რომარიო ყავდა ჯერ კიდევ ემერსონ ლეაოს პერუსთან და იქ შეაგდო გოლი
სახლში ითამასეს მორუმბიზე და 1:1 მორჩა რაც ძაან ცუდი შედეგი იყო იმიტომ რომ პერუ იყო ერთი წყალწაღებული და უვარგისი გუნდი
ერთი ნიუკალსში მოთამაშე ნოლბერტო სოლანი ყავდათ ცნობადი ფეხბურთელი
მაგრამ რა დაარტყა ლეოას თავში უცებ არ ვიცი და უკვე კონფედერაციაზე აღარ წაიყვანა სამაგიეროდ ვაშინგტონი ყავდა
რეალურად ფრედზე ცუდი სულ არ იყო უბრალოდ იმ დროს ვაშინგტონი მართლა სირცხვილი იყო

მერე რომ მოაძრეს ლეაო მაგ ტურნირის მერე სკოლარიმ პირველივე თამაშზე მოიწვია რომარიო
რაღაც ერთობლივი პრესკონფერენციებიც მახსოვს და უკაპიტნა კიდეც გუნდს რომარიომ მონტევიდეოში
მაგრამ წააგეს ის თამაში 0:1
მაგის მერე მოდის მალევე კოპა
და იქ უკვე აღარაა არც რომარიო
და მერე ბოლო 5 შესარჩევ თამაშში არც მოუწვევიათ
(2 წააგეს, 3 მოიგეს)
იქამდე ჯერ კიდევ ლუქსემბურგოს დროს ბოლივიას რომ ეთამაშნენ სახლში
სხვათა შორის პირველმა არხმა აჩვენა ეგ თამაში
აი იქ შედგა დიდი სამეული რომარიო-რონალდინიო-რივალდო
და გამოუყვანეს წირვა კიდე ბოლივიელებს 5:0
და მერე იყო ვენესუელასთან გასვლაზე სადაც ჰერთრიკი შეასრულა 6:0
ეხლა ამას რომ ვწერ არ ვამოწმებ და შეიძლება რაღაც მცირე უზუსტობას ვუშვებ
მაგალიტად წინა პოსტში ელბერს რომ ვამბობდი ჟარდელს ვგულისხმობდი
არ ყოფილა ელებერი 2001 წლის კოპაზე
მაგრამ მახსოვს რომრომარიოს მონაწილეობა შესარჩევებში მაგ ოთხი თამაშით შემოიფარგლება
და აქედან 2 თამაში 2000 წელს
იმას კი არ ვამბობ რათ გვინდოდა ეგ ნახევრად ღიპიანი ისედაც გავიდოდითო
უბრალოდ სკოლარიმ არ გამოიყენა რატომღაც
ტრამვებიც იყო მგონი წვრილწვრილი და მაგის ბრალიცააა
მერე მსოფლიოზე უკვე შეგნებულად არ წაიყვანა