ფიესტაროცა მექნება დრო, ვნახავ, სათითაოდ არის და მეზარება მაგ ზონების ამოხიკვა

, ზონებს ალბათ ,,საშუალო პოზიცია" ჯობია, უფრო ჩანს, ვინ იქნება მეტოქის კართან წინ :დ
ფილმებზე მეც ვიტყვი
https://www.facebook.com/gennariello1927?pnref=lhc.recent ამის გარდა დაივიწყო უნდა კაცმა ,,კინემატოგრაფია" (რასაც ახლა გვაყურებინებენ, დრაკულებიო და კუნინძები და ჰერაკლესებიო

), მინიმუმ იქამდე, სანამ არ ამოწურავ

კოენებიც კი არ მიღირს ამ ფონზე
კრისტიანოზე კი ჩვენდა სამწუხაროდ, აი იგივე ჩარლტონის ამ დღეებში ნათქვამი ნახეთ, იგივეს ამბობს რასაც ადრე მესიზე ამბობდა

წელიწადნახევარიც ასე და პელე-მარადონას მერე მაგის სახელთან დაატრიალებენ, რეალობა ასეთია, ჯერჯერობით კი იკავებენ თავს იგივე ხენტო

(მესის N1 ფანი, მადრიდისტობის მიუხედავად, დღევანდელ ას-ის ინტერვიუში კრისტიანოს დი სტეფანოს დონეზე აყენებს), იქამდე ჯერარდი თუ როჯერსი იღვრებოდა ქებად, სულ ახლახანს (ორიოდე დღეა), რუნიმაც თქვა (ადრე პირიქით ამბობდა), აი ახლა ჯობნის კრისტიანოო და ა.შ.
(სანამ პიარი გადივლიდეს ეგრე იქნება :დ, ეგ პიარი მესისაც ეხებოდა და რონალდინიოსაც, ამიტომ არასდროს ამიფრენია ცაში. პიკზე ფეხბურთელს არასდროს ვაფასებ, სხვანაირი ,,სისტემა" მაქვს :დ)
მეც გავერევი კამათში რაც იყო წინა გვერდზებზე, ზიდანი მეც არასდროს მომწონდა, მაშინაც, როცა რეალთან არავითარი კავშირი არ ქონდა, მუდმივად ფიგუსთან ვაპირისპირებდი და იმიტომ :დ, მაგრამ არ მოწონებულიც აღმაფრთოვანებდა და უბრალოდ ვიჯექი და ვითვლიდი მის გაკეთებულ არაზუსტ პასებს ან დაკარგვებს, პირველად მაშინ მომინდა ,,სტატისტიკა" :დ, ქებაც არასდროს დამცდენია, კარიერის ბოლომდე, ერთ ამხანაგურში, ამერიკულ ტურნეზე, ისეთი ფინტი გააკეთა, უბრალოდ მისმა სიდიადემ ბოლომდე ჩამკრა თავში (ხომ ვამბობ, სხვა სისტემა მაქვს შეფასების :დ) და საბოლოოდ აი მსოფლიო თასს რომ ჩაუარა, მაშინ ვიწამე

)
მესიზე კი ვიტყვი, მუდმივად ჩემს მეხსიერებას და ვისაც მე ვუყურებ (იგივე ექს-ფეხბურთელების) შემორჩება არა რაღაც სტატისტიკები, არამედ მაგისი ნათამაშები ფეხბურთი 2006-დან 2010-მდე, იგივე ჩელსისთან, პატარა ბავშვს რომ ვერ აჩერბდნენ და მსგავსნი), ახლა სხვა მესია და იმედია სხვა დონეზე აიყვანს სიდიადეს, იმედია ტოტის ასაკამდე ითამაშებს და მსგავსად, ამ შემთხვევაში გარანტირებული აქვს N1-ი :დ - რისთვისაც არ კმარა მხოლოდ ინდივიდუალურად სჯობდე სხვას, გუნდურად უნდა შეგექმნას ეპოქა, რაც გვარდიოლას ბარსათი მესიმ შექმნა)
მარკა-ფსონი ოქროს ბურთზე: კრისტიანო 1.1, მესი 9, ნოიერი 11, მიულერი 21
კატ-ფედერაციის პროგრესული მოთამაშის პრიზი მიიღო სამპერმა, პუიოლს კარიერა დაუფასეს
სანაკრებო ხალხი ამ პაუზის დროს
ატლეტიკო 16, ბარსა/რეალი 14, ვალენსია 9, სევილია/მალაგა 8 (21-წლამდეც ითვლება), პრიმერას მხოლოდ 2 გუნდს არ ყავს ნაკრების ფეხბურთელი, ესპანიოლს მხოლოდ 1 :გავარდი: