ზედმეტად პესიმისტურ სურათს ხატავთ (ნუ ფინალის შემდეგ ასე უცებ ეს ბუნებრივიცაა). ცოტა მეტი იღბალი+სწორი როტაცია და სულ მინიმუმ ლა ლიგა ჩვენი იქნებოდა წელს.
ლუჩომ სწორედ მაგაში აჯობა კარლოს რომ სწორად გადაანაწილა მეორე წრეში ძალები. მე კარლოს წასვლა არ მინდოდა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან მესმის პერესის გადაწყვეტილების (პროსტა ბენიტესი რა ჩემ ღლეთ მოიყვანა მაგას ვერ ვიგებ

). პრინციპში რომ დავუკვირდეთ ეს უტიტულო წელი კარლოს ბრალია მეტწილად - მეტი როტაცია უნდა მოეხდინა, გუნდის უკეთესად მოქოქვა უნდა მოეხერხებია და ერთ კვირაში 4 ქულიანი ჰანდიკაპი არ უნდა გაენიავებია.
ამის მიუხედავად მე ალბათ მაინც დავტოვებდი ერთი წლით მაინც, უბრალოდ პერესი ძალიან მოუთმენელი როჟაა და გაუშვა.
ამ ბარსას ორი თვის წინ თავისივე მოედანზე პირველ ტაიმში ჩავუდეთ მოშნად მარა უიღბლობის გამო ერთზე მეტი ვერ გავიტანეთ, მეორეში კიდე ფიზიკურად ვეღარ გავქაჩეთ (რაც სწორედ მწრთვნელის ბრალია).
ბენიტესის არ მჯერა (იმედია ვცდები). ახალ სეზონში მთავარია ძალების სწორად განაწილება, თითოეული ფეხბურთელის სწორად მოტივირება და სწორი ადგილის მოძებნა (ერთი ორი კარგი ტრანსფერიც) და ერთ ორ ტიტულს აუცილებლად გამოვკრავთ ხელს

მე პირადად დი მარიას დაბრუნება და პოგბა ან ვერატის დამატება მინდა, მეტი ამ ეტაპზე არავინ არაა საჭირო (ერთადერთი აზარი იქნებოდა იდეალური, მარა შანსი არაა მისი დათრევის - ფალკაოს და აგუეროს დედაც ჯეკ).