Augusto Pinochetსაინტერესო ანალიზია, მართლა, იმ ყველაფერს თუ არ გავითვალისწინებთ, რომ ამ კრიტიკის საწყისი(ყოველ შემთხვევაში ჩემი და რამდენიმე იუზერის მხრიდან) ცოტა უკან საძიებელია, რაც სხვათაშორის აღნიშნე, მაგრამ ისე მიუშვი
ანუ რაშია საქმე... ბირთვის შეცვლა აქ მე ჯერ კიდევ 12-მდე მინდოდა და არ გამოვიდა, კრიტიკა რეალურად მსოფლიოს მერე დავიწყე. 12-ში გაგვიმართლა, თან ძალიან, პორტუგალიასთან, რომ პენალტებამდე გაიხდი საქმეს, კი ხარ გავარდნის ღირსი, არც საფრანგეთი დაგვიმხია თავზე და ხორვატიამაც გვაჯობა ჯგუფში, მაგრამ ნუ, გამოვძვერით რა, და ფინალი ვითამაშეთ. ეს გუნდი ფინალს ითამაშებს, რაზეა საუბარი, ფინალამდე როგორ მივა მანდ უკვე ვირევით. ეს 2012 და კარგი, ძალიან მაგრები იყვნენ, მაინც ჰა, გაქაჩეს, იქ გაუმართლათ, ასე, ისე და ნუ კაი.
რა ხდება შემდეგ, მთავრდება ევროპა და საზღვრავ, რომ ჩავი იქნება 34 წლის, ვილია 32-ის, ალონსოც. არაა რთული გასაგები ის, რომ მსოფლიო ფეხბურთში ტემპები იზრდება და წლიდან წლამდე, უმაღლეს დონეზე თამაშს ფეხბურთებელი სულ უფრო ცოტა და ცოტა დროს მოანდომებენ, ფიზიკური შესაძლებლობების გამო. რაშია ახლა საქმე, 34 წლის ჩავი არის უპირობო ტორმუზი. ეს ესპანეთის ნაკრები პრესინგის გარეშე არაფერი არაა და რეალურ პრესინგს, სწორედ მოედნის ცენტრი ქმნის და ამიტომაც გვაქვს ბურთი. 1)ჩავი ამდენს ვერ ირბენს. 2) ჩავი ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტ დროს ანდომებს გადაწყვეტილების მიღებას. (სხვათაშორის ეს ორივე ალონსოზეც ვრცელდება.) 3) ჩავი გამორიცხული სამომავლო პერსპექტივაშიიც. (ალონსოც, ალბათ, თუმცა თუ ისევ ულვაშა იქნა არ ვიცი, არ ვიცი... :დ)
ჰოდა რაგამოდის, ნაკრებს უნდა რეორგანიზება და უნდა ეგრევე! კონფედერაციის დედაც ვატირე, რა, მართლა.. მუნდიალი მოდის, მიხედე, ააწყე გუნდი. თაობა არ გყავდეს, კიდევ მესმის. ანუ ეს მინდოდა მე და რამდენიმეს რეალურად, მაშინვე, ევროპის მერე, ეგრევე. კაარგი, დავუშვათ მორჩა ეს კონფედერაცია, კარაგი, ერთადერთი მოუგებელი ტიტული და გინდოდა ეგეც და ბლაბლაბლა. აი მერე?! სადაა ისკოსთვის შანსები? (ვერ გაუძლოო და აგერ პედრო კია მაგალითი, რა კლუბში და რა ნაკრებში..) ტიაგო ამის ლუბიმჩიკია და მაგასაც კი იშვიათად ათამაშებდა. ან გამოჩნდა ეს კოკე, ჰო... ათამაშე ყველა ამხანაგურში იქნება და როგორია, მაგან მაინც ჰო გაამართლა?! სერიოზული სეზონი ჰქონდა მუნიაინს, ძალიან კარგი. არანაკლები იყო ალბერტო მორენო, იგივე კარვახალიც. აი ახლა უკვე მივალ თავდასხმაზე.
ნეგრედო-ლომი, ჰო?! და მეტს ვერაფერს იზამდნენ, რასაც ვილია-ტორესიო.
