1. მადრიდის რეალს კოკა-კოლამ შეთავაზა, რომ სტადიონს რამოდენიმე წლით მათი სახელი ჰქონდეს და კაი მრგვალ თანხას იხდის.(თუ გიჭირს გუნდს, თავისთავად ამაში ცუდი არაფერია. მეც ვიყავი მომხრე გაგვეყიდა მესტალიას"სახელი" თუ ამით მატას,ვილიას ან სილვას გადასვლას შევუშლიდით ხელს. მაგრამ როდესაც არაფერი გიჭირს და მაინც...სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის კოკა-კოლა არენა :დ ჟღერს რაც მთავარია )
2.ბარსელონა დარბაზს გამოჰყოფს,სადაც გუნდის გულშემატკივრები დაიკრძალებიან. რა თქმა უნდა მხოლოდ ისინი ვინც "დადგენილ" თანხას გადაიხდის. ერთგვარი მავზოლეუმი :დ
3. და ეს ორი ვალენსიას დასცინოდა როდესაც გაჭირვების გამო, გუნდი თავის კუთვნილ ფართს აქირავებდა ქორწილებისთვის და დაბ.დღეებისთვის.
ეს ისე..
რაც შეგვეხება ჩვენ:
1. ასპასზეც გააქტიურდნენ ისევ. დაეკითხოს ძმას და მერე გადაწყვიტოს.

რომ ვამბობ იცინიან ხოლმე,მაგრამ მართლა. ყველა სხვა ნორმალური ჩემპიონატში მოღვაწე ფეხბურთელების საქმეს წარმართავენ პროფესიონალი აგენტები. ესპანეთში- მამა ან ძმა აგენტები,რაც საქმეს ძალიან, ძალიან, ძააააალიან ართულებს,ყოველთვის.
2. ვარგასის "გაოფიციალურებას" ამ დღეებში აპირებენ.
3. მატას არენდაზე მადრიდის ატლეტიკო ფიქრობს. ჩვენი გუნდის გაყიდვის საქმეს კი გულშემატკივრები თებერვლამდე დახურვას არ უწინასწარმეტყველებენ. ჰოდა ვინძლო დავრჩეთ კიდეც წლის ყველაზე სასურველი ტრანსფერის გარეშე,ვუყუროთ ატლეტიკოს და ვიფიქროთ,რანი შეიძლება ვყოფილიყავით.
4.კანალესი წლის ბოლომდე შეიძლება სოსიედადში გადავიდეს.
5. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები მაინცადამაინც არ იდება სასწაული, გუნდს უდავოდ ეტყობა რომ მწვრთნელი მუშაობს. რითაც თქვენი არ ვიცი,მაგრამ მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