მინდა, აქაურებმაც წაიკითხოთ ^_^
ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ 2005 წელს რობერტ ლევანდოვსკის მამა გარდაეცვალა და დედას რომ ფინანსურად დახმარებოდა, გადაწყვიტა ფეხბურთით დაკავებულიყო. მისი პირველი ხელფასი დაახლოებით 250 ევრო იყო. მაშინ "დელტაში" თამაშობდა. ამ კლუბმა გარკვეული პერიოდის შემდეგ არსებობა შეწყვიტა და რობერტი "ლეგიაში" გადაბარგდა. მან ტრავმა მიიღო და გარკვეული ხნით თამაშს გამოეთიშა, ის ლაზარეთში იწვა. როგორც აღმოჩნდა, გუნდიდან გარიცხეს. როცა ლაზარეთიდან დაბრუნდა, მას მიაჩეჩეს თავისი დოკუმენტები და უთხრეს,რომ კლუბის წევრი აღარაა. დედამისი იხსენებს, როგორ მაიკითხა რობერტს ვარჯიშიდან წამოსაყვანად, ის კი დოკუმენტებით ხელში, დაბნეული იდგა და ცრემლები მოსდიოდა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ რობერტს მისმა ნაცნობმა მწვრთნელმა მარეკ კშივიცკოვმა ურჩია, რომ კლუბ "ზნიჩ პრუშკუვში" ეცადა ბედი. ეს მეოთხე დივიზიონის კლუბი იყო, დიდი პოპულარობით არ გამოირჩეოდა. რადგანაც ფინანსური პრობლემები ჯერ კიდევ აწუხებდა, რობერტმა გადაწყვიტა დათანხმებულიყო შემოთავაზებას.
რადოსლავ მაევსკი, იმდროინდელი პოლონეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, რომელიც "პრუშკუვში" თამაშობდა იხსენებს: "მახსოვს, პირველად როგორ გამოჩნდა ვარჯიშზე. ადვილად შეატყობდით, რომ გამოუცდელი ბიჭუნა იყო. ის ცოტათი კოჭლობდა, ერთი ფეხი მეორეზე მოკლე ჰქონდა. თავდაპირველად ამაზე მთელი გუნდი იცინოდა. პირველ ვარჯიშზე ფორმისა და ბოტასების გარეშე მოვიდა და თამაშისას 5 100%–იანი მომენტიდან ვერც ერთის გამოყენება ვერ შეძლო. ხანდახან ბურთსაც კი ვერ ურტყამდა ნორმალურად. ვარჯიშების შემდეგ რჩებოდა და აგრძელებდა ბურთთან ვარჯიშს"
რობერტს მაშინდელი ხელფასი მხოლოდ საცხოვრებლის ქირის გადასახდელად და "პრუშკუვამდე" გზისთვის ჰყოფნიდა. 22 ფეხბურთელიდან 20 სტუდენტი იყო, ამიტომ, გუნდს ზედმეტსახელად "სტუდენტებს" ეძახდნენ. დრო გავიდა და ვარჯიშმა შედეგი გამოიღო – 18 წლის რობერტი საუკეთესო ბომბარდირი გახდა 15 გოლით, ხოლო "ზნიჩმა" უდიდესი პოპულარობა მოიპოვა.
დროთა განმავლობაში რობერტით ბევრი გუნდი დაინტერესდა, მათ შორის "დორტმუნდის ბორუსია". იაკუბ ბლაშიკოვკისთან კონსულტაციის შემდეგ, რობერტმა მიიღო გადაწყვეტილება გერმანიაში გადაბარგებულიყო. როგორც გაირკვა, ეს მის ცხოვრებაში გარდამტეხი სვლა აღმოჩნდა.
"თავდაპირველად ძალიან მიჭირდა გერმანიაში. პირველი თვე აბსოლუტურად ვერ ვსაუბრობდი გერმანულად. მერე ნელ–ნელა დავიწყე სამწვრთნელო შტაბისა და პარტნიორების გაგება. რა თქმა უნდა, ბლაშიკოვსკი და პიშეკი ამაში დიდად დამეხმარნენ, მაგრამ მათ გარეშე ენას გაცილებით მალე ვისწავლიდი (იცინის). "
დორტმუნდის შემდეგ ლევანდოვსკის კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა მოუხდა – მან "მიუნხენის ბაიერნი" აირჩია თავის მომავალ კლუბად. როგორც თვითონ ამბობს, მას უნდა "ბაიერნთან" ერთად ბევრი ტიტული მოიგოს და ეს მისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
წარმატება, რობერტ! ჩვენ შენი იმედი გვაქვს!
––––––––––––––––––––
Natalie Tarashvili
https://www.facebook.com/503146609707533/ph...?type=1&theater