არსენალის თემიდან

ისე არ მოკვდეთ ეს რო არ წაიკითხოთ

იყო ალბიონს არსენალ, გუნდი ღვთისაგან სვიანი
ლამაზ თამაშით ქებული, თასიან, ტიტულიანი
ფანობა ყავდა ურიცხვი, განთქმული, სახელიანი.
ბრუკლინი გინდა, ბინ ლადენ, მო ფარა, მორგანიანი.
სხვა შეფ არ ესვა არსენალს, მართოდენ მარტოდ ერთისა,
არსენ ვენგერად წოდებულ, დედა.მ.ო.ტ.ყ.ნ.უ.ლ.ი.ს ერთისა.
ნამდვილი წარმომადგენელ პეტხუიანთა ერისა,
ვერ იფიქრებდი თუ წამდა ქვეყნად მაღალი ღმერთისა.
ხანობა იყო არსენალ, ტიტულს ტიტულზე რომ დებდა,
ტაქტიკაში და ხარისხში, კაცი შარს რომ ვერ მოდებდა,
თამაშ-თამაშით მეტოქეს გულზე აწყობდა ლოდებს და
მეტოქე გუნდის ფანობა, მოთქმა ვაებით გოდებდა.
გამოხდა ჟამი, ვაიმე, ცუდი დაგვიდგა დროება,
მთელი სიცხადით ვიგრძენით ამ სოფლის ამაოება.
ვორლდ კლას ტრანსფერის გაჩარხვას თავი ვერაფრით მოება
სულ დაგვავიწყდა არსენალს ერთ დროს ყვერები რომ ება.
აყვირდა ხალხი ხომ ხედავთ, დღესა დგას სულ სხვა ხანიო.
ჩვენც უნდა ავყვეთ ფეხის ხმას, რას გამოსცემენ სხვანიო.
დღევანდელ დღისთვის ეს არის, ბაზრის ანი და ბანიო
ტრანსპარანტებიც გაფინეს, SPEND-ო SOME FUCKING MONEY-ო.
ფანობის თხოვნა მუდარა, ვის გაახსენდა მერმისა.
თვალების დასავსებად და გულგასახეთქად ბევრისა,
დიადი გუნდი გადიქცა ინკუბატორად სპერმისა.
ხომ ვერ აჯობებს ნიუ ჰოლანდს ხელის ტრაქტორი პერმისა?!
8 წელი უტიტულოდ ხარ საწყალობელო არსენალ.
წელს ჩოთქს ვხეთქავთო შეგვპირდნენ გაზიდისი და არსენა.
მაგრამ არ ჯერა არავის, რადგან TROLL მისი არს ენა.
კაცს ვერ ნახავ ვინც ვენგერის დედა ახლოს არ ახსენა.
არ დაიშუროთ თანხები მიდი არსენალ მიდი,
დახარჯეთ ფული, ნუღა გაქვთ იმ ულვაშა ღლეს რიდი
საჭირო ხალხის მოძებნას სულ არ სჭირდება გიდი.
ვენგერმაც არ დააყოვადა და ბიდს მოსდევდა ბიდი.
იგუ, რუნი, სუარესზე, ბიდი დარჩა მხოლოდ ბიდად
მრავალ ჩვენი დაბიდული კიდეც უარგვიყვეს მშვიდად
ხალხს ეგონის, ეს ამბავი ვენგერს არ ადარდებს დიდად.
ჰოდა ატყდა მასზე დაჯმა და დედის დღვნა გზად და ხიდად.
თურმე სადა ხართ, არსენას შენახული აქვს კოზირი.
დედლაინს გახდა ვენგერი შარავანდედით მოსილი
და გაისროლა ბოლო წამს, ეს ჩვენი ვივიანო.