მოკლედ, ამ სატრანსფერო ფანჯარამ ცოტა გვაოცნება და მერე ისევ ჩამყაყებულო რეალობაში დაგვაბრუნა, რომელიც მილანის რეალობა არ უნდა იყოს.
თავიდანვე 4 დიდი სატრანსფერო სამიზნე ყავდათ: მარტინესი (ან ბაკა), რომანიოლი, იბრაჰიმოვიჩი და კონდოგბია ან ვიტსელი.
ამათგან პირველი 2 შეასრულეს და კარგი, სწორად და კარგად მოიქცნენ. იბრაზე გაახურეს, გინდა თუ არა პსჟ-მ უნდა გამოუშვას უფასოდო და ამ დროს ტიპები ძაკარდოს კარპიში გადასვლაში იღებენ 1 მილიონს. რა უფლებით უნდა გამოუშვას პსჟ-მ თავისი საუკეთესო ფეხბურთელი უფასოდ, მაშინ როცა 1 წლიანი კონტრაქტი კიდევ აქვს იბრას გუნდთან. ნუ კაი, ჩავთვალოთ, რომ იბრა უბრალოდ ალუბალი იქნებოდა ნამცხვარზე და მაგის გარეშე უნდა აშენდეს რეალურად გუნდი, კარგი. თუმცა, ეგეც არასწორი დაშვებაა, იბრასნაირი გამოცდილი და ავტორიტეტული არავინ გვყავს ეხლა, მშენებარე გუნდს მაგრად მოუხდებოდა, მაგრამ კარგი, ეს ვაპატიოთ.
კონდოგბია კაი, გასაგებია რაც მოხდა და მანდ არ ვამტყუნებ ჩვენებს.
მაგრამ აი ვიტსელზე რა ვთქვა არ ვიცი. აი იმდენი არასწორი მოხდა, რომ ვერ მოთვლი:
1. ესეთი ტიპის მოლაპარაკებები გუნდისთვის და მისი რეპუტაციისთვის არის საზიანო, ყველაფერ სხვას რომ თავი დაანებო. ტიპები უბრალოდ თავს ირცხვენენ პირდაპირი მნიშვნელობით, როცა წუწუნებენ 1 მილიონზე იმ დროს, როცა ფული რეალურად აქვთ. და ბოლოს რის გამო ვერ შეთანხმდნენ? იმათ სავალდებულო გამოსყიდვა უნდოდათ, ამათ არა. სისულელე, ჯერ რატო მოგყავს ფეხბურთელი, თუ მომავლისთვის არ განიხილავ, ესე იგი იდიოტი ხარ უკეთეს ტიპს თუ ვერ ნახულობ რა...
2. პირადად ვიტსელთან, როგორც ადამიანთან, მოიქცნენ მაგრა არასწორად. რომელიმე კომპანიამ ესე რო გამიჩალიჩოს არასოდეს არ გადავალ მერე იმათთან მართლა 20-ჯერ მეტი ხელფასი რო შემომთავაზონ. ჯერ ხო ათქმევინეს, რომ ზენიტში არ მინდა, იტალიაში მინდაო, ანუ ზენიტში გაუფუჭეს შედარებით ურთიერთობები. მერე უთხრეს აგვისტოს ბოლომდე დაგვიცადე და მოვაგვარებთო. ტიპს მართლა მაგრად უნდოდა მილანში და ამ დროს უარი უთხრა იუვეს და ტოტენჰემს, რომლებსაც ალბათ მილანისგან დაინტერესების არ არსებობის შემთხვევაში არ ეტყოდა უარს. კაროჩე, ვიტსელს კარიერულად ხელი შეუშალეს და ამაში თავის ბრალს არ ხედავენ.
3. ფანებთან რო არასწორია ხო ფაქტია.
4. სატურნირო მდგომარეობისთვის გადამწყვეტი იქნება, მით უმეტეს მას შემდეგ, როცა ხედავ, რომ ნახევარდაცვაში ერთი ტვინიანი ტიპი არ გყავს, ველოდებით მენეზს და ამ დროს ისიც კი არ ვიცით კარგად ითამაშებს მაგ პოზიციას თუ არა. დაინახეს, რომ ენძრევათ და მოიყვანეს ჩამშლელი კუჩკა, ბრავო! ამ ყველაფრის ფონზე გაჩნდა ინფო, რომ მონტოლივოს ცვლიან ლულიჩში!!! ეს არი სისულელე, ლულიჩის დედა ვატირე ჯერ და მერე მონტოლივო რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს ლაციოს ესე არ უნდა გაუცვალო, არასწორია.
5. გალიანიმ კიდე ერთხელ დაგვანახა, რომ იდიოტია და მითია უკვე მაგისი სატრანსფერო გურუობა, იმენა დაბერდა და გამოქლევდა.
ეხლა, შეიძლება ვიტსელი მოვიდეს ზამთარში, მაგრამ რატო რატო რატო, როცა იცი რო კაცი გჭირდება, გადაიხადე რა და აიღე თუნდაც 3 ქულით მეტი ამის ხარჯზე, უფრო მეტი შანსია ლიგის ზონაში მოხვედრაზე და შესაბამისად შემოსავლის მიღებაზე, ასე კიდე რავი, ბაკა და ლუიზ ადრიანო ირბენენ მარტო და ან მაგათ მოყვანას რა აზრი ქონდა, რავი... ნუ, მთლად ასეც არაა, მაგრამ არც ბევრი უკლია.
