
ჰა დავიწყებ მოკლედ და ობიექტურობაზე გიპასუხებ თან ნაწილობრივ ამ თემასაც გამოვეხმაურები და ჯანსაღი დატოლების ჩემეულ ინსტრუქციასაც გავურევ

მოკლედ ის კითხვა რომ დამისვი მაშინვე დაგიწერე ძაალიან ძალიან დიდი პასუხი

მაგრამ რაღაცა იდიოტურად წამეშალა და ისე გამიტყდა აღარ დავწერე მერე არაფერი.
ახლა იმდენს ვეღარ დავწერ, იმიტომ რომ ზუსტად აღარ მახსოვს იმწუთის სიტუაცია იმ თემაში.
პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ შენი კითხვიდან გამომდინარე ეჭვი გამიჩნდა რომ კითხვა უფრო ჭეშმარიტებას ეხებოდა ვიდრე ობიექტურობას, ანუ რა არის ობიექტურობა საერთოდო, ისე დამისვი თითქოს ეჭქვეშ აყენებდი მის არსებობას (მე მომეჩვენა ასე ყოველ შემთხვევაში).
ეს უფრო ჭეშმარიტებაზე შეიძლება ითქვას. აბსოლუტური ჭეშმარიტება მე ვფიქრობ რომ არ არსებობს, შესაბამისა მასზე პრეტენზია ვერ და არც მექნება.
მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში ობიექტურობას ვაბრალებდი ჩემ თავს რამდენიმე მიზეზის გამო

იქ შეკრებილ ყველა მოკამათე იყო ასე ვთქვათ "დაინტერესებული მხარე", ყველა თავისიანს, "თავისტომელს" იცავდა. ბარსელონას გულშემატკივრები ცდილობდნენ ზიდანის (როგორც რეალელის), რამდენადაც შესაძლებელი იყო, დაკნინებას, ჰოლანდიის გულშემატკივრებმა საერთოდ პირად შეურაცხყოფად მიიღეს და აპოკალიფსი იწინასწარმეტყველეს, იმის გაგონებაზე, რომ ზიდანი შეიძლება ვინმეს კრაუFს ჯობდეს. ხოლო რეალის გულშემატკივრები მედგრად იცავდნენ ზიდანს, დი სტეფანოს, კიჭა რონალდოს და აკნინებდნენ მესის. <-------- ეს არის სუბიექტურობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამონაკლისს საერთოდ არ შევხვედრივართ, ანუ: რეალის გულშემატკივარს, რომელიც იტყვის, რომ კი ძმაო მესი მართლა მაგარია რონალდოზეც, ზიდანზეც და დი სტეფანოზეც. ან ბარსას გულშემატკივარი რომელიც იტყვის, რომ იცით ძმებო, არა ზიდანი მართლა საოცრებაა და რონალდინიოს და კრაუFზე მაღლა დგას, ან ჰოლანდიის გულშემატკივარს ვნახავთ ისეთს, რომელიც ამ უკანასკნელ იდეას არ შეიცხადებს.
ყველა ეს აზრი რაც დავწერე ბოლოს, საკმაოდ გავრცელებულია ხალხში და არაერთი ადამიანი ფიქრობს ასე, სოციუმებს თუ ავიღებთ, ყველა ჯგუფი მეტ-ნაკლებად ერთი ნიშნის მქონე, მაგრამ მაინც განსხვავებული ადამიანების და გონ-ებისგან შედგება. შესაბამისად გამორიცხულია რომ ჯგუფში აბსოლუტურად ყველა იყოს ობიექტური და ამავე დროს იდგეს ერთ აზრზე, ეს არის აბსურდი, შესაბამისად გამორიცხულია ობიექტურობის შემთხვევაში ზემოთმოყვანილ აზრს არ იზიარებდეს ჯგუფში თუნდაც ერთი ადამიანი.
მარტივად რომ ვთქვა, კამათისას ყველა იმ ადამიანის აზრს განაპირობებდა წინასწარზრახვა და საკუთარის, თავისიანის პოზიციიდან გამოსვლა. ამ დროს კი შენ საფუძველშივე არასწორად უდგები საკითხს, მიკერძოებული იწყებ და ეძებ მხოლოდ შენთვის სასარგებლო მიზეზებს, ქოთნისთვის შენ მხარეს ყურის გამობმა კი ძაან რთულიც არაა, აქ კი ყველაზე ცუდი ისაა, რომ შენ თავსვე აჯერებ მერე ამ ყველაფერს. მეც შემეძლო იმ თემაზე ჩემი აზრის საწინააღმდეგო აზრი დამეცვა და ბევრი მეწერა ამ თემაზე პირიქით (დაჟე გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ იმაზე კარგად ვიდრე ჩემთან მოკამათეები აკეთებდნენ მაშინ ამას, რამეთუ წესიერი არგუმენტი იქ საერთოდ არ მინახავს).
იმისათვის რომ იყო ობიექტური (პირველ რიგში საკუთარ თავთან) უნდა ამოხვიდე შენი პირადი სიმპათია-ანტიპათიებიდან და მოისპო წინასწარზრახვა კამათში შესვლამდე. მე მაგალითად ინტერის თემაში ერთხელ გამომიცხადეს, ნაღდ ინტერისტად ვერ აღგიქვამთო (თავიდან), მხოლოდ იმის გამო, რომ მილანზე ვწერდი დადებით კონტექსტში და ვაბშემც მილანი ინტერის მერე მევასებათქო ვთქვი. ერთხელ კიდე მთელი ინტერის თემას ვეკამათე გვარდიოლას მაგარ მწვრთნელობაზე.
იმ კონკრეტულ კამათში მე არ ვიყავი დაინტერესებული პიროვნება, რომელიც "თავისტომელს" იცავდა, არამედ უბრალოდ ვწერდი იმას, რასაც მართლა ვფიქრობდი.
მარტივ მაგალითს გეტყვი ჩემ დაკვირვების საფუძველზე

