რა პრობლემაა?
ზატო 40 მილიონი მოგვცეს.
მერე რა რომ ვერ ვითამაშებთ? ზატო ვალებს გავისტუმრებთ.
არადა ადრე მეც მაინტერესბდა ეს ციფრები, ბიუჯეტის დეფიციტი და ფფპ, მაგრამ მერე, რომ დაუმუღამა პახოდუ ჩვენმა ახვარმა ხელმძღვანელობამ, რომ ფანებიც უფრო ბიუჯეტის შემოსავლების თვლით არიან დაკავებულნი, ვიდრე თამაშის ხარისხის შეფასებით, მთლად განაგლდნენ, არამარტო არავის ყიდულობდნენ, ლიდერები დაყიდეს, გაანიავეს გუნდი, დედა #####ნეს ყველაფერს, რაც გრანდს გამოარჩევს საშუალო დონის გუნდისგან.
და აი, ახლა გაოცებული ვუყურებდი ამ სატრანსფერო ფანჯარას, ნუთუ ეს ყვერი მართლა ისე დახარჯავს ფულს, რომ არცერთ ჩვენ ტალანტს არ გაყიდისთქო და აი!!!
არ იფიქროთ, რომ მარტო კოვას გაყიდვის გამო ვწერ ამას. (რონალდოს გაყიდვა გადავიტანე, არადა მის გამო დავიწყე ვაბშე ფეხბურთის ყურება). ნაღდად არ მინდა გავაბუქო კოვას დამსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინტერში ჩემი ფავორიტი იყო, ნიჭის გარდა არაფრით არ გამოირჩეოდა ჯერჯერობით სხვებისგან.
საქმე გუნდის (კლუბის) მენტალიტეტშია. კლუბს, რომელსაც მისისვე თქმით ხელშეუხებელი ფეხბურთელის გაშვებაზე უარის თქმა არ შეუძლია, არ შეიძლება გრანდი ქვიოდეს.
კარგით გავუშვით კოვაჩიჩი 40 მილიონად. (ნამდვილად ბევრია ამ კოვაჩიჩისთვის), რას ვაკეთებთ შემდეგ?
თუ ამ ფულით ისევ 40 მილიონიან იგროკს ვყიდულობთ, ან ორ 20 მილიონიან ფეხბურთელს მაშინ კარგია. ე.ი. ვარსკვლავი მოგვყავს, რომელიც სავარაუდოდ კოვაზე ძლიერი იქნება და წინ წაგვწევს.
მაგრამ ჩვენ რას ვაპირებთ?
ჩვენ 5 კაცის ყიდვას ვაპირებთ, თითოს 8-9 მილიონად, რაც =5 ახალ დამბროზიოს გუნდში.
ასე თუ ვაპირებთ ჩვენ ლიგაზე გასვლას და გრანდის სტატუსის დაბრუნებას, დაველოდოთ, სხვა რაღა დაგვრჩენია!
მინდა დავწერო, რომ ამაზე ცუდ დღეშიც ვყოფილვართთქო, მაგრამ ტყუილი იქნება.
1989-2006 წლებშიც კი, როდესაც გუნდი სკიდეტოს ვერ იგებდა და ყველა მხრიდან უტყნადნენ დედას გარე მტრები, ბევრად, შეუდარებლად ძლიერი იყო ამ ინტერზე.
ჯერ იმიტომ, რომ ევროთასებს იღებდა, მერე გრანდი იყო, ნებისმიერი ვარსკვლავი თანხმდებოდა და სიხარულითაც კი მოდიოდა აქ სათამაშოდ.
რაც მთავარია, მაშინ გუნდს ფეხბურთის მოყვარული ხალხი უდგა სათავეში და არა სისხლ მოწამლული "ტარგაშები".
არაუშავს, მაინც კარგად იქნება ყველაფერი!
ინტერისტობა ასეა! მთელი ცხოვრება ნერვების შლაა.

Forza Inter!
This post has been edited by Interisti on 20 Aug 2015, 19:57