გრანადას ვღებულობთ კალდერონზე დღეს
გასავარდნ ზონაში არიან, თუმცა ბოლო 4 მატჩი ფრედ დაასრულეს, თან ბოლოს მალაგასთან მოგებაც შეეძლოთ
ახალი მწვრთნელი 6 ტურია ჰყავთ და მალაგას მატჩის შემდეგ თქვა, აქამდე არ მინახავს ჩვენზე უკეთესი გუნდი შეგვხვედროდესო
დღეს უნდა ნახოს :დ
ზედიზედ ხუთი ფრე არასოდეს ჰქონიათ ისე იმათ
დააკლდებათ იმჰო მაგათი საუკეთესო მოთამაშე ისააკ საქსესი, რომელიც თავდასხმაში მაგათი მთავარი აუთლეთი და ვიცე-ბომბარდირია
სამაგიეროდ ეყოლებათ მთავარი ბომბარდირი იუსუფ ელ-არაბი და შეიძლება ასევე თავიდანვე დაიწყოს მეორე წრის უპირობო აღმოჩენამ - 18 წლის პენერანდამ, რომელმაც რამდენიმე უმნიშვნელოვანესი გოლი უკვე გაიტანა ბროწეულებისთვის
ჩოლომ პირდაპირ თქვა პრესკონფერენციაზე, მოგება გვჭირდება გრანადასთან, რათა ბარსელონას თამაშს მშვიდად დაველოდოთო
როგორც ჩვევია, ფილოსოფიური ფრაზაც დაამატა ზემოდან - მე ასე ვიცი, რომ შენ შენი გასაკეთებელი უნდა გააკეთო და მოსახდენი აუცილებლად მოხდებაო
ჩვენ დაგვაკლდება ფილიპე ლუისი ესპანიოლთან მიღებული მეხუთე ყვითლის გამო, სამაგიეროდ დაგვიბრუნდა ოლივერ ტორესი. ტიაგო და ხიმენესიც მზად არიან, თუმცა სრული ''მწვანე შუქი'' არ მიუღიათ სამედიცინო შტაბიდან, ამიტომ სავარაუდოდ დღეს არ იქნებიან
წინასამატჩო ვარჯიშის კადრებს რომ შევხედე, მემგონი ოლივერ ტორესმა და ვიეტომ შეიძლება ითამაშონ (საულის, კოკეს და ხუანფრანის ჯგუფში იდგნენ), თუმცა ტორესიც არამგონია დასვას, ბოლო 8 თამაშში იმდენი გოლი გაიტანა, რამდენიც გადმოსვლის მერე ერთად

კრანევიტერის ნახვა მინდოდა, მაგრამ განაცხადში არაა სამწუხაროდ

იმედია თომასს, ოლივერს და კორეას მაინც ვნახავთ
ასევე საინტერესოა, ფილიპეს ადგილე ვინ დადგება. ყველაზე მარტივი გამოსავალი, რა თქმა უნდა, ხესუს გამესის დაყენებაა და ცენტრში გოდინი-სავიჩი, თუმცა ლუკასი ძალიან კარგ ფორმაშია და იქნებ დაენანოს გასაბენჩად. ასეთ შემთხვევაში ფილიპეს ადგილზე თავისუფლად შეიძლება ახალგაზრდა ფრანგის დაყენება, მითუმეტეს, რომ არაერთხელ მდგარა უკვე ფლანგზე (თუნდაც ეიბართან მოგებულ შეხვედრაში, სამი მცველი რომ გვაკლდა და ცენტრში საულს მოუწია ჩამოწევა).
ამის შემდეგ ორი გაცილებით რთული თამაში გვაქვს - გასვლა ნუევო სან მამესზე და სახლი მოღონიერებულ მალაგასთან, ვისთანაც სულ გვიჭირს ხოლმე და აკი პირველ წრეში ქულებიც დავკარგეთ.
შესაბამისად, მაქსიმალურად მცირე ძალების დახარჯვით უნდა ჩავიჯიბოთ დღეს სამი ქულა, ამ ორი თამაშისთვის და ლიგისთვის მოვემზადოთ და თან ბევრწუთიანი ხალხიც (გაბი, შენ გიყურებ) ამოვასუნთქოთ.
და ზემოდან ღამურებმაც თუ საჩუქარი გაგვიკეთეს, რა აჯობებს მაგას

აუპა ატლეტი!