ვიქტორ ვალდესმა MUTV-სთან პირველი ინტერვიუ გუშინ, "იუნაიტედთან" კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ ჩაწერა.
- როგორი შეგრძნებაა იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი?
- "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გაფორმება ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო. ჩემთვის ურთულესი პერიოდი იყო ტრავმის მიღებიდან მოშუშებამდე. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ლუი ვან გაალს, რადგან მომცა უფლება ისევ მემუშავა მასთან და მის გუნდთან ერთად. ეს ცვლილება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი ტრავმა იყო ძალიან, ძალიან მძიმე. "იუნაიტედმა" და ყველა მათგანმა, რომლებიც "იუნაიტედის" გარშემოა გადამარჩინეს მე. ძალიან მადლობელი ვარ მათი და მენეჯერით, რომელიც მაძლევს შანსს ვიყო "იუნაიტედის" მოთამაშე.
- როგორია თქვენი შთაბეჭდილებები გუნდსა და მოთაბაშეებზე?
- პირველ დღეს, როცა Aon-ის სავარჯიშო კომპლექსში მივედი,დავინახე დიდი წითელი ასოებით ეწერა - "მანჩესტერ იუნაიტედი". ჩემთვის ეს ოცნებას გავს. მე ვთამაშობდი "ბარსაში" დიდი ხნის განმავლობაში ის ასევე დიდი კლუბია, ეს გუნდი მე ძალიან მიყვარდა. ვფიქრობ, "იუნაიტედიც" იგივეა. ეს დიდი კლუბია, რომელსაც უამრავი ქომაგი ყავს. "იუნაიტედის" ფანების ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობდი, როცა მანჩესტერში დავსახლდი. ვფიქრობ, ეს გუნდი ერთი დიდი ოჯახია, ისევე როგორც ეს "ბარსაში" იყო. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ვიყო ნაწილი "მანჩესტერ იუნაიტედის" ოჯახისა.
- თქვენ თქვენი ტრავმა ახსენეთ. ახლა სრულ მზადყოფნაში ხართ?
- ვიმედოვნებ. ძალიან კმაყოფილი ვარ აღდგენითი პროცესით და ძალიან ბედნიერი, რომ გავალ მოედანზე, როგორც მოთამაშე. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
- კლუბში საკმაოდ ბევრი ესპანურად მოლაპარაკე ფეხბურთელია. დაგეხმარებათ ეს?
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ვფიქრობ ეს ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჩემი აღდგენითი პროცესისა. მე ბევრ ჩემს მეგობართან ერთად ვიყავი, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში შევიძინე. თუმცა ასევე სხვა ბიჭებთან ერთადაც. უეინ რუნი, კაპიტანი, ჩემს მიმართ პირველივე დღიდან ფანტასტიურად იყო განწყობილი. ამაზე მეტს ვერ მოვითხოვდი, მე მადლობელი ვარ კლუბის.
- "ბარსაში" დებიუტის ჩატარების შანსი ლუი ვან გაალმა მოგცა. რამდენად მნიშვნელოვანი პიროვნებაა ის შენს კარიერაში?
- ყოველთვის ვიძახდი, რომ ლუი ვან გაალი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელია. როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი ხარ და მწვრთნელი შანსს გაძლევს ითამაშო "ბარსას" პირველ გუნდში - 20 წლის ვიყავი, როცა მწვრთნელმა ეს შანსი მომცა - ის შენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხდება. ჩვენ ახლაც ერთად ვართ და მან კიდევ ერთი შანსი მომცა ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის უდიდესი პატივია ვითამაშო ლუი ვან გაალის ქვეშ.
- ახლა თქვენ დავიდ დე ხეასთან ერთად მუშაობთ. რას ფიქრობთ მის განვითარებაზე?
- ვფიქრობ, ახლა, ამ მომენტში, ის მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა. მისი პერფორმანსი ყოველ დღე და ყოველ მატჩში მის ძალიან მაღალ დონეს გვიჩვენებს. მას ძალიან კარგი წელი ქონდა და ეს ძალიან კარგია. ახლა, ვფიქრობ, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა.
- აპირებთ მისთვის კონკურენციის გაწევას?
- მე აქ ვარ იმისთვის, რომ ყველას დავეხმარო. ჩემს კარიერაში ყოველთვის ვთამაშობდი იმისთვის, რომ დავხმარებოდი ჩემს თანაგუნდელებს, დავხმარებოდი მწვრთნელს, დავხმარებოდი ყველას. მე ამ გუნდის ნაწილი ვარ და არა პრობლემა, მე მხოლოდ გუნდის ნაწილი ვარ. თუ მე ვთამაშობ, ყოველთვის მხოლოდ კარგ თამაშზე და თანაგუნდელების დახმარებაზე ვფიქრობ. დავეხმარო მათ მატჩის მოგებაში.
- შენს კარიერაში უამრავი ტიტული მოგიგია, რა ამბიცია გაქვს ახლა?
- იგივე ტიტულები! როცა შენ ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულები გაქვს მოგებული, ეს ნარკოტიკივითაა. გინდა კიდევ მოიგო, ეს საოცარი მომენტი ისევ იგრძნო გულშემატკივრებთან ერთად, შენს ოჯახთან ერთად, შენს თანაგუნდელებთან ერთად. ჩემი ამბიცია ყველა მატჩისა და ყველა ტიტულის მოგებაა.
- "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ ერთხელ გითამაშია "ბარსელონას" მაისურით, ახლა კი "იუნაიტედის" მაისურით მოგიწევს.
- დიახ, ჩემთვის ეს ოცნების ახდენაა. "კამპ ნოუს" შემდეგ, ვფიქრობ ეს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი სტადიონია. როცა ხედავ ამ ატმოსფეროს, შეიძლება, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაშობ "ოლდ ტრაფორდზე" , მაშინაც ბედნიერი ხარ, რადგან "ოცნების თეატრი" ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ფეხბურთელებისთვისა და ფეხბურთის ისტორიისთვის. ახლა, მე "მან.იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ და ეს ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის.
- ბარსელონაში დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდი. როგორ შეეჩვიე ინგლისსა და მანჩესტერს?
- აქ ცივა და ყოველთვის წვიმს (იცინის)! ასევე, აქ უფრო ბნელა. როცა ესპანეთში საღამოს 7 საათია, იქ მზეა. აქ ასე არ არის, ეს აქ შეუძლებელია. აქ შუადღის 3 საათზეც კი ბნელა (იცინის)! ეს ახალი გამოცდილებაა ჩემთვის. აქ 2-3 თვეა ვარ და ამას შევეჩვიე. ძალიან არ ცივა,
..........................................................
ესეთი დონის 2 მეკარე არავის არყავს
This post has been edited by Vanpersie18 on 9 Jan 2015, 15:22
მიმაგრებული სურათი