გვყოლია.
ნუ სენსაცია იქნება ალბათ 3-ვეს მოგება და ცოტა არარეალისტური, მაგრამ 2 მოგება და 1 ფრეც უკვე საოცარი შედეგი იქნება

ისე კი მთავარია არ წავაგოთ არცერთი და მაინც კმაყოფილი ვიქნები, ან 1 მოგება და 2 ფრე

იტოგში ვნახოთ რა იქნება.
პ.ს. ნაპოლისთან შეიძლება გასვლაზე მოგვიწიოს თამაში, რადგან რომში მაგ დროს რაღაც აქციებია დაგეგმილი და მთავრობამ უარი თქვა ორივეს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.