ლა ლიგის ჯილდოები კურტუამ და კოშტამ მოიგეს, გაბის მოდრიჩი რა პონტში არჩიეს ვერ მივხვდი, მაგრამ ჯანდაბას
ხილმა მისცა ერთ-ერთ რადიოს საინტერესო ინტერვიუ და მნიშვნელოვან ნაწილებს ამოვკრეფ:
> ხაზინას უკვე 100 მილიონი გადავუხადეთ და ამჟამად ვალი 80 მილიონს შეადგენს !! (ესეიგი 2016-ისთვის ნულზე ამოსვლა ძალიანაც რეალისტურია, ყველაზე მეტად ამან გამახარა

)
> ჯერ არ ვიცით, სტადიონს რას დავარქმევთ, ამჟამად 3 ვარიანტზე ვმუშაობთ. ასევე 3 ოპცია გვაქვს მომავალი წლის მაისურის სპონსორზე

> პიტერ კენიონი რამდენიმე ხანია უკვე, რაც გვეხმარება და მომავალშიც გააგრძელებს ჩვენს დახმარებას
> ვალენსიასა და ვილარეალთან ერთად ჩვენც მოვაწერეთ ვანგთან შეთანხმებას ხელი ახალგაზრდა ჩინელი ფეხბურთელების აკადემიაში მიღებაზე
> შემოსავლის გაზრდა გვჭირდება, ამჟამად 125 მილიონია ჩვენი შემოსავალი, უფრო დიდ გუნდებს რომ კონურენცია გავუწიოთ, 200 მილიონზე უნდა ავიდეთ. ამიტომაც არ ვარ საინვესტიციო ფონდების წინააღმდეგი. ისინი ხშირად დაგვხმარებიან, მაგრამ 51% მაინც ყოველთვის ჩვენი იყო ხოლმე. მათ რეგულაციების დაწესება სჭირდებათ და არა აკრძალვა. რაც შეეხება მენდეშს, მას ჩვენი მხოლოდ ერთი ფეხბურთელის (რაულ ხიმენესის) 50% ეკუთვნის, ესაა და ეს.
> შემოსავლის გასაზრდელად ეკონომიკურ სტაბილურობას უკვე მივაღწიეთ. ახლა ვიწვევთ სხვადასხვა ეროვნების ხალხს კლუბში ინვესტიციების ჩასადებად. ატლეტიკოსთვის კარგია ისეთი ხალხისთვის კარის გაღება, ვისაც შეუძლია გუნდისა და კლუბის გაძლიერება. გლობალური ბრენდები 10ჯერ უკფრო მეტს დებენ ისეთ გუნდებში, ვინც ლიგის მერვედფინალში გადის. 5 წლის წინ საინვესტიციო ფონდები დახმარებით ეს მიზანი დავისახე და ამჟამად უეფას რენქინგში მეექვსე ადგილზე ვართ.
> ატლეტიკო დე კოლკატას 25% უფასოდ გადმოგვეცა ჩვენი გამოცდილების გაზიარების გამო, კიდევ 25%-ის შეძლნა შეგვიძლია, თუ მოვინდომებთ.
ისტორიაშიც ვიქექე ცოტა და ჩვენი პირვლეი მეტსახელი los puppas ყოფილა, ანუ ლუზერები

ახლაც ვამაყობთ ჩვენი მარცხებით და ასეც უნდა იყოს

ნამეტანი პატრიოტი ფანები გვყოლია ადრეც და ახლაც, ულტრას სურივით ფაშისტები არა, მაგრამ მემარჯვენეები და ერთიანი ესპანეთის მომხრეები კი. თუმცა კასტილიური მონარქია არ ევასებათ.