მოკლედ, გუშინწინ ვფიქრობდი ზუსტად, როგორ შეილება განვითარდეს გუნდი მომავალში.
დორტმუნდი ნელ-ნელა რომ ბრენდდება მსოფიო მასშტაბით, ეს ფაქტია. სპორტ.რუზე იყო ცოტა ხნის წინ რიოს ფაველებიდან რეპორტაჟი და იქ ორ როჟას დორტმუნდის მაიკა ეცვა. თითქმოს ხომ არაფერი, მაგრამ ბევრ რაღაცაზე მეტყველებს.
ფინანსურად წლიდან წლამდე ვძლიერდებით. ცოტა ხნის წინ ევონიკთან გავაგრძელეთ ხელშეკრულება. ესენი ჩვენ აქციებშიც შემოდიან და, ფაქტიურად, მეწილეები ხდებიან. ცოტა ხანში ალბათ პუმასთანაც იგივეს ვიზამთ და კიდევ ერთ მსხვილ კონცერნთან. ბავარიის მოდელია რა - აქეთ კლუბი, იქ ადიდასი, აუდი და ალიანცი. უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენ სააქციო საზოგადოება ვართ.
ამას ემატება სატელევიზიო შემოსავლების მკვეთრი ზრდა მთელი ბუნდესლიგისთვის, სადაც ყველაზე დიდი წილი ჩვენ და წითლებს გვერგება.
ვაცკე არაა დურაკი, რომ ეს მოზიდული ფულები მთლიანად ახალ იგროკებში და ხელფასებში გლიჯოს. აქ მოთმინების და თანმიმდევრობის გამოჩენაა საჭირო. თუმცა სახელფასო ფონდი მკვეთრად რომ გაიზრდება, ესეც ფაქტია.
წინა სეზონში ხელფასებში და პრემიებში ჯამში 100 ლიმონი ვგლიჯეთ. ეს უკვე შედარებით სოლიდური თანხაა. ამ მონაცემებით ინგლისის პრემიერ ლიგა რომ ავიღოთ, ვასწრებთ ასტონ ვილას და ვიკავებთ მე-7 ადგილს ტოტენჰემის შემდეგ. არადა ჯერ კიდევ 5 სეზონის წინ ბოლო ადგილზე ვიქნებოდით პრემიერლიგის კლუბებში

ახლა მინდა ხელფასებზე დავწერო კაკ რაზ.
ახლა გვყავს სამი ლიდერი თამაშის დონით - ჰუმი, როისი და გიუნდოგნის მადლი, რომელიც ევროპის ყველა კლუბს უნდა. უნდა გავრისკოთ და 10-11 ლიმონამდე ავუწიოთ ამ სამეულს ხელფასი. წელიწადში დამატებითი 3-3 მილიონის დედა ვატირე, როდესაც კლუბის პრესტიჟზე და სარეპრეზენტაციო სახეებზეა ბაზარი.
ამათ მერე უნდა მოდიოდეს მხითო, როგორც პოტენციური მეოთხე ბურჯი, რომელიც წელს უეჭველი გაიხსნება. მხითოს ახლავე უნდა მივცეთ 6 ლიმონი და 5 წლით გავიხანგრძლივოთ.
ბაჭაჭყანებში არ უნდა გაგვექცეს სადავეები დურმთან, ჰოფმანთან და იოიჩთან მიმართებაში. ეს ბიჭები ჩვენი მომავალია, ისევე როგორც მომავალ წელს დაბრუნებული ბიტენკური.. და შეიძლება ლაიტნერი.
დანარჩენებს, ვისაც 2016 წელს ეწურება კონტრაქტი სადღაც 1-2 ლიმონი ავუწიოთ საშუალოდ, გააჩნია, როგორ ითამაშებენ. ეს არის წელიწადში 135-145 ლიმონი სახელფასო ფონდით - თავის პრემიებით და ყველაფრით. თუ ლიგაზე მეოთხედფინალი დავედით, მთლიანი შემოსავლის 40 პროცენტზე ნაკლები იქნება ეს თანხა, რაც იდეალურ პროპორციებს შეგვენარჩუნებს.
ჭირი იქა, ლხინი აქა,
ული იქა, კლოპო აქა.
This post has been edited by მიხეილ რძე on 24 Jul 2014, 13:43