მოკლედ, დარჩენილი თამაშებიდან, ჩემია ზრით, გადამწყვეტი დაგვრჩა სამი. სიტისთან და ჩელსისთან აპრილში სახლში და ხვალინდელი თამაში გასვლაზე.
მანჩესტერში გასვლას და ტოტენჰემს სახლში არ ვთვლი. ჯერ ერთი, იუნაიტედი ისედაც დემორალიზირებულია და მეორეც, ჩვენ შემდეგ ოლიმპიაკოსთან სახლში აქვთ 2:0 ამოსაქაჩი და მოიესმა ეგ თამაში ###ზე რომ დაიკიდოს და ფანებს არ აჩვენოს, რომ ყველანაირად ეცადა, #####ნავენ სახეს.
რაც შეეხება ტოტენჰემს, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ჩვენთვის ეს ის გუნდი არაა, ვისთანაც ქულები უნდა დავკარგოთ.
ხვალ წყდება რეალურად, აპრილში სიტი და ჩელსი რომ ჩამოვლენ, უნდა გვქონდეს თუ არა მოგების შემთხვევაში რამის იმედი.
საუთჰემპტონი სახლში არის ძალიან მაგარი გუნდი, მითუმეტეს, ერთხელ უკვე გვაჯობეს. ჩვენ კიდე გასვლაზე ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი ვართ.
იტოგში, ხვალ თუ მოვიგებთ, საკუთარ თავს საბოლოოდ მივცემ იმის ფუფუნებას, რომ ჩემპიონობაზე ვიოცნებო. თუ არა და, რას ვიზამთ
This post has been edited by Liddellpool on 1 Mar 2014, 01:02