ჰა აბა ვინ ხართ მზად

2 საათიც და დაიწყება ხეტაფესთან თამაში, ყურისძირშია კალდერონთან 'ალფონსო პერესის კოლიზეუმი', შორს არ წასულან ბიჭები

მანამდე კი იმედია ყვეთელი სუბმარინები სევილიას ქულებს აადღლეზენ და მეოთხე ადგილზე გადავალთ

ჩვენი ბოლო 7 გოლი 7-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა, იმედია თავდამსხმელები დღეს უფრო აქტიურები იქნებიან
საერთოდ საინტერესოა ჩოლო რა ფორმაციას აირჩევს მეთორმეტეადგილოსან ხეტაფესთან. იმედია გაცილებით შემტევ 4-3-3-ს, რადგან ხეტაფე მეორე სართულზე ვერაფერი შვილია და სავარაუდოდ დავჯაბნით
თუმცა ამის გამო შეიძლება ისევ გლეხი არჩიოს ანტუანს

და 4-4-2-ით ვიჯახიროთ ასე მესამოცე წუთამდე

მეორე სართულზე ვერაფერი შვილია კიარადა საშინელებაა ხეტაფე - მოგებული და წაგებული საჰაერო დუელების მიხედვით
ბოლოდან მეორე ადგილზე არიან -4.0 ნიშნულით. ჩვენ პირიქით, მეორე ადგილზე ვართ +5.7 მაჩვენებლით. იმედია მანჯუ გამოიყენებს ამას და მიზანს გაისწორებს. პრინციპში ის უფრო გამიხარდებოდა, ფეხით მეტი გოლი რომ გაგვქონდეს, მაგრამ გოლი გოლია

სტანდარტებით ისე ლა ლიგაში გვჭირდება ხოლმე გატანა, თორემ ლიგაზე ღია თამაშიდან მეტი გოლი გვაქვს გატანილი, ვიდრე სტანდარტებიდან
იმათი ყველაზე სახიფათო ტიპი მარჯვენა შემტევი ქარიმ იოდა(

)ა, რომლის შეჩერებაც სიკეირას დაევალება, რადგან ანსალდი არ ითამაშებს (ისევე, როგორც ტიაგო)
სიკეირას აშკარად წინ წასვლა უკეთ გამოსდის (გამოჩნდა კიდეც მალმიოსთან) და ვნახოთ დაცვაში როგორია. ისე კი იოდა იყო ის ტიპი, სოსიედადთან ვინც ამათ მოაგებინა
კოზმინ კონტრამ (იმათი მწვრთნელი) მოგება გვინდა და კარგია, რომ ატლეტიკოზეა წნეხიო. მოკლედ მეორე ნომრობას აპირებს და არაფერია გასაკვირი
ჩოლომ - ჩვენს არსენალში არსებული ყველა იარაღის გამოყენებას შევეცდებითო. იმედია მინიშნება იმაზეა, რომ სულ ჩაწოდებებზე არ გავაკეთებთ აქცენტს და კომბინაციებითაც შევუტევთ, ანუ ანტუანს მიეცემა სასტარტოც და მეტი წუთიც <3
This post has been edited by Darker Side on 26 Oct 2014, 21:38
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)