აი, ამიტომ გააგდო პეპმა მანჯუკიჩი - ხორვატს "ბაიერნში" მომავალი აღარ აქვს"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გერმანიის თასის ფინალში 27 წლის ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი არათუ არ ათამაშა, განაცხადშიც კი არ ჰყავდა შეყვანილი.
ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და როცა პეპს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მიზეზი ჰკითხეს, რეკორდმაისტერის ესპანელმა დამრიგებელმა მხოლოდ ეს თქვა: "მე ასე გადავწყვიტე. სხვა ფეხბურთელებზე ვფიქრობდი!"
მართალია, ამ კომენტარიდან ბევრი არაფერი ირკვევა, მაგრამ ცხადად ჩანდა, რომ მწვრთნელსა და გოლეადორს შორის (მანჯუკიჩმა ბუნდესლიგის გასრულებულ სეზონში 18 გოლი გაიტანა), როგორც იტყვიან, შავმა კატამ გაირბინა.
ცხადია, რომ ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა მომხდარის დეტალურად გამოძიება დაიწყეს და ბევრი რამ გაარკვიეს.
გაზეთ "ბილდის" ექსკლუზიური ინფორმაციით, მანჯუკიჩსა და გვარდიოლას შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ 29 აპრილს, "რეალთან" საპასუხო მატჩის (0:4 მადრიდელთა სასარგებლოდ) შემდეგ დაიძაბა.
როგორც ირკვევა, თამაშის დასრულების შემდეგ გვარდიოლა გასახდელში შეგირდებს ძალიან ემოციურად ესაუბრებოდა. პეპს უთქვამს, ამ კრახისთვის პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ და ბოდიშს გიხდით იმ ტაქტიკისთვის, რომელმაც შედეგი არ მოგვიტანაო. "ბილდი" წერს, რომ მისმა სიტყვამ "ბაიერნის" ფეხბურთელებზე დიდი გავლენა მოახდინა - რაფინია გვარდიოლას თვალცრემლიანი გადაეხვიაო.
ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც გვარდიოლას სიტყვით გამოსვლის დროს პეპისთვის არასასურველი რეაქცია ჰქონდა, მანჯუკიჩი ყოფილა - ხორვატს სახეზე პროვოკაციული ღიმილი დასთამაშებდაო. მანამდე კი, "რეალთან" მატჩის წინ ჩატარებულ ბოლო ვარჯიშზე მანჯუკიჩი მწვრთნელის მითითებებს თურმე ირონიული მიმიკით ხვდებოდა.
გარდა ამისა, ვარჯიშის დროს ხორვატი რამდენიმე თანაგუნდელს ზედმეტად ეუხეშა, რაც პეპს ასევე არ მოეწონა. როგორც ჩანს, ხორვატი თავდამსხმელის ქცევამ გვარდიოლა ისე განარისხა, რომ გერმანიის თასის ფინალში განაცხადს მიღმა დატოვა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პეპს მანჯუკიჩის დანახვაც აღარ უნდა.
"ბილდი" წერს, რომ მარიომ "ზებენერშტრასეზე" თავისი ბარგი უკვე ჩაალაგა და კლუბის ზოგიერთ თანამშრომელს გამოეთხოვა კიდეც. ამავდროულად, მარიოს "ბაიერნის" შეფი კარლ-ჰაინც რუმენიგეც გაყიდვით დაემუქრა და ერთი სიტყვით, ცხადია, რომ ხორვატ თავდამსხმელს მიუნხენურ გრანდში მომავალი აღარ აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"https://twitter.com/juventusfc/status/468459802231074817 This post has been edited by l-e-v-a-n on 20 May 2014, 13:47
სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!