გილოცავთ, მაგრამ ვაი მაგ მოლოცვას

უღლევესად ვითამაშეთ. ლაციო გაცილებით უკეთესს შთაბეჭდილებას ტოვებდა. აი გაცილებით. კლოზეს მაგივრად ტევესი ჰყოლოდათ, პირწმინდად წავაგებდით. ასეთი თამაშით სჯობია სულ არ ჩავიდნენ ბერლინში. ან ყველა ნაბახუსევი იყო ან ახალჩამოკრული გამოვიდნენ მინდორზე. ან არ ვიცი რა ვთქვა. იმედი მქონდა ასეთი პირველი ტაიმის მერე ალეგრი დაალაგებს მეთქი მეორეში, მაგრამ იქაც იგივე გაგრძელდა. ნუ ერთი ეგაა სივრცეები ჩვენც გადაუკეტეთ, მაგრამ კრეატივი წინ იყო ნულზე ქვევით. ტევესი ჩვენს საჯარიმომდე ჩადიოდა ბურთი რომ წაეღო...
პოგბამ უსაზიზღრესად ითამაშა და იმედია ის ბუტბუტი გასვლის დროს თავისი თავის მიმართ იყო გამოთქმული. მარკიზიოს გარეშე და ასეთი ფორმის პოგბათი, პლუს 3-5-2-ით გამოჩნდა რომ პირლოს მაგ სისტემაში გამოყენება მკვლელობის ტოლფასია ბარსასთან, და იმედია ალეგრიც ხვდება ამას! 4 ნახევარმცველში, წინიდან ვიდალი ან პარეირა ეხმარება და გვერდებიდან მარკოზა/პოგბა(უკეთეს ფორმაში)/სტრურარო/ვიდალი.
ახლა კიდევ დღევანდელ 3-5-2-ში მოწინააღმდეგის პრესინგის დროს ძალიან მოშიშვლებული იყო პირლო. და ბურთი ვერ ამოგვქონდა ამის დედაც.
თამაშით ანდრეამ უეჭველი უნდა ითამაშოს ფინალში, მაგრამ 4-3-1-2 აუცილებლად და გვერდებზე სტრურარო/მარკოზა (ან ვიდალი მარკოზა წინ თუ პარეირას აყენებს). პოგბა სკამზე! იქამდე ფორმა თუ არ აკრიფა სხვა გამოსავალი არ არის. ისეკი ძალიან მაგრები ჩაუგდო ლიხტას 2ჯერ, მატრისაც 2 ჯერ. ეგ იქნება კოზირი ბარსას მაღლა ამოწეული დაცვის ხაზის წინააღმდეგ.
მატრის გოლი ძირითადშივე უნდა ჩაეთვალათ ისე, რაც გამეორებაზე ჩანდა ერთ ხაზზე იყო. ნუ მაგრამ რაც იყო იყოო. გულის სიღრმეში მევასებასავით ეს შობელძაღლი. მშვენიერი სკამის ფორვარდია. თან ნახევარ ხელფასს ისევ მილანი უხდის. ეგ იყო საუკუნის დაგოიმება მაროტას მიერ გალიანისა