ტაკ
პრადალჯენია სლედუეტ

1950 წელი
ბრაზილია, ურუგვაი, ესპანეთი, შვედეთი.
ისევ შვედები ანდერდოგები
ეხლა მავანი შემკამათება რაგინდა ორჯერ ზედიზედ საუკეთესო ოთხეულში მოხვდნენო მაგრამ
პირველი ისტორია იხილეთ ზემოთ.
1950 წლის ამბავი ესეთია
ჯგუფში ყავდათ იტალია, პარაგვაი და ინდოეთი

ინდოეთი საერთოდ არ გასულა მოედანზე.
იტალიას ტორინოს ტრაგედია ახალი გადატანილი ქონდა და ის გრანდ ტორინო იყო იტალიის ნაკრების საბაზო გუნდი.
მოუგეს მათ 3:2, ფრე საკმაოდ სუსტ პარაგვაისთან და ესე შეძვრნენ 4-ეულში.
1954
უნგრეთი, ურუგვაი, ავსტრია და გერმანია
ჯერ თავისთავად გერმანიის მოხვერდა 4-ეულში სენსაცია იყო
და მერე ავსტრიის
ეს უკვე სხვა ავსტრიაა აღარ ყავს შიკელგრუბერი და საერთო მეორე მსოფლიოს მერე დაკარგეს ევროპული გრანდის სახელი
1958
ბრაზილია, საფრანგეთი, შვედეთი და გერმანია
თითქოს ლოგიკურია რომ მასპინძელი 1/2 ფინალს თამაშობს მაგრამ მისი მოგება არავის ჯეროდა მაინც
ბრაზილია-საფრანგეთი შეირაცხა ნაადრევ ფინალად
1962
ბრაზილია, ჩილე, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია.
უფსკრული აშორებდათ ამ გუნდებს ბრაზილიასთან.
1966
ინგლისი, გერმანია, პორტუგალია, საბჭოთა კავშირი
პორტუგალიას იქამდე არაფერი ქონდა გაკეთებული სანაკრებო დონეზე მაგრამ იმ მუნდიალზე დაგლიჯეს.
მისი მოგება არავის გაუკვირდებოდა, მაგრამ აი საბჭოთა კავშირს რო აეწია თასი მართლა სახტად დარჩებოდა ყველა ალბთა გარდა ხრუშოვისა

1970
ბრაზილია, ურუგვაი, იტალია, გერმანია
ურუგვაი რომელიც გავიდა ისეთი გოლით რომელიც არ უნდა ჩათვლილიყო საბჭოთა კავშირთან
სამივე ნაკრებთან იყო აშკარა აუტსაიდერი
74 და 78 წლესბ ვტოვებ იმიტომ რომ ამ წელს ნახევარფინალები არ იყო
და მათ ინტრიგაზე საუბარს აზრი არ აქვს
1982 წელი
იტალია, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი.
პოლონეთს რომ უცბათ ბრაზილია, არგენტინა გამოვლილი იტალია გაეჩერებინა 1/2 ფინალში ეგეთი მკრეხელური აზრი არავის მოსვლია

1986 წელი
არგენტინა, გერმანია, საფრანგეთი და ბელგია.
აქაც ბელგია სიმპათიური გუნდი კი იყო მაგრამ ამ სტადიაზეც მიზერულად განიხილებოდა მისი შანსი მოგებისა.
1990 წელი ვთქვით ზემოდ

1994
ბრაზილია, იტალია, ბულგარეთი, შვედეთი.
ბულგარეთი და შვედეთი ერთროულად 2 გუნდი რომელმაც მაქასიმუმის მაქსიმუმს მიაღწია ამ სტადიაზე.
1998
საფრანგეთი, ბრაზილია, ჰოლანდია, ხორვატია.
რა კარგი გუნდი იყო ხორვატია ყველამ ვიცით.
მაგრამ მე არ შემხვედრია ადამიანი ვისაც ჯეროდა რომ ხორვატები თასს აწევდნენ.
ჯერ მოუგებდნენ ფრაგებს მერე კი ჰოლანდია/ბრაზილიის გამარჯვებულს.
2002 წელი. არ დავწერ არაფერს სირცხვილია

2006
იტალია, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია.
თითქოს 4 გრანდი მაგრამ
მაშინდელ ვითარებას თუ გავიხსენებთ პორტუგალიას აკლდა ნახევარი გუნდი.
ზოგი ტრამვის ზოგი კი დისკვალიფიკაციის გამო.
+ ორი უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუხდა.
ასე რომ ძალიან ოპტიმისტი უნდა ყოფილიყავი მათი მოგება დაგეჯერებინა.
2010
ესპანეთი, ჰოლანდია, გერმანია და ურუგვაი.
ურუგვაი სამივესთან აუტსაიდერად ჩაითვლებოდა.
ეს ეხლახანს იყო ამაზე ვრცლად დაწერას აზრი არ აქვს.
წელს კიდე მე შანსებს ესე ვანაწილებ
ბრაზილია 25%
გერმანია 25%
ჰოლანდია 25%
არგენტინა 25%
ოთხივეს შეუძლია თასის აწევა და მოკლედ კაი ამბების მოლონში უნდა ვიყოთ ხალხნო