25 გვერდზე ასულა თემა

მოკლედ არც აქ შემომიხედავს გუშინ და პირდაპირ ფბდან დავაკოპირებ ჩემს პოსტს
იყო გუშნ მოთქმაი და გოდებაი საკვირველი? :დ აღარ შემომიხედავს სპეციალურად თამაშის მერე :დ მოკლედ ჩემი მოსაზრება:
შტეგენი - ეჭვი მაქვს გუშნ დაეჯვა ბევრი და ის არავის გაახსენდა ტიპს ერთი თამაში რომ ათამაშეს მარტო მთელ სეზონში და მსგავს მეკარის როტაციებს რ ამოყვება კასილასის მაგალითზეც ვნახეთ წინა წელს.
ალბა- არწყევინა მოურამ არადა როგორი იმედი მქონდა რა კარგად დაიწყო სეზონი
მატიე - უნდა მივეჩვიოთ იმ აზრს (მე მიჩვეული ვიყავი) რომ ნებისმიერი მაღალი დონის შემტევი ამასაც ალბაზე უარესად არწყევინებს
მასკე - გუშნ ხალხი იძახდა არ დაგვანახოთ დაცვაშიო და შეცდომა არ დაუშვია არადა კავანისაც რა ბურთი ააცალა მოკლედ კარგი იყო
დანი - ჰეითეეერზ :დ რაც არ უნდა აგინოთ ფაქტია რომ ალბას ჩაჯმის ფონზე ერთადერთი ფლანგი გვქონდა საიდანაც დანი უტევდა და 30 წლის კაცი ცხენივით დარბოდა და მცველებს შორის ყველაზე პროდუქტიული იყო
ბუსკე - ნორმალური იყო მაგრამ მე მინდა საუკეთესო ფორმაში მყოფი. ხაზებს ვერ აკავშირებდა რაც ევალება
რაკიტიჩი - კროოსს აღარ შეადაროთ თვით თორნიკემაც კი. კარგია ივანა მევასება მაგრამ ის დონე ვერაა რაც საჭიროა იმედია გაიზრდება და 60კ ადამიანის სტვენა აღარ შეაშინებს . ჩაჯმული დარბოდა გუშინ
ინი - ვერ შეასრულა ბოლომდე რაც ევალებოდა ალბას მოჯმულ ფლანგს ეხმარებოდა და ბოლომდე ვერ გამოავლინა რაც შეუძლია თუმცა რამოდენიმე გენიალური პასი მაინც დადო
ნეი - ბევრი ირბინა გოლიც შეაგდო მაგრამ ცოტა მეტი მინდა მე ნეიმარისგან თუმცა სხვებთან შედარებით კარგი იყო
მესე - ახალ როლს თუ გავითვალისწინებთ ძალიან კარგი იყო საჭირო დროს აფეთქებებიც და მოკლედ ეგ რომ არა არ ვიყავით იმ 2ის გამტანიც
ვედრო - ###
ზოგადად არ იყო ტრაგედია ეს თამაში ახალი მწვრთნელი სეზონის სტარტზე გასვლა პარიზში და ყლატიე დაცვაში. მარკინიოსს რომ დედამისისგან არ გამოეძრო ის გოლი 3-3 იქნებოდა და მორჩა. ტრაგედია არ მომხდარა მთავარია ეხლა პიკე დააყენოს დაცვაში და ვერმო თუ ათამაშდა ეგ არის . ჰო კიდევ ჩავიზე დამავიწყდა გენიალურია ასეთ თამაშებში რაკიტიჩის ნაცვლად მინიმუმ მეორე წრემდე დავაწყებინებდი . მოკლედ ყველაფერი წინაა