ბაკას ტრანსფერი კარგი იყო.
ლუიზ ადრიანოსიც.
ელიც კარგია და რომანიოლიც, მივესალმები.
პალეტას გაშვება და ამ დროს საპატა-ალექსის დატოვება არის მეგა-სირობა. პალეტა, რომელიც ნაკრების წევრად მოიაზრება არ უნდა გყავდეს ბოლო პრიორიტეტად.
ხოსე მაურის და სუსოს გაუგებრობა არ არის კარგი, ეს სუსო მგონი დიდი ვერაფერია ისედაც და თვალის ასახვევად მოიყვანეს ზამთარში, არიქა ტრანსფერი გავაკეთეთო. ხოსე მაურის ზრდა ჭირდება.
ბერტოლაჩის ტრანსფერზე არ ვარ ისე ცუდად განწყობილი, როგორც აქაურების უმრავლესობა, მაგრამ ხო, 20 მილიონი ცოტა ბევრი მეჩვენება იმის გათვალისწინებით, რომ მარტო 1 კარგი სეზონი ჰქონდა და კაცმა არ იცის რა იქნება. თუმცა, ახალგაზრდაა და თავისსავე ხელშია ზრდა. მოკლედ, ეს ტრანსფერი არ იყო ცუდი, მაგრამ ვიტსელზე რომ ჟოშკავ ამის მერე, ცოტა არალოგიკურია, თუმცა კაი, გარისკეს და კარგია რომ გარისკეს. მე პირადად მგონია, რომ ბერტოლაჩი გაამართლებს.
კუჩკა - კაია რო მოიყვანეს, ოღონდ არა იმ პირობებში, რაც ამათ ქნეს. ამათ რომ დაინახეს ნახევარდაცვაში კაცი გვინდაო, ადგნენ და მერე მოიყვანეს კუჩკა, არადა საუბარი იყო სორიანო-ვიტსელზე, სხვა სტილის ფეხბურთელებზე. კუჩკა არის მეორე დე იონგი, არაფერი სხვა. სტრატეგიულად არ არის სწორი, თორემ ისე ფეხბურთელს არაფერს ვერჩი.
ბალოტელის მოყვანა არ იყო ცუდი ყველაფრის გათვალისწინებით.
მონტოლივო უნდა ვათამაშოთ ისევ, უნდა დაბრუნდეს ფორმაში, მაგაზე უნდა ჩამოვიდეთ ფსონს.
ყველაფრის ფონზე, უშუალო კონკურენტ ინტერს რომ გადავხედოთ მაგრად გვაჯობა. ტეხავს, არ უნდა ეჯობნა და ბოლო დღეებში იმენა ჩაგვხია. არადა შანსი იყო ბევრად უკეთესი სეზონის, ვიდრე მე მგონია ეხლა, რომ გვექნება.
მიხაილოვიჩს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიეცეს დრო და სილვიომ უკვე რო დაიწყო ტვინის ტყვნა ეგრე არ შეიძლება. მოიყვანე მწვრთნელი და მოკეტე ბლიად! კიდე კაი რო არ გეკითხება შენ სასტავის დაყენებას არავინ.
იმედია გალიანი წავა მალე, ყელში ამოვიდა უკვე რა.
ხო ნუ, პალეტას გარდა ვინც წავიდა კაი იყო. ელშაც. ყვერი გამოდგა და იმიტომ, ასე მგონია, რომ თვითონ უნდოდა, ისე გაუხარდა წასვლა და კარგი, წავიდეს, რასაც მიაღწევს ვნახავთ. აქ გვიყვარდა და იქ ###ზე ეკიდებათ, ღირსიცაა (თუ არ გაუგდიათ ამათ იასნა).
მასტურზე სირობაა, მაგრამ თუ გამოსყიდვა შეგვიძლია მაშინ კარგი, დავაიგნოროთ.
ხო, გაბრიელზეც უნდა დაგვეტოვა გამოსყიდვის უფლება, სხვები კარგად იყვნენ.
პროსტა მატრი კიდე ლოუნზეა

საბოლოო ჯამში, 10 ქულიდან რომ შეაფასო ამათ ეკუთვნით ძალიან რომ გაწელო 6 ქულა, ისიც იმის გამო, რომ აქამდე არ გავუნებივრებივართ ტრანსფერებით და 30 მილიონად კაცის მოყვანა გვიკვირს, თორემ 4-5 ამათი რეალური შეფასება იქნებოდა. იმიტომ რომ დაინახეს სადაც უჭირს და იმის მაგივრად, რომ ეს გამოესწორებინათ სხვა პოზიციის კაცი მოიყვანეს (კუჩკა).
ინტერს შეიძლება მაინც ვაჯობოთ, იმიტომ რომ გამოქლიბებული მანჩინი ყავთ იმათ, თორემ შემადგენლობით მოშნად გვჯობიან.
ევროპა ლიგის ზონაში კი უნდა დავამთავროთ, მაგრამ მერე უკვე ვხვდებირ აც იქნება. გამოვა სილვიო და იტყვის, ლიგის ზონაში უნდა მოვხვედრილიყავით და ახლა ფულს ვეღარ ჩავდებთ, მილანმა დიდი წაგება დაწერაო. ზოგადად, პროექტი თუ დადე, უნდა მიყვე რა. ამან 1 წაგებაზე გადაიფიქრა. ვერ ვიტან ეგეთ ხალხს, ჩამოუყალიბებელი სლე.