მე არ ვიცი სხვას რა ამახსოვრდება, მითუმეტეს დიდი დრო რომ გადის, რას იხსენებს ის, უცებ რომ კითხო ვინმე მოხუცს, რა გახსოვს 62 წლის ჩემპიონატიდან?

ის არ იფიქრებს სტატისტიკაზე, ვინ გავიდა პირველზე, ვინ მეორეზე, არამედ ფეხბურთს გაიფიქრებს, ფეხბურთის თამაში ამახსოვრდება ყველაზე მეტად
ასეთ კუთხით, მე არ მჭირდება იქ მილიონი ანალიზები (რომელსაც არ აქვს საზღვარი, ყოველთვის შეგიძლია უფრო მეტად გაანალიზო რამე და ვერასდროს გექნება ,,სრულყოფილი დასკვნა") არამედ უბრალოდ შევეცადო გავიხსენო, რა მახსენდება
90-ში: მახსენდება გასკოინის თამაში, უდაოდ მშვენება იმ ჩემპიონატის. მახსენდება მეკარეების მოგერიებები, გერმანელი მცველების გაუვალობა და ფიოლერის თამაში წინ, მოსვენებას რომ უკარგავდა ყველა გუნდს, ვალდერამა
94-ში: მახსენდება ბაჯოს ფეხბურთი, ის იყო მთავარი ვარსკვლავი ჩემპიონატის, იმდენად გაღმერთებული, რამდენადაც შემდეგ დამცირებული. დუნგას შესრულებული სამუშაო და რომარიოს მიერ გათრევა, როცა უსახურად თამაშობდა ბრაზილია
98-ში: მახსენდება გამარას ეტალონური თამაში დაცვაში, შილავერის ქარიზმა, დავიდსის და კარლოსის დაუღალაობა, ბერხკამპი/რონალდოს გენიალურობები და შუკერის თავდამსხმელობა, რაზეც შეგიძლია თავდამსხმელები აღზარდო, აი ასე ითამაშეო
02-ში: ბალაკი, კანი, იეროს ,,ბორგვა" იმ ლუზერ-გუნდში და ჰაშან შაში

, რა ვქნა ბატონო, მისი ფეხბურთი უფრო მახსენდება, არ მინდა მე ანალიწები და ,,წვლილების" ძებნა
06-ში: ზიდანის ყველაფერი, რომელმაც ყველაფერი დაჩრდილა
10-ში: სნეიდერის ,,კლასიკა", მაიკონის მარჯვენა ფლანგი, ხავი მობილურობა, სუარესის ჟინი და დიახ, მესის ,,ელექტრულობა", რაც არაფერში აისახა, მაგრამ ყველგან იყო, ყოველ მომენტში, არ გამოსდიოდა, მაინც იყო
14-ში: ხამესის გროსმაისტერული ფეხბურთი, ,,სუფთა ფეხბურთით" რომ ვიმსჯელო, კარგა ხანია არავის გავუკვირვებივარ ასე, ან თამაშის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს, მარტო ბაჯოს ფეხბურთს შევადარებდი ,,სრულყოფილებით". მასკერანო, შვაინტაიგერი
კი არ ვამბობ, რომ ,,სხვა არაფერი მომხდარა", მაგრამ ესენი გამყვება გაცილებით მეტი ხანი და გონებაში დამიჩრდილავს სხვა ყველაფერს, სხვა რომ გავიხსენო, ტვინი უნდა დავძაბო
98-ში მათეუსის ფეხბურთი ან ეფენბერგი არ ამოვა ტვინიდან, რონალდოს თამაში სერია A-ში არ ამოვა ტვინიდან, რაის ფეხბურთი 96-ში, კლინსმანები, მიოლერები თუ ზამერები ორიოდე წლით ადრე თუ იმ პერიოდისას, რუი კოშტა, ბატისტუტა, ბუფონი-ტურამი პარმაში, რედონდოს პარადოქსული ფეხბურთი 94-ში, სპეციალურად ვჯდებოდი იუვენტუსის თამაშზე და ველოდებოდი, აბა ზიდანი 1-ს თუ დაკარგავს თქო, 3-ჯერ დაკარგავდა მიკვირდა, ვაიმე 3-ჯერ დაკარგა, ვაიმე 2 პასი არაზუსტად გააკეთა. არაფერიც არ გამომრჩენია, კიდევ უამრავს ვიტყოდი, არ მინდა გადავტვირთო

. რამდენი საგოლე პასი, რამდენი უძლიერესი გოლი გატანილა, საოცრება, რომელიც აღარავის ახსოვს უკვე, ახსოვთ ფებურთის თამაში, რომელიც ყოველთვის მეტია ვიდრე გაელვებები, როცა ფეხბურთზე ვფიქრობ, ასეთი მეფიქრება, ან ვინმეს დაელაპარაკე ,,რა არის ფეხბურთი?" ,,22 კაცი დარბის" იტყვის, შენ რა უნდა უთხრა? ,,4 გოლი და 3 საგოლე პასი გააკეთა" ? თუ ,,ბევრი ირბინა არ გაჩერებულა" ? ამით აუხსნი ფეხბურთს, მას კი არა, შენს თავს, ამით უხსნი ფეხბურთს? ეგ გიყვარს?

ტყუილია ეგ, პირველ რიგში არის ფეხბურთის თამაში, ზოგი ამას ბრძოლით აკეთებს, მაგრამ აშკარად ფეხბურთს თამაშობს. ზოგი იბრძვის, დარბის, უსაფრთდება მომენტს და ფეხბურთს არ თამაშობს, არაფერი გაახსენდება მაგის, თუ არ ჩაიხედა დავთრებში. ბუხვალდი იდეალურად ეთამაშა მარადონას, ახსოვს ეგ ვინმეს? ისევ ჩემნაირებს ახსოვთ, მაგრამ ეგ არაა ის, რაც გიყვარს, არ გამახსოვრდება, ეგ უკანა პლანზეა ყოველთვის.