ჯერ მოკლედ დავწერ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, მერე უფრო დაწვრილებით.
დავიწყოთ ხარჯებით, რადგან ყველას ფინანსები აინტერესებს პირველ რიგში.
თამაშის ბილეთზე ივარაუდეთ სადღაც 30-50 ლარი.
გზის ფული წასვლა წამოსვლა 50 ლარი (გიკვირთ ხო? ასეა)
ბინის ქირა იქნება დღეში 100 ლარი 4 კაცზე.
დანარჩენ ხარჯებსს გააჩნია ეხლა შავ ხიზილალას შეჭამთ თუ აქედან წაღებულ ზეიკიძის კალბასებს
მოკლედ ჭამა-სმაზეც 100-150 ლარი რომ იანგარიშოთ და 3 დღით რომ წავიდეთ კაცზე გამოვა დაახლოებით 300-400 ლარი. 300 გაჭირვებით ცხოვრებაა, 400 საშუალოდ.
ეხლა წასვლას რაც შეეხება: ჩვენ ტრაბზონში ჩემი მანქანით წავედით პირველად, მერე ბაქოშიც ასე ვაპირებდით, მაგრამ ყველამ გვირჩიეს რომ არ ღირდა, რომ წავედით ამაში დავრწმუნდით. ყოველ ფეხის ნაბიჟზე გაგწეწავენ, იმის მერე იქ არაფერი შეცვლილა ისევ ალიევია და სულ ეგ იქნება.
ჩვენ ორთაჭალის ავტოსადგურიდან წავედით ავტობუსით და შევცდით, რა ვიცოდით. ეს ავტობუსი ჯერ მარნეულში წავიდა, იქ ძალიან დიდი ხანი იდგა, მერე წითელ ხიდზე წავედით და იქაც დიდი დანი მოუნდა გადასვლას, 3-4 საათი დავკარგეთ ჯამში.
ასე უნდა გავაკეთოთ: აქედან ჩავდივართ წითელ ხიდზე ჩვენი ხოდით, ან ვინმეს ვთხოვთ ან მარშუტკით ან ტაქსით, იქ მალევე გადადიხარ ფეხით, აზერბაიჯანის მხარეზე რომ გადავალთ იქვე არიან ვალუტჩიკები, ფულს გადავახურდავებთ და იქვე მოვახტებით ავტობუსს, ყველა ბაქოში მიდის იქიდან, 10 მანათია ბილეთის ფასი ბაქომდე, ეს 21 ლარია.
უკანა გზაზეც იგივენაირად წამოვალთ.
მატარებელი ღირს ძალიან ძვირი, მგონი 100 ლარზე მეტია.
სულ ეს არის რაც მინდოდა მეთქვა. მოკლედ დავწერ მეთქი თავიდან ვთქვი და შევედი როლებში.
This post has been edited by internazionale on 29 Aug 2014, 17:08