აი ჩემთვის ბევრჯერ უთქვამთ, რომ შენო ობიექტური იუზერი ხარო, ძაან ბევრჯერ დაუპლუსერთებიათ და მოუწონებიათ ჩემი პოსტები, "ვაა, საღოლ", "აი სწორი კაცი" და ა.შ.
მინდა ვთქვა, რომ ყველას მადლობელი ვარ მართლა, მაგრამ სიმართლე თუ გინდა ვსიო ეტა ადნა ბალშაია ხუინია

იმიტომ რომ ასეთ ფრაზებს მხოლოდ მაშინ მეუბნებოდნენ, როცა მათ საკუთარ აზრს ვიცავდი.
ბარსელონას თემაში ისე ვევასებოდი რო არ ვიცი, მაგრამ არასდროს არც ერთხელ არავინ არ დათანხმებია ინტერი-ბარსელონას ჩემეულ შეფასებას, იმ ერთადერთ საკითხს სადაც წინა 2 წელში ბარსელონას საწინააღმდეგო აზრს ვავითარებდი. არც ერთი კინკილა იუზერი არ დამთანხმებია. შეიძლება სულაც კაკუიუ-ტა ხუინუ ნიოს, მაგრამ ვიღაცა ერთი ხო შეიძლებოდა გამოსულიყო და ეთქვა: "კი ძმაო ასი წელიიი" (ც) რადიო 105. არა. ანუ მე იქამდე ვარ ობიექტური და ჯიგარი სანამ "ვიღაცისას" ვიცავ, საკმარისია რომ იმ ვიღაცისას საწინააღმდეგო ვთქვა და ან "ვცდები" ან "რადიკალი" და სუბიექტური ვხდები.
რეალის თემაში წინა წლებში საერთოდ მაგინებდნენ ლამის და თემიდან მაგდებნენ, მაგრამ საკმარისი იყო ზიდანზე მეწერა ბარსას თემაში და ეგრევე ჩემ გვერდით ამომდგარიყვნენ და პლუსერთები ეწერათ. ასეთი მაგალითები ბევრი შემიძლია მოვიყვანო. ძალიან იშვიათად მიკამათია არადაინტერესებულ მხარესთან, მართლა ძალიან იშვიათად.
ესაა ობიექტურობა, როცა ყველა მოკამათე დაიკიდებს, იმას რომ შეიძლება კამათისას ისეთი აზრი განავითაროს, რომელიც "თავისტომელს" დააკნინებს ან მტრის ბანაკის წარმომადგენელს წარმოაჩენს კარგად და ამისი არ შეეშინდება, მაშინ იქნება ჯანსაღი დატოლებაც და მიზომებაც. როცა საკუთარ თავს აღარ მოატყუებს ხალხი.
ობიექტურობა, რა თქმა უნდა, თავისთავად ჭეშმარიტებას და სიმართლეს არ ნიშნავს ავტომატურად, შეიძლება მე ობიექტურად მივუდგე საკითხს და ვეკამათო თავგადაკლულ ბრმა ფანატს და ის იყოს მართალი და მე მტყუანი, მაგრამ ამისი შესაძლებლობა ბევრად დაბალია, ვიდრე პირიქით, ობიექტურობისას ბევრად დიდია შანსი იყო სიმართლესთან ახლოს, იმიტომ რომ არ ატყუებ საკუთარ თავს, ეს კი იმჰო ყველაზე მთავარია...
ვოტ.
რამდენი ვწერე. თან სულ თავის ქებაა, მაგრამ არაუშავს (მუშას ტრაკი უჩანს)

შენ მაინც წაიკითხავ ვიცი

ჩემთვის ამ მხრივ ყველაზე ობიექტური იუზერი აქ დავიდ ვილიაა, იმიტომ რომ უმეტესად კამათისას უბრალოდ იმას წერს რასაც ფიქრობს და ძალიან იშვიათად კავდება "თავისიანის" დაცვით და როცა ამას აკეთებს აკეთებს მაშინ როცა მართლა ასე ფიქრობს და არა ყოველთვის
ერთადერთი ნაკლი აქვს ბრაზლიისადმი დამოკიდებულება, იმედია ამ მხრივ იმუშავებს თავის თავზე
This post has been edited by Augusto Pinochett on 20 Aug 2013, 12:30
I have a dream that one day this nation will rise up and live out the true meaning of its creed: "We hold these truths to be self-evident, that all men are created equal."