შესვენებაზე რომ შევიდნენო გასახდელში, ბავშვებივით ღნაოდნენო ყველა, წარმომიდგენია რა ამბავი იქნებოდა

სკოლარის უთქვამს, გამაგრდით ახლა და 10 ბურთით არ წავაგოთო

1:2 წააგეს მეორე ტაიმი, ყოჩაღ-თ
ოპტიმიტური ხედვა: მარტო ასეთ დარტყმას შეეძლო გამოეფხიზლებინა, 1:2 ან 1:3 წაგებაზე არ იქნებოდაო რეაქცია, ახლა ყველაფერი უნდა შეცვალონ. 50-ის კატასტროფის შემდეგ 5 მსოფლიო მოიგეს

, ახლაც იმედია კარგად დაიბოღმებიან და ნიჭზე გააკეთებენ აქცენტს
ახლა უფრო დააფასებენ ზიზინიოს, ადემირს და მოასირსაც, რომელიც ძალიან კარგი მეკარე იყო, არამარტო უბრალო ხალხი ექცეოდა საშინლად ცუდად, არამედ ცნობილი (ზაგალომ 94-ში გასახდელში არ შეუშვა, თარსი ხარო. სამსახურში არსად არ იღებდნენ, მაღაზიაში შედიოდა და ხალხი გადიოდა, არ ყოფილა ხომ მარტო მოასირის ბრალი?

)
ერთ-ერთი უდიდესი გაზეთი გამოვიდა გარეყდაზე ,,ჩვენი მილოცვები - 50-ის ვიცე-ჩემპიონებს, ახლა ვიცით, რა არის ნამდვილი გაწბილება"
,,მარაკანასო" და ,,მინეირასოს" გარდა მსგავსი ეფექტის თამაშები მსოფლიოზე:
ინგლისი 3:6 უნგრეთი ,,საუკუნის თამაში" პირველი წაგება ინგლისის თავის მოედანზე, ბევრის აზრით ყველა დროის საუკეთესო თამაში
უნგრეთი 2:3 გერმანია ,,ბერნის სასწაული" 32 თამაში ანადგურებდა ,,ოქროს გუნდი" ყველას
შვედეთი 2:5 ბრაზილია პირველი ჩემპიონატი, რომეიც ტელევიზიით გადაიცემოდა
ინგლისი 4:2 გერმანია ბახრამოვი
იტალია 4:3 გერმანია 5 გოლი დამატებით დროში, ყველა დროის შეიძლება საუკეთესო შეხვედრა
გერმანიის დემოკრ. რესპუბლიკა 1:0 გერმ. ფედერაციული ამბობენ ძალით წააგეს სახლში ,,ფედერალებმა", სიკვდილის ჯგუფი (მეორე ეტაპზე) აიცილეს ამით თავიდან და ბოლოს ჩემპიონებიც გახდნენ
არგენტინა 2:1 ინგლისი ღმერთის ხელი
დანია 2:0 გერმანია იუგოსლავიის დისკვ. გამო მოხვდნენ, გერმანიამ ,,არდადეგებზე" მყოფ გუნდთან წააგო
სასაცილოა, რომ სკოლარის დარჩენა ნდომებია

თავისი ნებით არ მიდის
2 ბრაზილიელს ,,გამოუცნია" 1:7

ერთმა ტელევიზორი მოიგო

და მეორემ ბარში ,,გაარტყა". ერთმა ჰოლანდიელმა კი 200 ევრო დადო და 1.3 მლნ მოიგო
მხოლოდ მეოთხე მარცხია ბრაზილიაში ევროპულ ნაკრებთან

აქამდე 56-ში ჩეხოსლოვაკიამ მოიგო 1:0, 80-ში საბჭოეთმა 2:1 (სულაქველიძე, ჩივაძე, ჩელებაძე მონაწილენი) და 84-ში ინგლისმა 2:0
ნეიმარი კაი კაცია? მე-7 გოლზე ვისთანაც უყურებდა (მგონი განსოც იყო) უთქვამს, ვთიშავო და პოკერის თამაში დავიწყოთო (უთამაშია)
ზაგალო კომენტარზე უარს აცხადებს (ისე ჩუმად იყო მეთი მკვდარია) და ფინალს დაესწრებაო, ბრაზილიურ პრესაში გვარდიოლას ითხოვენ, განსაკუთრებით ექს-ფეხბურთელები, ეგ თუ დაგვიბრუნებს ძველ ,,ჟოგო ბ"-სო