ასეთ ### გუნდს რო ვერ მოუგებ ან ევროპა ლიგაზე რა გინდა

ამ ფრეს ემპოლისთან წაგებული თამაში ჯობდა.
სირცხვილია უბრალოდ.
* * *
მგონი პიოლის წყალი შეუდგა, ჯერ არ გაანთავისუფლებენ რა თქმა უნდა მაგრამ ამ თამაშში გამოჩნდა მისი სრული იმპოტენტობა.
ჯერ რა სქემა დააყენა, თავიდანვე განწირული. ვინ სად თამაშობდა ეშმაკიც ვერ გაარჩევდა. კარგი შეიძლება მწვრთნელს შეეშალოს მაგრამ ხომ უნდა გამოასწოროს თამაშის მსვლელობისას.
გონსალესი მესამე საყრდენად რა უბედურება და კოშმარი იყო. მის ნაცვლად ან კეიტა და ამ ანდერსონი უნდა დაეყენებინა თავიდანვე.
არც პაროლო და არც ბილია არ არიან ფორმაში, იუვესთანვე გამოჩნდა ეს და ლედესმას რას ერჩის საეროდ შანსს რომ არ აძლევს, მგონი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აკაჩავებენ? როგორც იცის ხოლმე ლოტიტომ.
ჯორჯევიჩი მთლად დაიმპოტენტდა, კლოზე უნდა დაეყენებინა თავიდანვე, მართალია დაბერდა მაგრამ რაღაცას მაინც ახერხებს ხანდახან.
კანდრევას გაყვანა რა უბედურება იყო, მართალია არ ბრწყინავდა მაგრამ მაინც ყველას სჯობია ასეთი კანდრევაც ორი თავით.
კაროჩე სრული ბარდაგი იყო და ასეთ სირ გუნდთან რომ ასე ითამაშებ სხვებთან რისი იმედიღა უნდა გქონდეს, თანაც ძირითადი ძლიერი გუნდები აწია წინ.
კაროჩე დღევანდელ თამაშს რომ ვუყურებდი ვფიქრობდი რომ ნახევარი გუნდი შესაცვლელია.
არც ჯორჯევიჩის და არც კლოზეს იმედი არ უნდა გვქონდეს. გაისად ზაფხულს ჰაერივით აუცილებელია იქნება ერთი ბომბარდირი თავდამსხმელის ყიდვა.
ამის გარდა ჰაერივით გვჭირდება მაურის გაშვება და მის ნაცვლად სათანადო სიღრმიდან შემტევი, თუნდაც უკან დახეული თავდამსმელი იყოს, რომელსაც ბურთის კარგად დაჭერა და განაწილება შეეძლება. აუცილებელია რომ დახვეწილი ტექნიკა ჰქონდეს.
აუცილებელია ასევე პალეტას ტიპის ცენტრალური მცველი უკეთესის იმედი არ მაქვს.
და კიდევ მარჯვენა და მარცხენა მცველები, თორემ პრახადნოი დვორია დაცვაში.
ბასტა არ არის ოთხმცველიანი დაცვის ტიპიური მარჯვენა მცველი, ის უფრო ფლანგის მოთამაშეა, დაახლოებით ისეთი როგორიც ლულიჩი. ამიტომ ჩემი აზრით არ უნდა გამოვისყიდოთ უდონეზედან და მის ნაცვლად თუნდაც კრიშიტო ვიყიდოთ, რომელიც მოწყურებული იქნება იტალიის ნაკრებში დაბრუნებაზე.
ბრაფჰეიტიც იგივე ვარიანტია და რადუ სულ ტრამვირებული.
მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა რომ კარგი მოტივირებული მწვრთნელი გვჭირდება რომელიც ბოლონიას და კიევოს დონეს აგვაცილებს და გამარჯვებულის მენტალიტეტს დათესავს გუნდში..
აშკარად ჩანდა რომ ეს მატჩი მწვრთნელის გამო ვერ მოვიგეთ ტორე აშკარად უნდა ვუგებდეთ კიევოს ნაირ დაბალი დონის გუნდებს
This post has been edited by nesta on 30 Nov 2014, 01:40