1) ორივე სრულ ფიზიკურ და მენტალურ კონდიციაშია, განსხვავებით მათგან. ვილიას ფიზიკური უჭირს სტილიდან გამომდინარე(რასაც ვვარაუდობდი მე ადრევე) და ტორესს მენტალური. აქ ორივე თავისი გუნდით ჩემპიონები გახდნენ და ფიზიკურად იმედია არაფერში გვეპარება ეჭვი, შეხედეთ. თან რასაც ლომი დარბის იუვეში, ეგეთი არ მახსოვს არსად.
2) ეს ხალხი, თუ ძველები მიდიოდნენ აუცილებლად უნდა ყოფილიყო პლან ბ, სკამიდან, რომელიმე აუცილებლად უნდა ყოფილიყო. თუ ჩვენ ისევ ტიკი-ტაკას ვაწყობთ, მისი ჩაკეტვა, რომ შესაძლებელია ეგეც ვიცით და აუცილებლად გვჭირდება სხვა ვარიაცები, რომელსაც ფეხბურთელები უნდა. ბურთი გვექნება, საუკეთესო ვარიანტი საჯარიმოს დაგრუზვაა და მცველის (რამოსი იქნება თუ პიკე, არ აქვს მნიშვნელობა ;დ) წინ დაგდება და დაცვის რისკზე დაყენება მაგის გამო, არამგონია გამართლებული ვარიანტი იყოს.
3) ამ ხალხს ჰქონდათ რეალურად ერთ-ერთი საუკეთესო პირადი სეზონი კარიერებში და ეს ხალხი ნაკრებში არც ისე იჯვამს, როგორც ზემოთ აღნიშნა რამდენიმემ. ნეგრედოს ძალიან მაგარი შედეგიანობა აქვს სხვათაშორის, როდესაც ათამაშებდნენ და ლომი სულ სკამიდან შემოდიოდა ხოლმე და ან იტანდა, ან სხვა უქმნიდა ძალიან დიდ სივრცეს.
ნავასი კიდევ ცალკე თემაა, რომელიც მეორე პუნქტს ეხმარება. კაცი დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა მეტოქის დაცვის გაწელვაში და გუნდელებისთვის სივრცეების შემქნაში.
და ახლა დელ ბოსკეს მხრიდან ეს ყველაფერი. მეორე მსოფლიოს ზედიზედ ვერ მოგება, ტრაგედია არაა, კი ბატონო, მაგრამ რახან ეს ხალხი მიგყავს, ეს იგი უცილობელი ამბიცია გაგაჩნია და მინიმუმ ნახევარფინალი უნდა დადო. რატომ ვამბობ, უნდა დადო. სწორედ იმიტომ, რომ შანსი არავისთვის მიგიცია და უნდა გააკეთო ამ ხალხით. პროფესიონალიზმში ჰო არავის ეპარება ეჭვი? ჰოდა მიდი და ქენი! რისიც მე არ მჯერა სამწუხაროდ, არგუმენტები მაღლა წერია, თუ გინდათ, დასტურისთვის ნახეთ ბოლივიასთან მატჩი.
და მეორე ალტერნატივა ახლა, ანაცვლებ ახალგაზრდებს, რომლებიც ყველაფერს დებენ მოედანზე, ამ თაობით აქ მინიმუმ 1/4 იდება და მომავალ ევროპაზე ხარ უკვე მონსტრი, შესაბამისად მსოფლიოზეც.
არავის ეპარება ბოსკეს ძლიერ მწვრთნელობაში ეჭვი, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მაგის კონსერვატული ხედვა საკითხებზე ნაკრებსაც ღუპავს და თვითონ მის მოღვაწეობასაც ნაკრებში. ასეთი ჰოლანდიის ხარჯზე პირველზეც, რომ გავიდეთ ჯგუფში, ასეთი ხორვატია გამოგვაგდებს, თუ თვითონ არ იყლევეს რაღაც.
ვსიო, მორჩა
* * *
Hitchensსწრაფი ფულ-ბექია, კარგი ჩაწოდებით და ძალიან დიდი პერსპექტივით. სამომავლო პოტენციით ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი უნდა იყოს თანამედროვეობის. ალბას ვარიანტია რა, ოღონდ შედარებით დაბალენსებული დაცვა-შეტევის თვალსაზრისით.
This post has been edited by N3MO on 5 Jun 2014, 11:30