ამის მეტი არაფერია, რა მიზნები აქვთ ინდივიდუალურად მომავალი კვირებისთვის

მეკარეები
ბრავო - შეინარჩუნოს დამაჯერებლობა და მშრალად შეინახოს კარი
ტერ შტეგენი - პსჟ-სთან საბოლოოდ აჩვენოს, რომ კარგ გზაზეა
მასიპი - მოემზადოს კოპადელრეის შესაძლო თამაშისთვის
მცველები
ალვეში - მისი სტატუსის და ავტორიტეტის მქონეს გაცილებით მეტი მოეთხოვება, ვალდებულია სულ ცოტა ბოლო თამაშებზე უკეთესად წარმოაჩინოს თავი
დუგლასი - გამოჩნდეს მინდორზე და მისი მყიდველი გაამართლოს
მონტოია - დუგლასისგან განსხვავებით ჩუჩო მას კარგად იცნობს, რადგან არ თამაშობს, ესეიგი მიზეზიც არის. ვარჯიშებზე მეტი უნდა აჩვენოს
პიკე - ყველაზე დელიკატური საქმე. მოთმინება უშველის და მოედნის მიღმა მწვრთნელისთვის მოსაწონი ქცევა
ბარტრა - დაცვაში უნდა მოუმატოს, ზოგჯერ ავიწყებდა და ნახევარმცველ-გარემარბივით თამაშობს
მასკერანო - სტაბილური, შეინარჩუნოს ამჟამნდელი ფორმა
მატიე - გუნდთან ერთად მცირედით აუარესებდა თამაშს, შეიძლება პოზიციის ცვლილებამ იმოქმედა. აღიდგინოს ძველი ფიზიკური ფორმა
ვერმალენი - არსენალის საუკეთესო გოლი ბარსას კარში, მიზანია, რამეში გამოსაყენებელი გახდეს
ალბა - გააუმჯობესა თამაში, უკან შეცდომებს უნდა მოუკლოს, ისე რომ წინ თამაში არ გააუარესოს
ადრიანო - ალვეშს გაუწიოს რეალური კონკურენცია
ნახევარმცველები
ბუსკეტსი - ფიზიკური ფორმა აღიდგინოს, პოზიციები ნაჩქარევად არ დატოვოს და თავით თამაშით უფრო მეტი სარგებლობა მოუტანოს გუნდს
რაკიტიჩი - ტოტალური ფეხბურთელი სტარტზე და ახლა ძალიან ნელი. დაიბრუნოს რიტმი და ადრინდელი მონდომება
ხავი - დაცვაში სისუსტეს ახლა ვერ მოაგვარებს, რეკორდებს შეუტიოს
ინიესტა - ერთ-ერთ ლიდერად შეგულებული, უნდა წარუძღვეს გუნდს
სერხი რობერტო - კიდევ ერთი არაფრისმთქმელი სეზონი, უნდა გამოიჩინოს მეტი ინიციატივა
რაფინია - თამაშის შექმნაში და ბარსას შეტევებისას თავისი წილი ავტორიტეტის მოპოვება
თავდამსხმელები
მესი - დაივიწყოს ზარა და ფრთხილად იყოს უკანა ზონებში ბურთის შენარჩუნებისას, მისი ახალი როლი მეტად მოითხოვს სიფრთხილეს
სუარესი - კრეფს ფორმას, მხოლოდ გოლი აკლია და იქნება კიდეც
ნეიმარი - რაღაც მიზეზის გამო ბოლომდე ჩუჩოს მისი თამაში არ აკმაყოფილებს და ცვლის ხოლმე. ნაკლებად იცანცაროს

პედრო - 3 წლის წინანდელს მინიმალურად რომ დაემსგავსოს, საკმარისი იქნება
მუნირი - პარალიზებული ჩანს, არადა ცხოვრების ნახტომის წინაშეა, გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა ხელს ვერ უწყობს
მესის პედრო-მუნირისთვის 1 პასიც არ მიუცია, იმათ ორივემ მხოლოდ თითო პასი, არადა სუარესი რომ შემოვიდა მესიმ 5-ჯერ მისცა ტაიმში, როცა ყველაზე მეტი რაკიტიჩს - 6 (მთლიან თამაშში). სუარესიც ყველაზე მეტად მესის ეძებდა, 4 ზუსტი პასი
გვარდიოლას სახლთან შეხვდნენო, კი იყო უთანხმოება, მაგრამ ახლა პიკემ რჩევა კითხაო

. ჩუჩასთვის რიგით ბოლო მცველიაო (ვერმალენზე უკან?

) და იანვრიდანაც ალბათ იფიქრებსო წასვლას. დიდის ამბით შეხვნენ და დაემშვიდობენ ერთმანეთსო.
მიმაგრებული სურათი